ილარამენდი: “ვფიქრობ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარე”

მადრიდის “რეალის” 24 წლის ნახევარმცველმა ასიერ ილარამენდიმ, “ელჩესთან” მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რაც არ მითამაშია, ვფიქრობ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარე. თამაშიდან გამომდინარე დავრწმუნდი,რომ ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ, ამიტომყველაფერს გავაკეთებ რათა ძირითადისათვის ვირბძოლო.

“რაც შეეხება რონალდუს, მან “ელჩესთან” მატჩში დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა” – განაცხადა ესპანელმა.

კრიშტიანო რონალუმ მაიამის პროკურორს თხოვნით მიმართა

კრიშტიანუ რონალდუმ მაიამის პროკურორს წერილობითი თხოვნით მიმართა იმის თაობაზე, რომ ამავე ქალაქში “რეალის” ამხანაგური მატჩის დროს მინდორზე შეჭრილ ქომაგს ბრალდება მოუხსნან.

“ჩელსისა” და “რეალის” ამხანაგური მატჩის დროს, 20 წლის ალბანელი სტუდენტი, რონალდ გორკა მოედანზე შეიჭრა, რათა კრიშტიანუ რონალდუს გადახვეოდა.

ახლა კი შესაძლოა სტუდენტი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხონ და ქვეყნიდან გააძევონ.

მას შემდეგ, რაც რონალდუმ გორკას მიმართ შესაძლო სანქციების შესახებ შეიტყო, მაიამის პროკურორს სთხოვა სტუდენტისთვის ყველა ბრალდება მოეხსნა:

“ჩემთვის გასაგებია თქვენი პოზიცია კანონის დაცვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მოწიწებით გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ და ამ ახალგაზრდა ადამიანს ორივე ბრალდება მოუხსნათ” – წერია რონალდუს წერილში.