„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მოთამაშეებმა კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა და დეანდრე ჯორდანმა ჩინეთის ტურნედან დაბრუნების შემდეგ ლას-ვეგასის საავადმყოფოში ლამარ ოდომი მოინახულეს, რის შესახებას „ლოს-ანჯელეს თაიმსი“ წერს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ფორვარდი ნევადის ერთ-ერთ ბორდელში გონებადაკარგული იპოვეს და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა.
ოდომი პოლთან, გრიფინთან და ჯორდანთან ერთად 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა. იქამდე ლამარი, 1999 წელს, „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია. თავისი კარიერის პირველი ოთხი წელიწადი ოდომმა სწორედ ამ კლუბში ჩაატარა.