ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.
როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.
29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.
დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.