კობი ბრაიანტმა სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.

„ამ თემაზე დიდი ხნის წინ ჩამოვყალიბდი. სიმართლე რომ გითხრათ, თავს კარგვად ვგრძნობ. მშვიდად ვარ, ამას შევეგუე.

მედიტაციის დროს, ასეა თუ ისე, ჩემი გონება კალათბურთს უბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს ნაკლებად ხდებოდა. ჩემთვის მსგავსი შემხვევა პირველი ნიშანი იყო. თუ თამაშის დიდი სურვილი მექნებოდა, კარიერა გავაგრძელებდი.

კალათბურთიდან ამ მომენტში წასვლის ვარიანტი არ განიხილება. მთლიანი სეზონის ჩატარება მსურს.

ჩემთვის 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დიდი პატივი იქნებოდა. ამის მიხუედავად, ამ მიზანზე ორიენტირებული არ ვარ, რაც იქნება, იქნება.

მაიკლ ჯორდანი ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც ზაფხულში ჩემი გეგმების შესახებ გაიგო. მისი რეაქცია? ჯორდანმა მითხრა: „უბრალოდ, ამით დატკბი“, – ციტირებს „შავ მამბას“ „Bleacher Report“-ი.

კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზია ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიცაა და ერთ გუნდში ეროვნულ საკალათბუერთო ასოციაციაში ჩატარებული სეზონის მაჩვენებლით რეკორდსმენია – ჯამში, „ლეიკერსში“ მას 20 სეზონი დაუგროვდა.

მიმდინარე სეზონში „შავი მამბას“ საშუალო მაჩვენებელი სათამაშო დროის 31 წუთში 15,6 ქულას, 3,6 მოხსნასა დ 1 ჩაჭრას შეადგენს.

„კობი ბრაიანტი კალათბურთიდან ახლავე უნდა წავიდეს“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა კალათბურთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „ლოს-ანჯელეს თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლეიკერსის“ ლიდერმა კობი ბრაიანტმა, სჯობს, კარიერა ახლავე დაასრულოს.

„ასეთი კობის ხილვა არ მსურს. ახლა ის იმ ადამიანად იქცა, რომელსაც მოედანზე საერთოდ ვერაფერი გამოსცდის. მას დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი აქვს – ყველასთვის ის ლეგენდარულ მოთამაშედ დარჩენა. ვიცი, რომ მოქმედი კონტრაქტით, მან ამ სეზონში 25 მილიონი დოლარი უნდა მიითოს, მაგრამ კობი ახლავე უნდა წავიდეს. მასში კალათბურთი აღარ დარჩა“, – თვლის ექს-კალათბურთელი.

კობი ბრაიანტი: „ლეიკერსმა“ საშინლად ითამაშა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა „პორტლდ ტრეილ ბლეიზერსან“ მატჩის შემდეგ „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მოახლოებული შეხვედრის მოგება არ გამორიცხა.

„ცხოვრებაში არაერთი მოულოდნელი რამ მინახავს. დიახ, „ლეიკერსმა“ საშინლად ითამაშა, მაგრამ „გოლდენ სტეიტთან“ ბრძოლა შეგვიძლია. წინასწარ ჩვენი ჩამოწერა საჭირო არაა“, – ციტირებს კობის ESPN.

„პორტლენდთან“ თამაში „ლეიკერსმა“ 93:107 წააგო.

ბრაიანტს 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

„რიო-დე-ჟანეიროში ვითამაშებდი. ჩემთვის აშშ-ს ნაკრებში გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან თამაში და ოლიმპიური ატმოსფეროს გრძნობა კარგი იქნებოდა.

მგონია, გუნდს ჩემი ლიდერის თვისებები და დაცვაში თამაშის უნარი გამოადგება. თავს კვლავ ჩინებულად ვიცავ“, – ციტირებს ბრაიანტს АР-ი.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩის შემდეგ ორ დღეში კობის 38 წელი შეუსრულდება.

კობი ბრაიანტი: „მწვრთნელობას არ ვაპირებ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა მოთამაშის კარიერის შემდეგ მწვრთნელობა გამორიცხა.

„მომავალში სამწვრთნელო საქმიანობით არ დავკავდები. მგონია, სუპერვარსკვლავებთან უერთიერთობას ვერ დავამყარებ. ეს დიდი თავის ტკივილია“, – ციტირებს ბრაიანტს ESPN-ი.

37 წლის კალათბურთელისთვის ეს სეზონი NBA-ში უკვე მეოცეა და ის თამაშის მომავალში გაგრძელების ვარიანტსაც არ გამორიცხავს.

ბრაიანტი სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა კლუბში სათამაშოდ არ გადავა. ამით მოთამაშემ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ფილ ჯექსონის სიტყვები უაჰყო, რომელმაც სეზონის წინ განაცხადა, რომ „შავმამ მამბამ“, შესაძლოა, კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

„ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია – „ლეიკერსში“ სამუდამოდ ვარ. ჩემი სისხლი ამ კლუბის ფერისაა. ფილი, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ჩემ პროოცირებას ცდილობს“, – ციტირებს კობის „იაჰუ სპორტსი“.

ცნობისთვის, ბრაიანტის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მოქმედებს, რის შემდეგაც ის პროფესიული კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

კობი ბრაიანტმა ფაჩულიას გუნდთან მარცხის შემდეგ საკუთარი თავი გააკრიტიკა

ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსთან“ მარცხის შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა თვითკრიტიკა არ დაიშურა.

„ამჟამად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინში მე-200 ადგილს ვიკავებ. საშინლად ცუდი ვარ. ნორმალური სროლის საშუალებაც კი არ მაქვს“, – ციტირებს ბრაიანტს
ESPN.

სეზონის პირველ სამ შეხვედრაში კობიმ თამაშიდან სროლების მხოლოდ 31,4% ჩააგდო, მათ შორის 20,7% მან თამაშიდან ჩააგდო. მისმა საშუალო შედეგიანობამ მატჩში 17,3 ქულა შეადგინა.

ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის არაერთი კლუბის ყოფილი მოთამაშე და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში ლიგის ორგზის გამარჯვებული ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა. ამჟამად ის დამოუკიდებლად სუნთავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Sports Center“-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოდომი ნევადას შტატის ერთ-ერთ ბორდელში უგონოდ იპოვეს. საავადმყოფოში ოდომი არაერთმა ცნობილმა კალათბურთელმაც მოინახულა, მათ შორის კობი ბრაიანტიც იყო, რომელმაც ამის გამო ვარჯიში გამოტოვა.

კობი ბრაიანტი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილია (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრიანატმა „მაკაბი ჰაიფასთან“ წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩს შემდეგ, რომელის მისმა გუნდმა ანაგრიშთ 126:83 მოიგო, თავისი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილება გამოხათა.

ხსენებული შეხვედრის 19 წუთში ბრიაანტმა 21 ქულა დააგროვა.

„ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვარ, როგორშიც მსურს, რომ ვიყო.

„ლეიკერსის“ ახალგაზრდა მოთამაშეები? მათი განვითარების პროცესი ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბრაიანტმა.

აქვე წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც კობის „მაკაბისთან“ მატჩში ნაჩვენები თამაშია ასახული:

ბრაიანტი: „არც კი ვიცი, როგორი იქნება ჩვენი სასტარტო ხუთეული“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა აღიარა, რომ მოახლოებულ სეზონში თავისი გუნდის თამაშს ვერ იწინასწარმეტყველებს.

„რამდენად კარგი გუნდი გვეყოლება? წარმოდგენაც არ მაქვს. არც კი ვიცი, „ლეიკერსს“ როგორი სასტარტო ხუთეული ეყოლება. რამის თქმა მხოლოდ მაშინ შეგვეძება, როდესაც ყველა საბაზისო საკითხს მოვაგვარებთ“, – ციტირებს კობის ESPN-ი.

ფილ ჯექსონი: „კობი ბრაიანტი მოსალოდნელზე უკეთესად ითამაშებს“

„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტის ფილ ჯექსონის აზრით, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელისთვის კობი ბრაიანტისთვის მოახლოებული სეზონი ბოლო არ იქნება. ამის შესახებ შესახებ თავისი „ტვიტერის“ ბლოგზე „Wall Street Journal“-ის ჟურნალისტმა კრის ჰერინგმა დაწერა.

„ვფიქრობ, ახალ სეზონში კობი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს უმეტესობას ჰგონია“, – განაცხადა ჯექსონმა.

კობი ბრაიანტის სათამაშო დრო შეზღუდული იქნება

„ლოს-ანჯელეს ლეიეკრსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალ სეზონში 37 წლის კობი ბრაიანტის სათამაშო დრო შეზღუდული იქნება.

„ბრაიანტის სათამაშო დროსთან დაკავშირებით გარკვეული გეგმის დაცვა მოგვიწევს, მაშინაც კი, თუ ამის დიდი სურვილი არ გვექნება.

კობი ნამდვილი მებრძოლია, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს. თუ მას სთხოვ, ის მოედანზე დიდი ხნით დარჩება. მე რაც შეიძლება მეტი მატჩის მოგება მსურს, მოედანზე ბრაიანტის ყოფნა კი ჩემს შანსებს გაცილებით ამაღლებს“, – განაცხადა სკოტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტმა განვლილ სეზონში საშუაოდ 34,5 წუტი ითამაშა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 22,3 ქულა, 5,7 მოხსნა და 5,6 გადაცემა შეადგინა. ტრავმების გამო „შავმა მამბამ“ მხოლოდ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.