კოენტრაუ “იუვენტუსთან” გამოირიცხა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი, ფაბიო კოენტრაუ ტურინის “იუვენტუსთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას კოჭის ტრავმა აწუხებს.

კოენტრაუმ ტრავმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, “რაიოსთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც მან მოედანი 45-ე წუთზე დატოვა.

კოენტრაუს არყოფნა ნიშნავს იმას, რომ მადრიდელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე, კარლო ანჩელოტი მარსელოს გამოიყენებს.

არდა თურანმა კოენტრაუს შორტი ჩახადა

როგორც იცით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, არდა თურანმა “რეალის” მოთამაშეს, ფაბიო კოენტრაუს შორტი ჩახადა.