კოსტა რიკა — ინგლისი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკელთა მეკარე კეილორ ნავასი დაასახელეს.

ესპანურ „ლევანტეში“ მოთამაშე კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

კოსტა-რიკა – ინგლისი 0:0

ინგლისის ნაკრები მუნდიალს გამარჯვების გარეშე დაემშვიდობა. კოსტა-რიკასთან გამართული ბოლო ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

კოსტარიკელები კი პლეი-ოფში სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით გადიან.

პრევიუ: კოსტა-რიკა – ინგლისი

კოსტა რიკა პირველი ადგილის შენარჩუნებას აპირებს, ხოლო ინგლისის – პირველი ქულების აღებას. 

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ კვარტეტში ასეთ ვითარებას ალბათ კოსტა-რიკის ყველაზე თავგადაკრული ფანებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ. კოსტარიკელებმა პლეი-ოფში გასვლა მეორე ტურში გაინაღდეს და ინგლისელებთან მატჩში ჯგუფის გამარჯვებულის წოდებისთვის იბრძოლებენ.

ჰოჯსონის შეგირდებისთვის აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ღირსების საქმეა. ინგილისელებს ბრაზილიის უქულოდ დატოვება არ სურთ.

ხორხე ლუის პინტო სავარაუდოდ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს და თამაშის საშუალებას თადარიგში მყოფ ფეხბურთელებს მისცემს. ძირითადში არ ელიან კოსტა-რიკის ორ ვარსკვლავს რუისს და კემპბელს.

როი ჰოჯსონმა კი არ დამალა, რომ დღევანდელ შეხვედრაში სასტარტოში ბევრი ცვლილება იქნება და შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, ვისაც მიმიდნარე მუნდიალზე ფაქტობრივად არ უთამაშია.

კოსტა-რიკა – ინგლისი

სავარაუდო შემადგენლობები:

კოსტა-რიკა: ნავასი – დუარტე, გონსალესი, მილერი – აკოსტა, კუბერო, ტეხედა, ფრენსისი – კალვო, ბარანტესი – ურენია.

ინგლისი: ფოსტერი – ჯონსი, კეხილი, სმოლინგი, შოუ – უილშირი, ლამპარდი – მილნერი, ბარკლი, ლალანა – სტარიჯი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Costa-Rica_England_GEO

ტურნირის მთავარი სენსაცია

მუნდიალის მთავარი სენსაციის ავტორმა კიდევ ერთხელ მაოხერხა საზოგადოების გაკვირკვება. 

ტურნირის დაწყებამდე D-ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად იყო შერაცხული. კოსტა-რიკა ამ კვარტეტში აშკარად ამოვარდნილად გამოიყურებოდა, თუმცა ყველაზე მეტად ვითარება ჯგუფში სწორედ მათ დაძაბეს.

ურუგვაის დამარცხების შემდეგ გუშინ კოსტა-რიკა იტალიას შეხვდა და კიდევ ერთი, უფრო ხმამაღალი სენსაცია მოახდინა. ისიც უნდა ითქვას, რომ სამივე ფავორიტი ტურნირს ფორმის პიკზე ვერ შეხვდა. თუმცა, კოსტარიკელების დამსახურებას ეს არ აკნინებს. მათ წარმოუდგენელი შესძლეს და მეორე ტურში მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური.

ხორხე ლუის პინტოს გუნდმა მატჩის გეგმა სრულად შეასრულა. რა თქმა უდნა, იტალიელების საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, თუცმა შეხვადრა უპირობო ფავორიტის და აუტსაიდერის დაპირისპირებას არ ჰგავდა. კოსტა-რიკამ მეორე ნომრად თამაში აირჩია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში “ავტობუსის” ჩაყენება არც კი უფიქრიათ. გადამწყვეტი 44-ე წუთზე ბრაიან რუისის გოლი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში იტალიამ თამაში საგრძნობლად გამოასწორა. პრანდელიმ აქცენტი შეტევაზე გააკეთა და მინდორზე ფაქტობრივად ყველა ფორვარდი გამოიყვანა. თუმცა, კასანომ, ინსინემ და ბალოტელიმ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი მესამე ტურში იტალიასა და ურუგვაის შორის გაიმართება. აღნიშნულ მატჩში იტალიელებს ფრეც აწყობთ, თუმცა ბრაზილიაში ევროპულ გუნდებს რომ უჭირთ უკვე ცხადი ხდება.

იტალია 0-1 კოსტა-რიკა

გოლი: ბრაიან რუისი 44′ 

კოსტა რიკის ნაკრების განრისხებული მწვრთნელი

20 ივნისს, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში მსაჯმა იტალიის კარის მიმართულებით პენლატი არ დანიშნა, რამაც კოსტა რიკელთა მთავარი მწვრთნელი განარისხა.

რა ჭირს ბალოტელის? იტალიელი თავდამსხმელის გამოუყენებელი მომენტები

21 ივნისს, იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის მატჩში, მარიო ბალოტელიმ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

იტალია — კოსტა რიკა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ხორხე ლუის პინტოს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოსტა რიკის ნაკრების თავდამსხმელი ბრაიან რუისი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

28 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 36 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

კოსტა-რიკამ იტალია დაამარცხა

სენსაციურად დასრულდა D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა იტალიის და კოსტა-რიკის ნაკრებებს შორის.

პირველი ტაიმის ბოლოს ბრაიან რუისმა ბუფონის კარში გოლის გატანა შესძლო, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.

ურუგვაის დამარცხების შემდეგ კოსტა-რიკამ იტალია დაამარცხა და სიკვდილის ჯგუფიდან გასვლა ნაადრევად გაინაღდა.

ამ შედეგის გათვალისწინებიტ ტურნირს გამოეთიშა ინგლისის ნაკრები.

პრევიუ: იტალია – კოსტრა-რიკა

პირველ ტურში მთავარი სენსაციის შემოქმედი კოსტა-რიკა იტალიას შეხვდება. 

D ჯგუფში ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი-ოფის საგზურის მოპოვება მეორე ტურში შეუძლია კოსტა-რიკაა. თუმცა, ამის გასაკეთებლად კოსტარიკელებს კიდევ უფრო ხმაური სენსაციის მოხდენა და იტალიის დამარცხება მართებთ.

კოსტა-რიკას ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ ჰყავს. შესაბამისად, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

იტალიელთა ბანაკში კი გარკვეული ცვილებები მოსალოდნელია. იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ძირითადში ბუფონის, აბატეს და ტიაგო მოტას გამოჩენას ელიან.

პრანდელი კვლავ 4-1-4-1 სქემის გამოყენებას აპირებს, რომელიც კოსტა-რიკას სათამაშო სტილიდან გამომდიანრე განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რაც იტალიელთა მხრიდან მეტოქის პატივისცემაზე მეტყველებს.

სავარაუდო შემადგენლობები: 

იტალია: ბუფონი – აბატე, ბარძალი, კიელინი, დარმიანი – დე როსი – კანდრევა, მოტა, პირლო, მარკიზიო – ბალოტელი. 

კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, დუარტე, გონსალესი, უმანია, დიასი – რუისი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი – კემპბელი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Italy_Costa_Rica_GEO1

კოსტა-რიკამ ურუგვაი დაამარცხა

მუნდიალზე პირველი ხმაურიანი სენსაცია შედგა. ურუგვაის ნაკრები სასტარტო მატჩში კოსტა-რიკასთან დამარცხდა.

ანგარიში 24-ე წუთზე ურუგვაელებმა გახნსეს. კავანიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისიანები დააწინაურა.

მეორე ნახევარში სამწუთიან მონაკვეთში კოსტა რიკელებმა ორჯერ გაიტანეს. 54-ე და 57-ე წუთებზე კემპბელმა და დუარტემ ზუსტი დარტყმები შეასრულეს.

საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე ურენამ დააფიქსირა – 1:3

 

პრევიუ: ურუგვაი – კოსტრა-რიკა

თბილისის დროით 23 საათზე “კასტელანზე” ურუგვაის ნაკრები D ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერს კოსტა-რიკის ნაკრებს შეხვდება.

რა თქმა უნდა, ურუგვაის გამაჯრვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გამორიცხულია გუნდის ლიდერის, ლუის სუარესის თამაში, რომელსაც ტრავმა აწუხებს. თუმცა, ეს ფაქტორი კოსტრა-რიკელების შანსებზე დიდად არ მოქმედებს.

ურუგვაელების მოტივაციას ჯგუფში ორი ძლიერი მეტოქეც ზრდის. კოსტა-რიკასთან გამარჯვება ჯგუფში ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელია. ინგლისი და იტალია დიდი ალბათობით ჩრდილოეთ ამერიკელებთან იოლ გამარჯვებებს მოიპოვებენ.

აღნიშნულ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხი მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 2-ჯერ ურუგვაელებმა მოიგეს. ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Uruguay_Costa-Rica_GEO

კოსტა-რიკას მცველი გამოაკლდა

კოსტა-რიკი ნაკრების მარჯვენა მცველი ხაინერ მორა მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის გამო გამოტოვებს. კოსტა-რიკის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით “საპრისას” ფეხბურთელმა დაზიანება ნაკრების ვარჯიშზე მიიღო.

მორამ ნაკრები უკვე დატოვა. მის ნაცბლად კი კოსტა-რიკის გუნდს “ერედიანოს” მცველი დევიდ მაირი შეუერთდება.