7 თებერვალს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ტიაგომ გახსნა, რომლის დარტყმულიც იკერ კასილასმა ვერ მოიგერია. ამ მომენტში “სამეფო კლუბის” კარის დარაჯმა შეცდომა დაუშვა, რამაც კრიშტიანო რონალდუ გააბრაზა.