კოტე ტუღუში: “მნიშვენლოვამი გამარჯვება მოვიპოვეთ”

საკალათბურთო სუპერლიგაში “შსს-აკადემია” – “მგზავრები-არმიას” დასრულების შემდეგ შეხვედრა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და ბექა ჩიკვილაძემ შეაფასეს.

კოტე ტუღუში: “გუნდებში ბევრი მნიშვენლოვანი ცვლილება მოხდა. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამაჯვება მოვიპოვეთ, რადგან “არმიასთან” მომავალში ყველას გაუჭირდება. შემდეგ ტურში “რუსთავის” სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გველის.” ჩვენს ლეგიონერთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი გავქვს, რომ ჩამოვა.”

ბექა ჩიკვილაძე: “ეს ის თამაში არ იყო, რაც ჩვენ გვსურს. ვეცდებით, რომ შეცდომებით გამოვასწოროთ და მომავალში უკეთეი შედეგები ვაჩვენოთ.”

 

კოტე ტუღუში: “ნაკრების შემადგენლობაში სუპერლიგაში მოასპარეზე კალათბურთელების როლი მნიშნელოვანია”

სპორტის სამინისტროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, კოტე ტუღუშმა, იგორ კოკოშკოვის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

კოტე ტუღუში: „მოხრულები ვართ, რომ იგორმა შეძლო ჩამოსვლა და აქ შეხვედრების გამართვა. ნაკრებში საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელების როლი ძალიან მნიშვენლოვანია, რაც ბოლო წლებში დასტურდება. ასე რომ, იგორის ვიზიტი მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც წაადგებათ. გუშინდელ შეხვედრაძე ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. დაიგეგმა მოსამზადებელი ეტაპი და ვფიქრობ, რომ ნაკრები მოახლოებული ვროპის ჩემპიონატის წინ კარგად მოემზადება.”

კოტე ტუღუში: “გადავრჩით და მოვიგეთ”

სუპერლიგის მეხუთე ტურის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეტეს.

კოტე ტუღუში (შაა-აკადემია): “ჩვენთვის ყველანაირი გამარჯვება მისაღებია, თუმცა ჩემი გუნდის ასეთი სუსტი თამაში მოულოდნელობა იყო. მეტოქემ ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა, მაგრამ ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ იყო დღევანდელი მატჩისთვის. გადავრჩით და მოვიგეთ.”

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. 32 წუთის განმალვლობაში კარგი კალათბურთი ვითამაშეთ, თუმცა საბოლოოდ გამოცდილებამ თავისი გაიტანა. სამწუხაროდ, კვლავ წავაგეთ, თუმცა საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.”

 

კოტე ტუღუში: “ბათუმის სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ”

“შსს-აკადემიასა” და “ბათუმს” (85-70) შორის გამართული სუპერლიგის მეოთხე ტურის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უპასუხეს.

კოტე ტუღუში (შსს-აკადემია): „ორივე გუნდია შენების პროცესშია. იცით, რომ ფაცაციამ დაგვტოვა, თუმცა ცინცაძის სახით კარგი შევსება მივიღეთ. დღევანდელი თამაშით და შედეგი კმაყოფილი ვარ. „ბათუმის“ სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს. იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთესობისკენ შეიცვლება ჩვენი თამაში. შეცდომები გვექნება, თუმცა მთავარია, რომ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ.”

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): „ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩემმა გუნდმა კი კალათბურთის ახალი სტილი მოიგონა და მხოლოდ შეტევაში იასპარზა. გუნდი შენებაშის პროცესშია. ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფიო ვარ.”

კოტე ტუღუში: “სოხუმმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია”

სუპერლიგის ცენტრალური მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს.

კოტე ტუღუში (შსს-აკადემია): “დაძაბული თამაში გამოვიდა, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. “სოხუმმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ კი თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. დიდი ამბიციები გვაქვს და ასეთი თამაშით გაგვიჭირდება. ძირითადი პრობლემები დაცვაში გვქონდა. ფარქვეშიდან საკმაოდ ბევრი იოლი ბურთი ჩავაგდებინეთ. გვაკლია გუნდურობა და შეთამაშება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. ძირითადი თამაშები 2015 წელს მოგვიწევს. ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს.”

ბექა ჩიკვილაძე (შსს-აკადემია): “არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ვარჯიში დავიწყეთ. შემადგენლობაც და მწვრთნელიც ისეთი გვყავს, რომ საჩემპიონოდ უნდა ვიბრძოლოთ. სამომავლოდ უნდა გამოვასწოროთ.”

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჯერ კიდევ არ ვართ მზად და მინიმუმ ერთი თვე გვინდა კიდევ, რომ რაღაც შედეგის ჩვენება მოვახერხოთ და თამაში გამოვასწოროთ.

ზაზა ფაჩულია: “დღეს ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”

უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დღევანდელი შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა კოტე ტუღუსმა და კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.

კოტე ტუღუში: „ძალიან მნიშნველოვანი თამაში იყო. მინიმუმ 10 ქულით უნდა მოგვეგო, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი სოწრედ 20 ქულიანი სხვაობა იყო.  ძალიან რთული სამი გასვლითი შეხვედრის შემდეგ დღეს უკან დასახევი გზა არ გვქონდა. აქცენტი აგრესიულ თამაშზე გავაკეთეთ, რაც ბრწყინვალედ შესრულდა. ყველა ეპიზოდში ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. დღევანდელ გამარჯვებაში დიდი წვლილი იგორ კოკოშკოვს მიუძღვის, რომელიც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. 

შენდეგლიამ კოჭი ამოიგდო. ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.”

ზაზა ფაჩულია:ციკლის ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი იყო. დღეს ჩვენი მომავლის ბედი წყდებოდა და უკან დასახევი გზა არ გვქონდა. რომელიმე მოთამაშის გამორჩევა ძალიან ძნელია. სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმაც საკმაოდ დიდი საქმე გააკეთეს. შეიძლება ქულები ყველამ ვერ ჩაიწერა აქტივში, მაგრამ დადებითი ენერგია, რომელიც თითოეული მოთამაშისგან მოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩემი აზრით, დღეს ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო. დიდი მადლობა ფედერაციას და გულშემატკივრებსა და ჩვენს მეტოქეს. წინ კიდევ ერთი მატჩია, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯებით და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ.

ვიცი, რომ წინა შესარჩევთან შედარებით სანახაობრივი მხარე მოიკოჭლებს, თუმცა მიზანთან ახლოს ვართ და მთავარიც სწორედ ეს არის.”

ზაზა ფაჩულია: “მოხარული ვარ, რომ ასეთი გუდის წევრი ვარ”

საქართველო – ჩეხეთის დასრულების შემდეგ მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა და კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.

კოტე ტუღუში: „გილოცავთ დღევანდელ გამარჯვებას. ვფიქრობ, ძალიან დაძაბული და საინტერესო სანახაობა გამოვიდა. იმედია, მომდევნო მატჩებშიც ასე გავაგრძელებთ. მადლობა ყველა მოთამაშეს, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს.

დარბაზში აუტანელი სიცხე იყო და თამაში ძალიან ჭირდა, თუმცა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. სამ დღეში მნიშვნელოვანი მატჩი გველის უნგრეთში, სადაც გამარჯვება ძალიან გვჭირდება.

დღეს მეტოქის ტაქტიკიდან გამომიდნარე მოთამაშეებს კონკრეტული დავალებები მივეცით, რომლებიც შესრულდა, რაც შედეგზეც აისახა. ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძემ. მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს დღევანდელ გამარჯვებაში“.

ზაზა ფაჩულია: „მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. მეტოქე გუნდი საკმაოდ ძალიერია. ვიცოდით, რომ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნებოდა. მისასალმებელია, რომ რთულ მომენტებში გუნდში პანიკა არ იყო და გადამწყვეტ ეპიზოდში თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ. მთავარია, რომ მატჩი კარგად დავიწყეთ და კარგად დავამთავრეთ.

ყველა მოთამაშემ მაქსიმუმი გააკეთა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრძოლა დაგვიფასდა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გუნდის წევრი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გვერდში დაგვიდგა“. 

კოტე ტუღუში: “საკუთარ კედლებში ტურნირის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

საქართველოსა და ბელორუსს შორის გამართული თბილისის მერიის თასის დასკვნითი მატჩის შემდეგ შეხვედრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა და მატჩის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, თორნიკე შენგელიამ შეაფასეს.

კოტე ტუღუში: “ვულოცავ ყველას. საკუთარ კედლებში ტურნირის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ასეთი სპარინგები ჩვენს გუნდს ძალიან კარგ სამსახურს გაუწევს. სანიკიძეს და სანაძეს ტრავმები გაუმიზეზდათ. იმედია საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ისინი სრულ მზადყოფნაში იქნებიან. გიორგი შერმადინი ნაკრებს მეორე წრიდან შეურეთდება”. 

თორნიკე შენგელია: “მადლობა ბელორუსის ნაკრებს ჩამოსვლისთვის. ასეთი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რასაც საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გამოვასწორებთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს”. 

ეროვნული ნაკრები სლოვენიის ტურნირს უკრაინით იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში ასპარეზობას იწყებს. სლოვენიის ქალაქ როგაშკაში საქართველოსთან და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად თავს უკრაინისა და კანადის ნაკრებები მოიყრიან, რომლებიც ერთმანეთს სპარინგ-მატჩებში დაუპირისპირდებიან.

საქართელოს ნაკრები უკრაინით იწყებს. დღეს, თბილისის დროით 18:30 საათზე იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის გასულ ჩემპიონატზე მე-5 ადგილზე გასულ უკრაინას დაუპირისპირდება. ქართველებს წინა, მაკედონიური ტურნირისგან განსხვავებით 2 ახალი მოთამაშე ჰყავს. ეროვნულ გუნდს შეემატნენ თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე.

რა განწყობით ხვდებიან ნაკრების წევრები სლოვენიურ ტურნირს, ამაზე სამწვრთნელო შტაბის წევრი, კოტე ტუღუში გვესაუბრება.

 

         მაკედინიაში ჩატარებული ტურნირისგან განსხვავებით, ეს გაცილებით სერიოზული შეჯიბრია. სლოვენიის ნაკრებზე ლაპარაკი ზედმეტია და უკრაინა და კანადაც არ არიან ნაკლებნი. კანადა სულაც 5 ნბა-ს მოთამაშითაა ჩამოსული.

         გამოდის, საკმაოდ კარგი სპარინგები გამოგივათ…

         დიახ, საკმაოდ სასარგებლო მატჩები გველის, რომლებშიც აქცენტები უფრო სხვა რამეზე გაკეთდება, ვიდრე მაკედონიაში. მართალია, ამ 3 მატჩის შემდეგ კიდევ გველის ამხანაგური მატჩები, თუმცა ეხლა ის პერიოდია, როცა გუნდმა საკუთარი სათამაშო მანერა უნდა შეიმუშავოს. ვნახოთ, რა როგორ წავა, ბევრ რამეს დაგვანახებს ძლიერ ოპონენტებთან თამაში.

         მას შემდეგ, რაც 2 მოთამაშე შეგემატათ, შემადგენლობა 16 კალათბურთელამდე გაიზარდა. თამაშებში 4 მათგანს მოუწევს დასვენება…

         სლოვენიის მატჩის გარდა – კანადასთან და უკრაინასთან ნება დაგვრთეს, რომ განაცხადში 14 კალათბურთელი გვყავდეს. დღეს უკრაინას ვეთამაშებით და ამ შეხვედრის განაცხადში არ იქნებიან მიხეილ ჭოჭუა და მიხეილ ბერიშვილი.

         16 კალათბურთელი გააგრძელებს შეკრებაზე ყოფნას?

         ამ ტურნირის დასრულების შემდეგ 14 კალათბურთლი ლიტვაში, 2 საკონტროლო მატჩის გასამართად გაემგზავრება, 2 მოთამაშე კი თბილისში დაბრუნდება.

gbf.ge

კოტე ტუღუში: ”ლიტვასთან თამაშით კმაყოფილები ვართ”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიტვასთან ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამატებით დროში – 83:88 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებასთან ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა დამატებით დროში, საბოლოოდ მცირე სხვაობით იმარჯვეს. ნამატჩევს კაუნასში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

– მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, გუნდის თამაშით კმაყოფილები ვართ. ჩვენ ვეთამაშებოდით ნაკრებს, რომელიც ყველა სათამაშო რგოლში ძლიერია და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოგების სამართლიანი ამბიცია გააჩნია. ლიტვა საკუთარი ქომაგების წინაშე თამაშობდა და როგორც ჩვენთვის, მათთვისაც, ეს ბოლო მოსამზადებელი მატჩი იყო და მოგება, ცხადია, ძალიან უნდოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტველებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში მხოლოდ 1 მატჩი წააგეს, ისიც ბერძნებთან.

– იყო ეპიზოდი, როცა 16 ქულით ვაგებდით, თუმცა გათანაბრება მოახერხეთ. რისი დამსახურება იყო ეს?

– კონკრეტულად დაცვის, ან შეტევის, ან რომელიმე მოთამაშის დამსახურება იყოო, ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, სერბეთთან მატჩი გაიხსენეთ, როცა სწორედ 16-18 ქულით ვაგებდით და ჩამორჩნა ხომ გავაბათილეთ, საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც ის მატჩი. ახლაც თითქმის ესე მოხდა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ბევრად ჯობდა ლიტვას და ბოლოს რომ ვერ მოვიგეთ, შემთხვევითობის, გამართლების საქმე იყო. შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით დასრულებულიყო. ამას არც ვაქცევთ ყურადღებას, თამაში ოვერტაიმში გადავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ დავმარცხდით. სასიამოვნოა, როცა გუნდი ასეთი ბრძოლისუნარიანია და მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, არ ტყდება.

– სათადარიგოებზე რას იტყვით?

– მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ მატჩში ძირითადად სასტარტო ხუთეულის წევრები დაიტვირთნენ, ეს არ ნიშნავს, რომ სათადარიგოების იმედი არ გვაქვს. მათ სლოვენიაშიც მოუწევთ თამაში და იმედი მაქვს, იქ ისეთი სიტუაცია არ შეგვექმნება, რომ დიდი ჩამორჩენის გაბათილება მოგვიხდეს. გუნდის ყველა წევრი მზადაა, ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

– ლიტვასთან მატჩი, რომელიც ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო ევროპის ჩემპიონატამდე, საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ნიშნავს ეს, რომ ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია?

– ნაკრები კარგ ფორმაშია, თუმცა მჯერა, რომ სლოვენიაში უფრო გულიანად და შემართებით ითამაშებენ. დღეს ძირითადის წევრები შედარებით მეტად დაიტვირთნენ და შესაბამისად გადაიღალნენ. 3 დღეში თამაში გვაქვს და ძალებს აღიდგენენ. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთული გრაფიკია, ყოველ დღეა თითქმის თამაში, მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ და მთავარია, ფორმა შეინარჩუნონ, ენერგიები ოპტიმალურად გადაანაწილონ.

– ბოლოს რიკი ჰიკმანზე გკითხავთ, რომელმაც დღეს ორჯერ აიღო საკუთარ თავზე თამაში გადამწყვეტ მომენტში. ასე იყო ისრაელში მოგებულ მატჩშიც…

– ჰიკმანი დიდებული შემსრულებელია. სხვათა შორის, დღეს მას დაბადების დღე აქვს, რასაც თქვენი საიტითაც ვულოცავ. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე  მან 2 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ოვერტაიმის ბოლო წამებზე გამთანაბრებელი 3-ქულიანი ვერ ჩააგდო. თამაშის შემდეგ თქვა, არა უშავს, სლოვენიაში აუცილებლად ჩავაგდებო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი