ლებრონ ჯეიმსის კარიერის ათი საუკეთესო ბლოკშოთი (ვიდეო)

თქვენ წინაშეა „კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერის ლებრონ ჯეიმსის კარიერის ათი საუკეთესო ბლოკშოთის ამსახველი ვიდეო.

ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდის“ სამქულიანების რეკორდი დაამყარა

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა „ნიუ-ორლეანთან“ მატჩში ორი სამქულიანი ჩააგდო, რითაც მარკ პრაისს გაუსწრო და, ამ მაჩვენებლით, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. ამის შესახებ AP-ის ჟურნალისტები იტყობინებიან.

ამჟამად „კლივლენდის“ შემადგენლობაში ჯეიმსის ანგარიშზე 804 ზუსტი სამქულიანია.

გრიფინი და ჯეიმსი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდ კავალიერსი“) და ბლეიკ გრიფინი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“) დასახელდნენ.

ჯეიმსი გასულ კვირას „კავალიერსს“ სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 25,7 ქულა, 5,3 მოხსნა და 2,3 ჩაჭრა მიითვალა. „კლიპერსმა“ წინა კვირას ოთხი მატჩი მოიგო, მისი ლიდერის მაჩვენებელმა კი 23,8 ქულა, 9,8 მოხსნა და 5 გადაცემა შეადგინა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღების შანსი ასევე ჯეფ ტიგს („ატლანტა ჰოუქსი“), ჯიმი ბატლერს („ჩიკაგო ბულზი“), ტაისონ ჩენდლერს („დალას მავერიკსი“), სტეფ კარის („გოლდენ სტეიტ უორიორსი“), ჯეიმს ჰარდენს („ჰიუსტონ როკეტსი“), კრის ბოშსა („მიამი ჰიტი“) და უესლი მეთიუზს („პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“) ჰქონდათ.

ლებრონ ჯეიმსი: „მომეწონა, თუ როგორ ჩავატარეთ ბოლო ორი მატჩი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ თავისი გუნდის კარგი სვლა აღნიშნა.

„ორლანდოს მეჯიკსისა“ (+32) და „ვაშინგტონ უიზარდსის (++26) დამარცხებით, „კავალიერსი“ სატურნირო ცხრილში ნეიტრალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა (7-7).

„ჩვენ სწორედ ისე ვთამაშობდით, როგორც საჭიროა. ბურთს ვინაწილებდით, ვთამაშობდით დაცვაში და ვცდილობდით 48 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. ძალიან მიხარია, რომ ბოლო ორი მატჩი ასე კარგად ჩავატარეთ“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN.com-ი.

ქალაქ კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის ახალი ბანერი გამოჩნდა

კლივლენდში „ნიუ-იორკ ნიქსთან“ „კავალიერსის“ სეზონის პირველი მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსის გამოსახულებით დიდი ბანერი დამონტაჟდა.

წინა ბილბორდი იმავე ადგილს 2010 წლამდე ლებრონის „მაიამი ჰიტში“ გადასვლამდე ამშვენებდა.

ცნობისთვის, „ნიქსთან“ სასტარტო მატჩი „კლივლენდმა“ ანგარიშით 90:95 წააგო.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩიკაგო“ ჩემს გუნდზე უფრო ძლიერია“

„ჩიკაგო ბულზთან“ წინასასეზონო მატჩის წინ „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მეტოქე მის გუდნზე უფრო ძლიერია.

„ამჟამად „ჩიკაგო ბულზი“ ჩვენზე ბევრად ძლიერია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შეთამაშებაა. ამ გუნდში მოთამაშე კალათბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. ჩვენ კი, კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს“, – ციტირებს ლებრონს ESPN.com-ი.

ამერიკის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

ამერიკის ნაკრების ხხელმძღვანელობამ ის 28 მოთამაშე დაასახელა,რომელიც მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდში იასპარეზებს. ნაკრებში 14 ძველი და 14 ახალი მოთამაშეა. შემადგენლობა ჯერი კოლანჯელომ და მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კჟიჟევსკიმ აირჩიეს.

გუნდში შეყვანილია ახალი ტალანტები. წელს ნაკრებში გამოჩნდა “ატლანტას” სნაიპერი კაილ კორვერი, “კინგზის” მძიმეწონოსანი დემარკუს კაზინსი და გორდონ ჰეიუარდი.

კოლანჯელო და კრჟიჟევსკი აქედან 12-კაციან შემადგენლობას აირჩევენ , რომლებიც როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე,ასევე 2016 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

ძველი გუნდიდან კობის გარდა, არც უეიდი და კრის ბოში იქნება, თუმცა ისინიც ახალგაზრდებმა შეცვალეს.

შემადგენლობა კი ასეთია

ვეტერანები:

კარმელო ენტონი
ტაისონ ჩენდლერი
სტეფ კარი
ენტონი დეივისი
კევინ დურანტი
ჯეიმს ჰარდენი
დუაიტ ჰოვარდი
ანდრე იგუოდალა
ლებრონ ჯეიმსი
კევინ ლავი
კრის პოლი
დერიკ როუზი
რასელ უესბრუკი
დერონ უილიამსი

ახლები:

ლამარკუს ოლდრიჯი
ბრედლი ბილი
დემარკუს კაზინსი
ანდრე დრამონდი
კენეტ ფარიდი
პოლ ჯორჯი
ბლეიკ გრიფინი
გორდონ ჰეიუარდი
კაირი ირვინგი
კაილ კორვერი
დევიდ ლი
კავაი ლეონარდი
დემიენ ლილარდი
კლეი ტომპსონი

ტელეტოვიჩმა ლებრონ ჯეიმსსა და „მაიამი ჰიტს“ დასცინა

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ „მაიამი ჰიტთან“ მატჩში ლებრონ ჯეიმსზე თამაშის წესები დაარღვია, რის შედეგადაც, ამ უკანასკვნელმა ბოსნიელთან საქმის გარჩება დაიწყო.

დღეს თავისი ტვიტერის გვერდზე ტელეტოვიჩმა აღნიშნული ეპიზოდი ახალი სურათით გაიხსენა, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაუმატა:

„ზედიზედ ხუთი წელი. წინ, „ბრუკლინ“! lol ;)“

Teletovic Twitter

„მარკამ“ საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2013 წლის საუკეთესო არაესპანელი სპორტსმენები დაასახელა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელსაც მართლაც გასაოცარი სეზონი ჰქონდა.

რონალდუმ ხმათა 24,5 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ფორმულა 1-ის წარმომადგენელი, „რედ ბულის“ გერმანელი პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელიც 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონი მიჯრით მეოთხედ გახდა. მან ხმათა 21 პროცენტი მიიღო.

მესამე პოზიცია NBA-ს ვარსკვლავმა, „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა, რომელსაც ხმათა 16 პროცენტი ხვდა წილად.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლეო მესიმ 9 პროცენტით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბექა დოგრაშვილი

ლებრონი და დურანტი საუკეთესონი არიან

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტის ცნობით, წინა კვირას დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე „მაიამი ჰიტის“ ლდიერი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც თავის გუდნთან ერთად ოთხივე მატჩი მოიგო და ერთ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 29 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, მასში საუკეთესო „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერი კევინ დურანტი გახდა, რომლის გუნდმაც ასევე ყველა თამაში მოიგო. თავად მოთამაშის მონაგარმა კი 27 ქულა და 12 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსმა ათ ქულაზე მეტი ზედიზედ მე-500 მატჩში დააგროვა

„მაიმი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-500 მატჩში ათი და ათზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. ამის შესახებ ცნობას ESPN.com-ი ავრცელებს. „ტორონტო რეპტორსთან“ შეხვედრაში, რომელიც ფლორიდელებმა ანგარიშით 104:95 მოიგეს, ლებრონის მონაგარმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა შეადგინა.

ჯეიმის გარდა, მსგავსი შედეგით სხვადასხვა წლებში თავი მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარმა (787 მატჩი და 508 მატჩი), მაიკლ ჯორდანმა (866 შეხვედრა), კარლ მელოუნმა (575 თამაში) და მოუზეს მელოუნმა (526 დაპირისპირება) გამოიჩინეს.

ბოლოს, ჯეიმსმა ექვს ქულაზე ნაკლები 2007 წლის 5 იანვარს დააგროვა, როდესაც მისი გუნდის მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონს ამერიკული ფეხბურთის თამაშიც სურს

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი საინტერესო განცხადება გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ ფლორიდული კლუბის ლიდერმა აღიარა, რომ იგი დიდი სიამოვნებთ ამერიკული ფეხბურთს ლიგაშიც ითამაშებდა.

„მოთამაშის კარიერის დასრულებამდე დიდი სიამოვნებით ამერიკულ ფეხბურთს ვითამაშებდი. იმედია,NFL-ში ერთ მატჩს მაინც ჩავატარებ“, – განაცხადა ლებრონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი