ლიტვის ნაკრების თავკაცმა ინგლისთან გამართული მატჩის დასრულებისთანავე პოსტი დატოვა

ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორის პანკრატიევასმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:3) დასრულებისთანავე პოსტი დატოვა. 51 წლის სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ნაკრები დატოვა.

იგორის პანკრატიევასი ლიტვის ნაკრებს 2013 წლის დეკემბრიდან თავკაცობდა.

 

როგორ გადაარჩინა „ჟალგირისი“ ტალახის გუბემ?

ლიტვის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „კრუოიასა“ და „ჟალგირისს“ შორის გამართულ მატჩში ერთი კურიოზული ეპიზოდი მოხდა. თამაში იმდენად ცუდ მოედანზე გაიმართა, რომ „ჟალგირისი“ გარდაუვალი გოლისგან ტალახის გუბემ იხსნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასლას.