მჭედლიძს “ემპოლიმ” ბერგამოდან ქულა წამოიღო

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემპოლი” “ატალანტას” ესტუმრა და შედეგიანი ფრით (2:2) 1 ქულა მოიპოვა.

სტუმართა ქართველი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია.

32 ტურში მოპოვებული 35 ქულით “ემპოლი” მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს.

მჭედლიძის “ემპოლიმ” “პარმას” ვერ აჯობა

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრაში ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” გათამშების გამოკვეთილ აუტსაიდერს, “პარმას” უმასპინძლა და მორიგი შეხვედრა დაასრულა ფრედ.

მასპინძელთა ქართველი ფორვარდი განაცხადში კი იყო, მაგრამ ტრავმის გამო მოედანზე არ გასულა.

31 ტურში მოპოვებული 34 ქულით “ემპოლი” მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს.

მჭედლიძე “იუვენტუსთან” დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” “იუვენტუსს” ესტუმრა და 2 უპასუხო ბურთით დამარცხდა.

ლევან მჭედლიძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 73-ე წუთზე, ტრადიციულად მაკარონეს ნაცვლად გამოვინდა.

29 ტურის შემდეგ “ემპოლის” აქტივში 33 ქულაა და გუნდი მე-15 პოზიციაზე იმყოფება. “იუვენტუსი” კი ცხრილს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა

21 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. 24 წლის თავდამსხმელმა მოედანზე შესვლიდან 13 წამში, ბურთზე პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, იტალიის სერია A-ში ასეთი რამ არავის გაუკეთებია.

ლევან მჭედლიძემ “სასუოლოს” გაუტანა (ვიდეო)

22 მარტს, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 59-ე წუთზე “სასუოლოს” კარი ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ დალაშქრა, რომელიც მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო. ამ გოლით მჭედლიძემ ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 გახადა.

მჭედლიძის “ემპოლის” მორიგი ფრე

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მაურიციო სარის მისთვის თამაშის საშუალება არ მიუცია.

26 ტურის შემდეგ “ემპოლის” აქტივში 29 ქულაა, რაც გუნდს მე-13 პოზიციაზე ყოფნის საშუალებას აძლევს.

მჭედლიძე: “თუ თავი ვერ გამოვიჩინე, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია”

იტალიური “ემპოლის” ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე აცხადებს, რომ თუ წელს თავის გამოჩენას ვერ ახერხებს, ეს მხოლოდ მისი ბრალია.

შეგახსენებთ, რომ 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა. მჭედლიძეს, ძირითადად, თამაშში ჩართვა სათადარიგოთა სკამიდან უწევდა. ტანმაღალმა შემტევმა სეზონის განმავლობაში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა – 2014 წლის 3 დეკემბერს მან “ჯენოას” კარში ეფექტური გოლი გაიტანა.

“გასულ წლებში ბევრი ფიზიკური პრობლემა მქონდა, სათამაშო პრაქტიკაც მაკლდა. ამ სეზონში კი, თუ თავი ვერ გამოვიჩინე, ეს მხოლოდ ჩემს თავს უნდა დავაბრალო. ახლა უფრო მეტს ვშრომობ და ვცდილობ, ჩემი დადებითი თვისებები გამოვიყენო”, – ციტირებს მჭედლიძის სიტყვებს iltirreno.gelocal.it.

ცნობისთვის, 8 მარტს, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ჯენოა” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა რიგებში იყო და ის მოედანზე არ გამოჩენილა.

მჭედლიძეს 7 წუთი აკმარეს

იტალიის სერია ა-ს 25-ე “პალერმომ” “ემპოლის” უმასპინძლა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

სტუმართა ქართველი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 83-ე წუთზე, მასიმო მაკარონეს ნაცვლად ჩაერთო.

25 ტურის შემდეგ “ემპოლი” 28 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ლევან მჭედლიძემ კი სერიას მიმდინარე გათამაშებაში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მჭედლიძე “უდინეზესთან” დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” “უდინეზეს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა.

“ემპოლის” მოუგებელი სერია უკვე ზედიზედ 8 შეხვედრას ითვლის. 20 ტურის შემდეგ სარის გუნდი 19 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

მჭედლიძე გენუაში დამარცხდა

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” გენუას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “სამპდორიასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. “ემპოლისთვის” ეს ზედიზედ მეხუთე მოუგებელი შეხვედრა იყო.

ლევან მჭედლიძემ მატჩი სატადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1-0 იყო. ქართველმა ფოვარდმა 35 წლის მასიმო მაკარონე შეცვალა, თუმცა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო.

18 ტურის შემდეგ “ემპოლი” 18 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

უგოლო ფრე და მჭედლიძის 11 წუთი

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში “ემპოლიმ” “ვერონას” უმასპინძლა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა, რომელიც გუნდებმა 10 კაცის შემდაგენლობით დაასრულეს, გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

“ემპოლის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მატჩი სათადარიგოთ სკამზე დაიწყო. მარუიციო სარიმ ქართველ შემტევს მხოლოდ დასკვნითი 11 წუთი დაუთმო.

 

მჭედლიძეს 10 წუთი აკმარეს

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “ემპოლიმ” “ტორინოს” საკუთარ მოედანზე უმაპსინძლა. შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ, მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე, მაკარონეს ნაცვლად შევიდა.

15 ტურის შემდეგ “ემპოლი” 16 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.