ლებრონს ამერიკული ფეხბურთის თამაშიც სურს

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი საინტერესო განცხადება გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ ფლორიდული კლუბის ლიდერმა აღიარა, რომ იგი დიდი სიამოვნებთ ამერიკული ფეხბურთს ლიგაშიც ითამაშებდა.

„მოთამაშის კარიერის დასრულებამდე დიდი სიამოვნებით ამერიკულ ფეხბურთს ვითამაშებდი. იმედია,NFL-ში ერთ მატჩს მაინც ჩავატარებ“, – განაცხადა ლებრონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონი კლივლენდში დაბრუნებაზე არ ფიქრობს

იმ შემთხვევაში, თუ ლებრონ ჯეიმსი „მაიამი ჰიტთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, იგი შემდეგი წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება. თავის მხვრივ, ამერიკული პრესა ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ შესაძლო წასვლაზე აქტიურად წერს.

„სახლი მენატრება, თუმცა მაიამიში ყოფნას შევეჩვიე. მირჩევნია, თბილ ადგილას ვიყო, ვიდრე ცივ ქალაქში ვიცხოვრო“, – განაცხადა 28 წლის კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ წელიწაში, ფლორიდელთა მაისურით ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურეთო ასოციაცია ორჯერ მოიგო, ისევე, როგორც სეზონის MVP-ს წოდება მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი