საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლიტვა გაანადგურა!

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და იგი გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. მეათე წუთზე ყაზაიშვილმა ახლოდან დაურტყა მეტოქეს, რომელიც მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ, პაპუნაშვილმა დაამატა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა. თუმცა, მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკვეტაძის პასის შემდეგ, პაპუნაშვილმა მიზანს მიაღწა – საჯარიმოში მდგომმა მე-19 ნომერმა მარტივად შეუგდო. 23-ე წუთზე მარჯვენა ფლაგნიდან კაკაბძემ ჩააწოდა ბურთი, ქვილითაიამ თავით დაარტყა, რის შემდეგაც ბურთი მეტოქეს თავზე მოხვდა და ამ რიკოშეტით გავიდა კარში – 2-0. 31-ე წუთზე მარჯვენა მცველმა ისევ ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა ქვილითაია ამ შემთხვევაში წააქციეს, რის შემდეგაც პენალტი დაინიშნა. ის ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა.

მე-40 წუთზე მაყურებელმა 18 წლი გიორგი ჩაკვეტაძის მასტერკლასი იხილა: დებიუტანტმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ეფექტურად მოატყუა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა!

მეორე ნახევარში ქართველები ცოტა მოდუნდნენ, თუმცა მომენტები მაინც შექმნეს. მათ შორის იყო პაპუნაშვილი-კაკაბაძის კომბინაცია, რის შემდეგაც  ამ უკანასკნელმა დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ასევე, გასახსენებელია 78-ეზე არაბულის დარტყმა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით, 4-0 იმარჯვა. ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას იმავე მოედანზე, სამშაბათს, 19:00 საათზე გამართავს. დასწრება თავისუფალია!

საქართველოლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია (დვალი, 62 წთ.), კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი, 62 წთ.), გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69 წთ.), ყაზაიშვილი, ქვილითაია (არაბული, 73 წთ.).

ლიტვა: სეტკუსი, კილმავიციუსი, ზულპა, სერნასი, ნოვიკოვასი, გირდვაინისი, ვერბიცკასი, სლავიცკასი, ბოროვსკი, ვალსკისი, ცერნიჩი.

საქართველოს ნაკრების ორი ამხანაგური მარტში: ჩატარების ადგილი და დრო ცნობილია!

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
27 მარტს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის თამაშებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია. საქართველოს მონაწილეობით, უეფას ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება.

Gff.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლიტვასთან 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 27 მარტს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა უეფას ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოში გაიმართება.

ესტონეთი C ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთის, საბერძნეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები D  ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშება 2018 წლის სექტემბერში იწყება.

Gff.Ge

ოთხთა ტურნირი თურქი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა

თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის თურქეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ტურის მატჩები „ბენდელას“ სტადიონზე ჩატარდა. ლიტვამ 1:0 დაამარცხა ბელარუსი და 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბელარუსი კი 0 ქულით მეოთხეზე დარჩა.

გადამწყვეტ მატჩში თურქეთმა საქართველოსთან 5:0 მოიგო და 9 ქულით ლიდერობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი ჩიტაურის გუნდი, რომელმაც იქამდე ლიტვას (6:0) და ბელარუსს (2:1) სძლია, ვერცხლს დასჯერდა.

Gff.Ge

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ლიტვას გადაუარა

თბილისში დაიწყო ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველი ტური წარმატებული გამოდგა საქართველოს და თურქეთის ნაკრებებისთვის.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტექნიკურ ცენტრ „ბასას“ მოედანზე ლიტვას 6:0 მოუგო, ხოლო თურქეთმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 2:0 აჯობა ბელარუსს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან უდიდესი უპირატესობა ტაიმებში 3-3 გოლით აღნიშნა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.

ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, ზოსიაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ჩხეტიანი, ჯიბლაძე, ქუნთელია.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, ბეჭვაია, მეხტიევი, თაგორაშვილი.

მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12 საათზე „დავით პეტრიაშვილზე“ ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14 საათზე „ბასაზე“ საქართველო ბელარუსს გაეჯიბრება.

Gff.Ge

საერთაშორისო ოთხთა ტურნირი

5-8 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით თბილისი ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 15-წლამდე ნაკრებებს შორის.

მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეები კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.

ტურნირის განრიგს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

U21: საქართველომ ლიტვა დაამარცხა

დღეს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში, “მიხეილ მესხზე” საქართველომ ლიტვის ეროვნული გუნდი მიიღო. შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ სტუმართა ფეხბურთელმა, სადაუსკასმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.

U21: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლიტვასთან მატჩში ცნობილია (ფოტო)

დღეს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრები იმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვის გუნდია.

ცნობილია, ჩვენების სასტარტო შემადგენლობა აღნიშნულ შეხვედრაში: კუპატაძე, ჩაბრაძე, ტაბიძე, მარგველაშვილი, შულაია, კიტეიშვილი, არაბიძე, მამუჩაიშვილი, ბერიძე, ჭანტურია, ზარანდია.

 

 

ლიტვის ნაკრების თავკაცმა ინგლისთან გამართული მატჩის დასრულებისთანავე პოსტი დატოვა

ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორის პანკრატიევასმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის (0:3) დასრულებისთანავე პოსტი დატოვა. 51 წლის სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ ნაკრები დატოვა.

იგორის პანკრატიევასი ლიტვის ნაკრებს 2013 წლის დეკემბრიდან თავკაცობდა.

 

იაგიელკა ინგლისის ნაკრების კაპიტანი იქნება

ლიტვასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ინგლისის ნაკრების კაპიტანი „ევერტონის“ მცველი ფილ იაგიელკა იქნება.

კაპიტნის როლში იაგიელკა ამ შეხვედრაში უეინ რუნის შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ცენტრალური მცველი გარი კეიჰილი, რომელიც ინგლისელებს ესტონეთთან წინა თამაშში კაპიტნობდა, ლიტვასთან მატჩის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი – ლიტვა დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ინგლისელები 9 ტურის შემდეგ ჯგუფს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობენ, ლიტველებს კი თავის აქტივში 10 ქულა აქვთ და ისინი ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ.

ვალანჩუნასი: „ლიტვა და ესპანეთი თანაბარი ზეწოლის ქვეს არიან“

ლიტვის ნაკრების ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა ესპანეთთან ევრობასკეტის მოახლოებული ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.

„პაუ გასოლი დიდებული მოთამაშეა, რომელსაც საოცარი მოძრაობები ახასიათებს. მან ჩინებულად იცის, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ამა თუ იმ სიტუაციაში.

დარწმუნებული ვარ, ორივე ფინალისტი თანაბარი ზეწოლის ქვეშაა. ორივეს მოგება სურს. ლიტვა ფინალში 2013 წელსაც გასულა, ამჯერად ჩვენი მიზნის მიღწევა გვსურს“, – ციტირებს ვალანჩუნასს „Eurohoops“-ი.

ბარნიანი ლიტვასთან სათამაშოდ მზადაა

იტალიის საკალათბურთო ნაკრების ცენტრი ანდრეა ბარიანიანი, დიდი ალბათობით, ლიტვასთან ევრობასკეთის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში თავის გუნდს დაეხმარება.

ისრაელთან მოგებულ მატჩში ბარნიანიმ კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. ამის მიუხედავად, მისი ლიტვასთან გამოჩენის შანსი საკმაოდ მაღალია, რის შესახებაც „Sportando“ წერს.

მიმდინარე ევროპის ჩემპიოანტზე ბარნიანის საშუალო მაჩვენებელი 12,7 ქულასა და 3,7 მოხსნას შეადგენს.