„კლიპერსის“ ლიდერებმა ოდომი საავადმყოფოში მოინახულეს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მოთამაშეებმა კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა და დეანდრე ჯორდანმა ჩინეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ლას-ვეგასის საავადმყოფოში ლამარ ოდომი მოინახულეს, რის შესახებას „ლოს-ანჯელეს თაიმსი“ წერს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ფორვარდი ნევადის ერთ-ერთ ბორდელში გონებადაკარგული იპოვეს და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა.

ოდომი პოლთან, გრიფინთან და ჯორდანთან ერთად 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა. იქამდე ლამარი, 1999 წელს, „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია. თავისი კარიერის პირველი ოთხი წელიწადი ოდომმა სწორედ ამ კლუბში ჩაატარა.

ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის არაერთი კლუბის ყოფილი მოთამაშე და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემადგენლობაში ლიგის ორგზის გამარჯვებული ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა. ამჟამად ის დამოუკიდებლად სუნთავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Sports Center“-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოდომი ნევადას შტატის ერთ-ერთ ბორდელში უგონოდ იპოვეს. საავადმყოფოში ოდომი არაერთმა ცნობილმა კალათბურთელმაც მოინახულა, მათ შორის კობი ბრაიანტიც იყო, რომელმაც ამის გამო ვარჯიში გამოტოვა.

„ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ ოდომს აკვირდებიან

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ ხელმძღვანელები ფორვარდ ლამარ ოდომის პროგრესს ადევნებენ თვალყურს და გამორიცხული არ არის, ცნობილ მოთამაშეს კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი დარწმუნებიან იმაში, რომ ამ უკანასკვნელს ნარკოტიკების პრობლემები აღარ აქვს.

ცნობისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ოდომმა ვარჯიში განაახლა. თავისუფალი აგენტი კარიერის გაგრძელებას აპირებს და უახლოეს მომავალში მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი კლუბის რიგებში გადასვლა სურს.

გასულ სეზონში „კლიპერსის“ მაისურით 34 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 4 ქულა და 5,9 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლამარ ოდომი: ”ნარკომანი არ ვარ”

TMZ-მ გაავრცელა ვიდეო რგოლი, რომელშიც ”ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ყოფილი ფორვარდი ლამარ ოდომო აცხადებს, რომ მას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. გარდა ამისა, ოდომმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უახლოეს სეზონში მონაწილეობის მიღების იმედი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს პრესამ ლამარის გაუჩინარების თაობაზე აქტიურად წერდა. მოგვიანებით, გავრცელდა ჭორები, რომელთა მიხედვითაც, ფორვარდი ნარკოტიკებს ხმარობს. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელის აგენტმა ყველაფერი უარჰყო, აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა. ყველაფერთან ერთად, ცნობილია, რომ ლამარი სარეაბილიტაციო ცენტრშიც კი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთი დღის განმალობაში დარჩა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოდომმა ნარკოტიკებზე 50 ათას დოლარზე მეტი დახარჯა

ნარკოდილერმა, რომლისგანაც ლამარ ოდომმა მარიხუანა არაერთხელ შეიძინა, RadarOnline-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმალობაში კალათბურთელმა კოკაინზე 50 ათას დოლარზე მეტი დახარჯა.

ნარკოდილერის თქმით, ”კლიპერსის” ყოფილმა მოთამაშემ მარიხუანა 10 თებერვალს, ”ნიუ-იორკ ნიქსთან” მატჩის წინაც მოწია. აღნიშნულ შეხვედრაში ფორვარდმა პარკეტზე 22 წუთის განმალობაში ითამაშა და მაყურებლებს თავი 2 ქულით, 7 მოხსნით და 5 გადაცემით დაამახსოვრა.

”მას გართობა უყვარს. სიმართლე რომ გითხრათ, იგი საკმაოდ კარგი ადამიანია. თუმცა, პრობლემებმა მას უსიამოვნებები მოუტანეს. რაც შეეხება ”ნიქსთან” მატჩს – ეს სიმართლეა, რადგან იმ დღეს ნარკოტიკები მას მე მივყიდე და ჩემი თვალითაც ვნახე, თუ როგორ ეწეოდა იგი მარიხუანას. მაშინ, მან დაახლოებით 16 ათასი დოლარი დახარჯა”, – განაცხადა ნარკოდილერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი