ლებრონ ჯეიმსი: „მომეწონა, თუ როგორ ჩავატარეთ ბოლო ორი მატჩი“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ თავისი გუნდის კარგი სვლა აღნიშნა.

„ორლანდოს მეჯიკსისა“ (+32) და „ვაშინგტონ უიზარდსის (++26) დამარცხებით, „კავალიერსი“ სატურნირო ცხრილში ნეიტრალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა (7-7).

„ჩვენ სწორედ ისე ვთამაშობდით, როგორც საჭიროა. ბურთს ვინაწილებდით, ვთამაშობდით დაცვაში და ვცდილობდით 48 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. ძალიან მიხარია, რომ ბოლო ორი მატჩი ასე კარგად ჩავატარეთ“, – ციტირებს ჯეიმსს ESPN.com-ი.

ქალაქ კლივლენდში ლებრონ ჯეიმსის ახალი ბანერი გამოჩნდა

კლივლენდში „ნიუ-იორკ ნიქსთან“ „კავალიერსის“ სეზონის პირველი მატჩის წინ ლებრონ ჯეიმსის გამოსახულებით დიდი ბანერი დამონტაჟდა.

წინა ბილბორდი იმავე ადგილს 2010 წლამდე ლებრონის „მაიამი ჰიტში“ გადასვლამდე ამშვენებდა.

ცნობისთვის, „ნიქსთან“ სასტარტო მატჩი „კლივლენდმა“ ანგარიშით 90:95 წააგო.

გენერალურმა მენეჯერებმა გამოკითხვაში თავიანთი ფავორიტები დაასახელეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიური წინასასეზონო გამოკითხვის თანახმად, რომელიც კლუბების გენერალურ მენეჯერებს შორის ტარდება, 46,2% თვლის, რომ 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული კვლავ „სან-ანტონიო სპურსი“ გახდება. ამასთანავე, 70,4%-ს აზრით, ფინალში ტეხასელები „კლივლენდ კავალიერსს“ შეხვდებიან.

67,9%-ს ჰგონია, რომ სეზონის MVP-დ ლებრონ ჯეიმსი დასახელდება, ხოლო გამოკითხვის მონაწილება 21,4%-ს აზრით, პრიზი კვლავ კევინ დურანტს გადაეცემა.

სეზონის საუკეთესო ახალწვეულად 75% ჯაბარი პარკერს, ხოლო 17,9% ენდრიუ უიგინსს თვლის. რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის წოდებას, 92,9% დარწმუნებულია, რომ იგი გრეგ პოპოვიჩს მიენიჭება.

ლებრონ ჯეიმსი: „ჩიკაგო“ ჩემს გუნდზე უფრო ძლიერია“

„ჩიკაგო ბულზთან“ წინასასეზონო მატჩის წინ „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა აღიარა, რომ მეტოქე მის გუდნზე უფრო ძლიერია.

„ამჟამად „ჩიკაგო ბულზი“ ჩვენზე ბევრად ძლიერია. ამის მიზეზი, პირველ რიგში, შეთამაშებაა. ამ გუნდში მოთამაშე კალათბურთელები დიდი ხნის განმავლობაში ერთად არიან. ჩვენ კი, კიდევ დიდი გზის გავლა მოგვიწევს“, – ციტირებს ლებრონს ESPN.com-ი.

დირკ ნოვიცკიმ დელავედოვა „გაანადგურა“

„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ „კლივლენდ კავალიერსის“ უკანახაზელს მეთიუ დელავედოვას შანსი არ დაუტოვა

კევინ ლავი 2016 წლის ოლიმპიადაზე თამაშს იმედოვნებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა კევინ ლავმა აღნიშნა, რომ მას აშშ-ს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.

„ნაკრებშ თამაშმა ჩემს კარიერაზე დადებითი გავლენა იქონია. ჩემი ქვეყნის ფერებში თამაშმა გამახარა. იმედია, 2016 წელს კიდევ ერთ შანსს მივიღებ“, – განაცხადა ლავმა.

ბაინემი, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ხელფასს მაინც მიიღებს

„კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელები ცენტრ ენდრიუ ბაინემს ხელფასს გადაუხდიან, თუმცა, მოთამაშე არც თანაგუნდელებთან ივარჯიშებს და არც მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, „ბოსტონ სელტიკთან“ მატჩის წინ, კლუბმა ბაინემს გაურკვეველი პერიოდით თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში აუკრძალა, რისი მიზეზიც ენდრიუს აგრესიული ქცევა გახდა. კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული მატჩისთვის 26 წლის მოთამაშეს 111 ათასი დოლარი უნდა მიეღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი „კლიპერსში“ გადავა?

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ენდრიუ ბაინემი „კლივლენდ კავალიერსს“ დატოვებს, მასთან კონტრაქტი, შესაძლოა, „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ხელმძღვანელებმა გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსის“ მენეჯერებმა უცნობი პერიოდით 26 წლის მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აუკრძალეს. დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტს შვიდ იანვრამდე გაწყვიტავენ, როდესაც მოთამაშეს ხელფასის სახით 6 მილიონი დოლარი გარანტირებული ექნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კავალიერსმა“ მაიკლ ლი გაუშვა

ცნობილი გახდა, რომ „კლივლენდ კავალიერსის“ ხელმძღვანელობამ ფორვარდის მაიკლ ლის გაშვება გადაწყვიტა.

აქედან გამომდინარე, ამჟამად კლუბში 19 მოთამაშე ირიცხება.

ცნობისთვის, ლიმ „კავალიერსის“ მაისურით სამი წინასასეზონო მატჩის ჩატარება მოასწრო. საშუალოდ ერთ შეხვედრაში, სათამაშო დროის 4,3 წუთში მისმა მონაგარმა 1,7 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი