“მანჩესტერ იუნაიტედისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ამიერიდან “ლვერკუზენის” ღირსებას დაიცავს.
როგორც სოციალურ ქსელ Twitter-ში ლევერკუზენელთა ოფიციალური გვერდი იუწყება, მექსიკელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტო “მანჩესტერ იუნაიტედში” 2010 წელს მექსიკური “გვადალახარადან” გადავიდა, 2014-15 წლების სეზონში ერნანდესი მადრიდის “რეალში” გაანათხოვრეს, ზაფხულში კი ისევ მანჩესტერელებს დაუბრუნდა.
#Chicharito kommt von @ManUtd und unterschreibt bei der #Werkself bis 2018 || @CH14_ joins #Bayer04 until 2018! pic.twitter.com/j8PFjBcCvT
— Bayer 04 Leverkusen (@bayer04fussball) August 31, 2015