ნოას სათამაშო დრო შეიზღუდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლოებული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში „ჩიკაგო ბულზი“ ფრანგ ბიგმენს ჟოაკიმ ნოას დაასვენებს.

მაისში ნოას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გუნდის თავკაცი ტომ ტიბოდო თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის სათამაშო დროის შეზღუდვას გეგმავს. „ჩიკაგოში“ იმედოვნებენ, რომ ნოა თავის ძველ ფორმას დაიბრუნეს და მოედანზე საშუალოდ 35 წუთს გაატარებს.

განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ჟოაკიმმა 80 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 12,6 ქულა, 11,3 მოხსნა და 5,4 ასისტი შეადგინა.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩიკაგო“ ჩემს გუნდზე უფრო ძლიერია“

„ჩიკაგო ბულზთან“ წინასასეზონო მატჩის წინ „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მეტოქე მის გუდნზე უფრო ძლიერია.

„ამჟამად „ჩიკაგო ბულზი“ ჩვენზე ბევრად ძლიერია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შეთამაშებაა. ამ გუნდში მოთამაშე კალათბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. ჩვენ კი, კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს“, – ციტირებს ლებრონს ESPN.com-ი.

ფინეთთან მატჩში დერიკ როუზმა დანკი ორი ხელით შეასრულა

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ს ნაკრებისთვის უკეთესად ვერ დაიწყებოდა – მაიკ კშიშევსკის გუნდმა ფინეთი 59 ქულით გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ მოედანზე ოფიციალურ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ ლიდერი დერიკ როუზი დაბრუნდა. ჯამში „ხარების“ მოთამაშემ 12 ქულა დააგროვა და 3 გადაცემაც გააკეთა. თუმცა ყველაზე მეტად როუზმა მაყურებლებს თავი ჩინებული დანკით დაამახსოვრა.

აუქციონზე მაიკლ ჯორდანის სახლი კვლავ ვერ გაიყიდა

ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის აუქციონზე გატანილ სახლს ახალი მეპატრონე კვლავაც არ ჰყავს, რის შესახებაც Yahoo! Sports-ი იტყობინება.

ჯორდანის წარმომადგენლის თქმით, საუკეთესო წინადადების ფასი, საწყის ფასზე, რომელიც 13 მილიონ დოლარს შეადგენს, უფრო ნაკლები აღმოჩნდა. ჩიკაგოს გარეუბანში თავისი შესანიშნავი სახლის გაყიდვას „ბულსის“ ექს-მოთამაშე ახალი წლის შემდეგ შეეცდება.

როგორც ცნობილია, მაიკლის სახლში ჯამში 5 ათასი კვადრატული მეტრია. სახლი 9 საძინებელი ოთახის, 15 ააბაზანოს, საცურაო აუზისგან, ბიბლიოთეკისა და დახურული საკალათბურთო დარბაზისგან შედგება.

პირველად აუქციონის დახმარებით ჯორდანი მის გაყიდვას 2012 წლის დასაწყისში ცდილობდა – მაშინ სახლის საწყისი ფასი 29 მილიონს შეადგენდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

სკოტი პიპენი – ადამიანი-ორკესტრი

110115856_crop_650x440

დააკვირდით ამ სურათს… რას ხედავთ?

დიდი ალბათობით, პირველივე ნახვის შემდეგ უმეტესობამ მხოლოდ მაიკლ ჯორდანი შენიშნა. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო.

ახლა კი შემდეგი შეკითხვა – რამდენმა შენიშნა ჯორდანის უკან მდგომი სკოტი პიპენი? რამდენ ადამიანს გაახსენდა შტატ არკანზასში დაბადებული კალათბურთელი? თუ ამ სურათისთვის მცირე სათაურის მიცემა მოგიწევდათ, ერთ-ერთ ვარიანტებს შორის შესაძლოა „ფოკუსის მიღმა“, „მეორე რიგში მდგომი“ ან „მაიკლის ჩრდილში იქნებოდა“…

მაიკლ ჯორდანის ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ შედეგებს იგი მარტო ვერ მიაღწევდა. დამეთანხმებით, სამწუხაროა, როდესაც სხვა მოთამაშეების შესანიშნავ თამაშს ბევრი უბრალოდ ივიწყებს.

სანამ ქვების სროლას დამიწყებდეთ, გაიხსენეთ, რომ დიდი გამარჯვებები მაიკლმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთვნელ-მოტივატორის თავკაცობით მოიპოვა. როგორ შეიძლება იმის დავიწყებაც, რომ ღმერთმა ჯორდანს შესანიშნავი მეწყვილე აჩუქა? ყველა ბეტმენი თავის რობინს ვერ პოულობს. ჯორდანს კი ძალიან გაუმართლა, რისი წყალობითაც, იგი კალათბურთის ლეგენდად სამუდამოდ დარჩება.

Pippen's childwood

შესაძლოა, სკოტი პიპენის ცხოვრების ისტორიის წაკითხვის შემდეგ იტყვით: „ვერასდროს დავიჯერებ, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანი პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ისტორიაში შევიდა“.

სკოტი 1965 წლის 25 სექტემბერს არკანზასის შტატის პატარა და ბინძულ ქალაქ ჰამბურგში დაიბადა. იგი ეტელ და პრესტონ პიპენის თორმეტ შვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. რთული არ არის იმის გაგება, რომ ცხოვრებამ სკოტის მუშაობა თავიდანვე შაჩვია. ქაღალდის ქარხანაში მომუშვე პრესტონ პიპენმა 1971 წელს ინსულტი მიიღო. შედეგად, მუშაობის გაგრძელება მან ვერ მოახერხა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მის თორმეტ შვილს შორის კოლეჯში მხოლოდ ერთი მოხვდა – დანარჩენები კი სრული მნიშვნელობით არსებობისთვის იბრძოდნენ.

„როდესაც ვამბობ, რომ ღარიბები ვიყავით, მე ამ სიტყვას ყველაზე ცუდი მნიშვნელობით ვიყენებ. სანამ უფროსი ძმები დედას მაქსიმალურად ეხმარებოდნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ, მე დებსა და დაავადებულ ძმას ვუვლიდი. გარდა ამისა, ყურადღება მამაჩემსაც სჭირდებოდა“ – ბავშვობის წლების დაკარგვამ სკოტის ცხოვრებაზე გავლენა მომავალში მოახდინა. იგი ყოველთვის განიცდიდა, როდესაც სიტუაციის გაკონტროლება ძალიან რთული იყო. ამის ნათელი მაგალითი 1993 წელს ხორას გრანტის „ორლანდოში“ გადასვლაა, რაც პიპენისთვის ოჯახის წევრის დაკარგვას ნიშნავდა.

elite-daily-scottie-pippen-high-school

ადამიანები, რომლებიც მაშინდელი „ბულსის“ მენეჯმენტთან იყვნენ დაკავშირებულნი, ხშირად ამბობდნენ, რომ პიპენი პირველ რიგში არა გუნდის შედეგებზე, არამედ თავის კონტრაქზე ფიქრობდა. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ესმოდათ, თუ რა გადაიტანა სკოტიმ რამდენიმე წლის წინ. დიდი ალბათობით, ყველა, ვინც ასე ფიქრობდა, ამ ადამიანის მოედნის გარეთ ნახვის შემდეგ თავის აზრს შეიცვლიდა.

1990 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ სკოტის დედამ ეტელმა ჩიკაგოში გადასვლაზე უარი თქვა – მას არკანზასი ძალიან უყვარდა. იმავე წელს სკოტიმ თითქმის მთლიანი კვარტალი შეისყიდა, რათა დედამისს თავის მეგობრებთან და მეზობლებან ერთად თავი კომფორტულად ეგრძნო. ყოველ ზაფხულს პიპენი მშობლიურ შტატში ჩადიოდა, სადაც არკ ჯოუნსთან ერთად ადგილობრივი ბავშვებისთვის საკალათბურთო ბანაკს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, იგი ჯოუნსის ქალიშვილს ხშირად უვლიდა – გოგონას მძიმე დაავადება აწუხებდა, სკოტისთვის კი საიდუმლო არ იყო, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს ყველაფერი.

არჩი ჯოუნსი, რომელიც ამჟამად ცენტრალური არკანზასის საკალათბურთო პროგრამაზე მუშაობს, პიპენის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სწორედ ამ ადამიანმა სკოტის სახით NBA-ს მომავალი ვარსკლავი აღზარდა. ეს ყველაფერი კოლეჯში ხდებოდა, რომელშიც სკოტი დიდი გაჭირვებით მოხვდა, რადგან მის ოჯახს სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. სტიპენდიაზე საუბარი არც კი შეიძლებოდა – მიუხედავად იმისა, რომ პიპენმა კოლეჯის გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, სასწავლებლის ხელმძღვანელთა აზრით, განსაკუთრებული მას არაფერი გაუკეთებია. მაგრამ სკოლის მწვრთვნელი დონალდ უეინი ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტის მაშინდელ თავკაცთან დონ დაიერთან მივიდა. ერთად მათ სკოტისთვის იმდენი გააკეთეს, რომ „ბულსის“ მომავალმა ვარსკლავმა სამუშაო გრანტი მიიღო, რომლის დახმარებთაც მას უნივერსიტეტში დარჩენა შეეძლო, სადაც იგი საფეხბურთო გუნდის მენეჯერის ფუნქციებს ასრულებდა.

საქმელია, რომ სკოტის მიზანი მაშინ საკმაოდ მოკრძალებული იყო – მას მენეჯმენტის სწავლა სურდა, რათა შემდგომ მენეჯერის პოზიციაზე იმ ქარხანაში ემუშავა, რომელშიც თავის დროზე მამამისი 24 საათის განმავლობაში ირჯებოდა.

tumblr_lic3a2c0qr1qbxp0io1_400

თუმცა კოლეჯში 202 სანტიმეტრამდე და 220 ფუნტამდე გაზრდილი პიპენი მოულოდნელად ადგილობრივ გუნდში ფორვარდის პოზიციაზე დასჭირდათ. ნელ-ნელა სკოტის თამაში ჯულუის ირვინგის მოქმედებებს ჰგავდა, რომელიც კალათბურთის თამაშს ასევე პოინტ-გარდის პოზიციაზე იწყებდა. სწავლის მეორე წელს პიპენის საშუალო მაჩვენებლი 18,5 ქულამდე და 9,2 მოხსნამდე გაიზარდა.

აღსანიშნავიია, რომ სკოტი ცენტრალური არკანზასის უნივერსიტეტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდა, თუმცა ეს მისთვის უკვე დიდ შედეგად არ უნდა ითვლებოდეს. მაშინვე მას ყურადღება „ჩიკაგო ბულსმა“ მიაქცია, მისი თამაშის სანახავად გუნდის მაშინდელი სკაუტი ბილ მაკკინი გაგზავნეს. ეს უკანსკვნელი პიპენის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რადგან, მისი აზრით, სკოტის ბევრი კონკურენტი სულაც არ ჰყავდა, ამიტომაც, სკაუტმა „ხარების“ ხელმძღვანელებს ახალგაზრდა მოთამაშის დრაფტის მეორე რაუნდში აყვანა ურჩვია.

კლუბის ხელმძღვანელი ჯერი კრაუზე კი ამბობდა, რომ სხვა მენეჯერებზე მეტი იცოდა. თუმცა შოუმ, რომელიც სკოტიმ ყველას 87 წლის დრაფტის წინ შესთავაზა, მისი აქციები ავტომატურად გაზარდა. მაშინ, კრაუზე ნიჭიერი კალათბურთელის აგენტს ჯიმ სეკსტონს დაუკავშირდა და მის კლიენტს ჰავაის კუნძულებზე დასვენება შესთავაზა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო – „ხარების“ ხელმძღვანელი ფიქრობდა, იმ შემთხვევაში, თუ სკოტი დასასვენებლად წავიდოდა, სხვა კლუბები მას არასერიოზულ ადამიანად მიიჩვენდბებ, შესაბამისად, მისი აყვანის სურვილსაც დაკარგავდნენ. თუმცა პიპენის წარმომადგენელმა ამ ყველაფერზე უარი თქვა…

კრაუზე კი არ დანებდა! მის გუნდს 87 წლის დრაფტზე მერვე და მეცხრე პიკი ჰქონდა, თუმცა მას ესმოდა, რომ პიპენი, შესაძლოა, მერვე პიკამდე უკვე ვინმე სხვას აერჩია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ჩიკაგოელთა სასარგებლოდ დასრულდა.

ცხოვრებაში პირველად პიპენმა იგრძნო, რომ თავისი ოჯახისთვის რეალურად დიდი თანხის გამომუშავების შანსი გაუჩნდა. ამიტომაც „ბულსის“ მენეჯმენტს მან 6-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 5,1 მილიონი სთხოვა, რომელიც მიიღო კიდეც. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში კალთბურთელთა ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა, პიპენმა კი გაცილებით მეტი ფულის მიღების შანსი დაკარგა, ვინაიდან მას გრძელვადიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომელიც 91 წლამდე მოქმედებდა.

„სკოტის ფული არასდროს აინტერესებდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახით კეთილდღეობა იყო. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან არა მანქანის ყიდვაზე, არამედ ანგარიშის გახსნაზე დაიწყო საუბარი, რომელზეც ოჯახისთვის საჭირო თანხის გადარიცხვას აპირებდა“, – იხსენებს პიპენის აგენტი და მეგობარი ჯიმი სეკსტონი.

პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში პიპენი სწორედ ასე მოხვდა.

tumblr_mawv8ollr61qm9rypo1_1280

Jordan & Pippen

„ლეიკერსთან“ სერიაში ტიტულის მოგებამ, რომელსაც სკოტი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, მის კრიტიკოსებს ჩუმად ყოფნა აიძულა. იმ ფინალის შემდეგ „ხარების“ კალათბურთელს იმ მოთამაშედ მოიხსენიებდნენ, რომელსაც პარკეტზე პრობლემების მოგვარება შეეძლო.

„მაიკლი ისტორიაში საუკეთესო სოლო-შემსრულებელი იყო, ხოლო სკოტი – ადამიანი-ორკესტის ფუნქციებს ასრულებდა“, – განაცხადა ჯორდანის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა ჩარლზ ოკლიმ.

როგორ განვითარდა შემდგომ პიპენის კარიერა ყველას მოგეხსენებათ: ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული იგი კიდევ ორჯერ გახდა, 1992 წელს პიპენი „დრიმ თიმში“ მოხვდა და ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დაიმსახურა.

„იმედი მაქვს, ემჯეი შედეგიანობით ლიგაში კარიერის ბოლომდე პირველ ადგილზე იქნება. მაშინ, სიამაყით ვიტყვი, რომ ამაში ვეხმარებოდი და ისტორიაში შესული მოთამაშის გვერდით ვიყავი“, – სკოტი პიპენი, 1993 წელი.

როგორ დაარქმევდით იმ ადამიანს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და თავის შესაძლებლობებს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ მაიკლს უდიდესი შედეგების მიღწევაში დაეხმაროს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორდანისთვის იგი ოცნების პარტნიორი იყო.

მათ, ვისაც სკოტი არ უყვართ, მხოლოდ 1994 წელს მომხდარ ეპიზოდს თუ გაიხსენებენ, როდესაც მან „ნიუ-იორკ ნიქსთან“ პლეი-ოფის სერიის მესამე მატჩის ბოლოს თამაშზე უარი იმის გამო თქვა, რომ ჯექსონმა ბოლო შეტევის გათამაშება ტონი კუკოჩზე ითხოვა. ბილი კარტრაირი ამის გამო სკოტის აცრემლებული თვალებით ეჩხუბებოდა და მას არ სჯეროდა, რომ ლიგის ისტორიაში შესულმა კალათბურთელმა თავის გუნდს იმედი გაუცრუა.

1993 NBA PLAYOFFS

როცა მაიკლმა თავისი „საბეისბოლო მოგზაურობა“ დაიწყო, რომელიც მამამისის სიკვდილთან იყო დაკავშირებული, არავის ეპარებოდა იმის ეჭვი, რომ ჩიკაგოელთა ახალი ლიდერის ფუნქციებს სწორედ პიპენი შეასრულებდა. არ იყო მიზეზი იმისა, რომ ვინმეს ამის ეჭვი ჰქონოდა. 22 ქულა, 8,7 მოხსნა, 5,6 პასი, 2,9 ჩაჭრა, 0,8 ბლოკი, „ოლ სტარის“  MVP-ს წოდება, მესამე ადგილი რეგულარული ჩემპიონატის  MVP-ს ბრძოლისთვის – აი რა უჩვენა საზოგადოებას პიპენმა „ბულსის“ ლიდერის სახით თავის სადებიუტო სეზონში. იმ მომენტისთვის სკოტი თავის გუნდში ხუთი ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლით ლიდერობდა.

თუმცა „ხარების“ მენეჯერებს სულ სხვა აზრი ჰქონდათ. გუნდში ხორვატი ტონი კუკოჩის მოვიდა, რომელიც, როგორც ჯორდანს, ასევე პიპენს არ უყვარდა. ამას სკოტის „სიეტლში“ გადასვლასთან დაკავშირებით ჭორებიც დაემატა, რაც არასათანადო დროს მოხდა. „ნიქსთან“ ნახსენები მატჩის დამთავრებისთანავე ჩვენი სტატიის მთავარმა გმირმა თანაგუნდელებს მოუბოდიშა, კონფლიქტი კი გუნდში დავიწყებას მიეცა. და თუ გგონიათ, რომ ეს ეპიზოდი პიპენს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის წოდებას ართმევს, შემიძლია პირდაპირ გითხრათ – თქვენ სცდებით.

არგუმენტის სახით ბევრ კრიტიკოსს ის მოჰყავს, რომ სკოტის საქციელის გამო მისი გუნდი დასავლეთ კონფერენციის ფინალის მიღმა დარჩა. მაგრამ ბევრს რატომღაც ავიწყდება, რომ იმ შეხვედრის არბიტრი ჰიუ ჰოლინზი იყო, რომელიც „ხარების“ მტრად თავისი არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო ადრეც ითვლებოდა. ჰოლინზი, რომელმაც იმ თამაშში პიპენი დეივისის წინაამღდეგ არარსებული თამაშის წესის დარღვევისთვის დასაჯა. სხვათაშორის, შეხვერდის შემდეგ იმ მატჩის მეორე რეფერიმ გარელ გერეტსონმა „Chicago Tribune“-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. გერეტსონმა ისიც აღნიშნა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია არბიტრებს იმისთვის უხდის, რომ მათ მსგავსი შეცდომები არ დაუშვან.

„სკოტი საუკეთესო პარტნიორია, რომელთან ერთადაც თამაში მომიწია. მას უბრალოდ აღმერთებენ. მან ყოველთვის იცოდა, თუ სად იმყოფებოდა მისი თანაგუნდელი და როგორი გადაცემა უნდა გაუკეთებინა მისთვის. იგი ყოველთვის გრძნობდა, რომ ვინმე სათანადო ფორმაში არ იყო ან რაიმე სახით პრობლემა აწუხევდა. მახსოვს, ერთხელ მან მითხრა: „შენ ქულები დიდი ხნის განმავლობაში არ დაგიგროვებია. მოდი, ახლა მე სათანადო პასს გაგიკეთებ, შენ კი შეეცადე, ბურთი კალათში მოათავსო“, – სტივ კერი, რომელიც თავის დროზე ჯორდნთან, რობინსონთან და დანკანთან თამაშობდა.

michael-jordan-scottie-pippen-first-game-6

„ყოველთვის ვიხსენებ „სელტიკსისა“ და 96 წლის „ბულსის“ შობის პერიოდში ჩატარებულ შეხვედრას. იმ მომენტისთვის მათ ანგარიშზე 12 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი იყო, ისინი 10-მატჩიანი მოგებების სერიასთან ახლოს იყვნენ და ისტორიაში საუკეთესო კოლექტივის გამოჩენაზე უკვე მაშინ საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ბოსტონელთათვის, რომლებმაც 86 წლის გუნდი იხილეს, ეს არც ისე სასიამოვნო იყო. არავის სჯეროდა, რომ ჩიკაგოელებს ასეთი კარგი გუნდი ჰყავდა. შემდეგ ქალაქში ჯორდანი და პიპენი გვესტუმრნენ, რომლებმაც ჩვემი გუნდი გაანადგურეს. მატჩის ბოლოს გულშემატკივრთა დიდი ნაწილი მხარს უკვე „ხარებს“ უჭერდა. ამ ადამიანთა ლოგიკის გაგება შეიძლება – ისინი დიდებული გუნდების დაპირისპირებას ადევნებდნენ თვალყურს და მათ ესმოდათ, რომ დიდებულ თამაშს პარკეტზე მხოლოდ „ბულსი“ აჩვენებდა. ჯორდანმა და პიპენმა 37-37 ქულა დააგროვეს, სკოტიმ ამას 12 გადაცემა და 9 მოხსნა მიუმატა. შემდეგ ისინი სხვა ქალაქში ჩავიდნენ, სადაც ასევე გამარჯვება მოიპოვეს. არ მითხრათ, რომ სკოტი პიპენი დიდებული კალათბურთელი არ არის“, – ბილი სიმონსი, „ბოსტონ სელტიკსის“ ერთ-ერთი ცნობილი გულშემატკვიარი და „კალათბურითს წიგნების“ ავტორი.

სიმონსს ტყუილად არ უთქვამს, რომ მაიკლმა და სკოტიმ იმ შეხვედრაში ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს. ბეისბოლიდან დაბრუნებულმა მაიკლმა, როგორც იქნა, სხვა მოთამაშეთა ნიჭის დაფასება ისწავლა.

რამდენიმე საინტერესო ციფრი: მაიკლი და სკოტი მხოლოდ მეცხრე დუეტია, რომელმაც თამაშში 40 ან უფრო მეტი ქულა დააგროვა (ეს „ინდიანა პეისერსთან“, 1996 წლის 18 თებერვალს გამართულ თამაშში მოხდა) – პიპენის მონაგარმა 40 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 5 ჩაჭრა შეადგინა, ხოლო ჯორდანმა 44 ქულა დააგროვა, 5 მოხსნა და 7 გადაცემა გააკეთა და ამავე დროს, მის ანგარიშზე 3 ჩაჭრა და 2 ბლოკი იყო. გარდა ამისა, სკოტი და მაიკლი მხოლოდ მეორენი არიან, რომლებმაც ერთ შეხვედრაში ტრიპლ-დავლი მიითვალეს (მათი ამ რეკორდის განმეორება ჯეისონ კიდმა და ვისმა 2007 წლის 7 აპრილს შეძლეს) – „კლიპერსთან“ 1989 წლის 3 იანვარს მატჩი პიპენმა 15 ქულით, 10 მოხსნით, 12 გადაცემითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. ამ შედეგს ჯორდანმა 41 ქულა, 10 მოხსნა, 11 გადაცემა და 6 ჩაჭრა დაუმატა. მსგავსი შედეგებით მეტოქეთა განადგურება მათი სტიქია იყო.

„ტიტულები იმის წყალობით მოვიგეთ, რომ მე და სკოტის ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. წლების განმავლობაში ჩვენ იმაში ვეჯიბრებოდით, თუ რომელი მოახერხებდა პერსონალური დაცვით მეტოქისთვის ხელის შეშლას. უნდა ვთქვა, სკოტი, შესაძლოა, ჩემს მსგავსად ერთადერთი იყოს, რომელსაც მეტოქის ბოლომდე დაფარება შეეძლო. ჯანდაბა, ალბათ, იგი ერთდერთია, რომელსაც პარკეტზე ჩემთვის წინაამღდეგობის გაწევა შეეძლო“, – მაიკ ჯორდანი.

ეს უბრალო სიტყვები არ არის. როდესაც მოთამაშე დიდების დარბაზში შეჰყავთ და ამას „ოფიციალურად“ სხვა ყოფილი კალათბურთელი აკეთებს, ეს ნამდვილად დასაფასებელია. გამოიცანით, ვისი ინიციატივით გახდა პიპენი დიდების დარბაზის წევრი… დიახ, ჯორდანის!

04_-pippen_catherine_s_566c

ადამიანს, რომელმაც კალათბურთის ბურთი ხელში პირველად შორეულ 1970 წელს თავისი უფროსი ძმების წყალობით დაიკავა, შეეძლო თუ არა ეფიქრა, რომ ოდესმე ამ სპორტის სახეობის ლეგენდად იქცეოდა? შეეძლო ეფიქრა, რომ ორმოც წელიწადში NBA-ს დიდების დარბაზში მოხვდებოდა? შეეძლო თუ არა ეფიქრა, რომ მას მთელი მსოფლიოს გაიცნობდა? ალბათ, არა. სპორტი საოცარი სწორედ ამითაა. და თუ სკოტი პიპენის ბიოგრაფიის კითხვისას, ამ ადამიანის გენიალურობაში ეჭვი არ შეგეპარათ და მიხვდით, რომ იგი პატივისცემას იმსახურებს, ეს მხოლოდ იმის მინიმუმია, რასაც იგი იმსახურებს.

და ბოლოს, მაიკლ ჯორდანის კიდევ ერთი ციტატა გავიხსენოთ. იმისთვის, რომ ამ ციტატამ თავისი ხიბლი არ დაკარგოს, სჯობს იგი არ გადავთარგმნოთ:

„I know he makes me a way better player. Unfortunately, it may take awhile, after we both retire, for people to realize just how unbelievably good Scottie Pippen really was“.

Scottie Pippen - Hall Of Fame

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, „ლეიკერსმა“ თანაქალაქელებს აჯობა

მოგეხსენებათ, სტარტი აიღო ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.

ახალი სეზონი „ინდიანა პეისერსისა“ და „მეჯიკის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. საუკეთესო მათ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ბლოკშოთი ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმაც 18 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 97:87 (23:18, 17:26, 29:20, 28:23)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 6 მ. 5 გ. 3 ბ.), სტივენსონი (19 ქ. 7 მ. 5 გ.), უესტი (13 ქ. 5 მ. 5 ბ. 5 დ.), ჰიბერტი (8 ქ. 16 მ. 7 ბ.)
„მეჯიკი“: ნიკოლსონი (18 ქ.), ჰარკლესი (14 ქ.), ნელსონი (12 ქ. 7 გ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ვუჩევიჩი (8 ქ. 10 მ. 5 დ.)

უდიდეს ინტერესს, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ფლორიდელებმა 12 ქულით მოიგეს. საუკეთესი „ჰიტის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკრები თავის ანგარიშზე კრის ბოშმა ჩაიწერა. ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში „ხარების“ ფორვარდმა კარლოს ბუზერმა დააგროვა – მისმა მაჩვენებელმა 31 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 107:95 (17:15, 37:18, 24:25, 29:37)

„ჰიტი“: ჯეიმსი (17 ქ. 8 გ. 6 მ.), ბოში (16 ქ. 6 მ. 3 ბ.), ბატიე (14 ქ.), ჩალმერსი (13 ქ. 5 ჩ.), უეიდი (13 ქ.), კოული (11 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ. 7 მ.)
„ბულსი“: ბუზერი (31 ქ. 7 მ.), ბატლერი (20 ქ. 5 ჩ.), როუზი (12 ქ. 5 დ.), გიბსონი (10 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (2 ქ. 11 მ.)

უინტერესო არც თანაქალაქელების – „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამოდგა, რომელშიც მოგება მაიკ დ’ენტონის კალათბურთელებმა იზეიმეს. მათ რიგებში საუკეთესო შედეგით ხავიერ ჰენრი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 6 მოხსნის გაკეთებაც შეძლო. „კლიპერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა – მისმა მონაგარმა 19 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

„ლეიკერსი“ – „კლიპერსი“ 116:103 (28:30, 27:27, 20:22, 41:24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (22 ქ. 6 მ.), ფარმარი (16 ქ. 6 პ.), გასოლი (15 ქ. 13 მ. 5 დ.), იანგი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 8 მ.), კამანი (10 ქ. 8 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (19 ქ. 7 მ.), ჯორდანი (17 ქ. 11 მ. 3 ჩ. 3 ბ.), პოლი (15 ქ. 11 გ. 6 . 5 ჩ.), კროუფორდი (15 ქ.), რედიკი (13 ქ.)

როუზი: „ბევრს არ ეგონა, რომ ასეთ ფორმაში ვიქნებოდი“

„ჩიკაგოს“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა პარკეტზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„დამეთანხმებით, რომ ჩემი თამაშით ბევრი გავაკვირვე. სხვა მხვრივ, თვითონაც მესმის, რომ ეს ყველაფერი ზაფხულს შესრულებული სამუშოს შედეგია. ოპტიმალურ ფორმას ჯერ არ დავბრუნებულვარ, თუმცა მეტოქისთვის წინაამღდეგობის გაწევა მაინც შემიძლია. ვფიქრობ, როდესაც ჩვეულ რითმს დავუბრუნდები, მეტოქეებს კვლავ შევაშინებ“, – განუცხადა დერიკმა Chicago Sun-Times-ს

ცნობისთვის, შვიდ მოსამზადებელ მატჩში როუზის საშუალო მონაგარმა 20,7 ქულა და 5 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟოაკიმ ნოა კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს

„ჩიკაგო ბულზის“ ცენტრი ჟოაკიმ ნოა თამაშს კიდევ ერთი კვირით ვერ მოახერხებს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა  „FanCloud“-ი, ხარების მთავარი მწვრთვნელის ტომ ტიბოდოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ ფრანგ ბიგმენს კვლავ ტრავმა აწუხებს და  რისკის თავიდან ასაცილებლად, გუნდის სამწვრთვნელო შტაბი მას დასვენების საშუალებას მისცემს.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზის შესანიშნავი თამაში (ვიდეო)

„დეტროიტ პისტონსთან“ ანგარიშით 96:81 მოგებულ მატჩში „ჩიკაგო ბულზის“ გამთამაშებელმა დერიკ როუზმა დაამტკიცა, რომ იგი ძველ ფორმას სწრაფი ტემპებით იბრუნებს.

როუზი და ნოა სათამაშოდ მზად არიან

„ჩიკაგო ბულზის“ მთავარმა მწვრთვნელმა ტომ ტიბოდომ თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟოაკიმ ნოა და დერიკ როუზი მიკროტრავმების მიღების შემდეგ უკვე გამოჯანმრთელდნენ.

აქედან გამომდინარე, ნოა და როუზი „ხარების“ თავკაცის განკარგულებაში უკვე „დეტროიტ პისტონსთან“ ჩასატარებელ მატჩში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ როუზმა თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი 2011/12 წლების სეზონში ჩაატარა. რაც შეეხება ნოას, მან გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 11,9 ქულა და 11,1 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

როუზი: „არ მეგონა, რომ ფორმაში ასე სწრაფად ჩავდგებოდი“

„ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელისთვის დერიკ როუზისთვის პარკეტზე დაბრუნების შემდეგ კარგად ნაჩვენები თამაში მოულოდნელი გახდა.
„ძალიან გამიკვირდა, რომ თავს ასე კარგად ვგრძნობ. ეს ბუნებრივა, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმალობაში არ მითამაშია. კარგია, რომ წინ კიდევ ბევრი მოსამზადებელი მატჩია, რომელშიც კიდევ უფრო მოვუმატებ და ახალ სეზონს მომზადებული შევხვდები“, – განაცხადა დერიკმა.
ალექსანდრე მატევოსოვი