დღეს პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდებიან.
Skysposrt-ი ავრცელებს კომბინირებულ შემადგენლობას, რომელიც “ლივერპულისა” და “ჩელსის” საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგება.
დღეს პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდებიან.
Skysposrt-ი ავრცელებს კომბინირებულ შემადგენლობას, რომელიც “ლივერპულისა” და “ჩელსის” საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგება.
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მისი გუნდის მომავალი მეტოქის, “ლივერპულის” დამრიგებელი, იურგენ კლოპი შეაქო. იტალიელმა სპეციალისტმა კლოპს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
“იურგენი დიდებული მწვრთნელია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში” – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
“მე მას ვიცნობ, თუმცა არც ისე კარგად. ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ გვაქვს ნათამაშები, პრე-სეზონის მატჩში. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ ხვალ მის ნახვას შევძლებ.” – განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” 10 ქულით მეორე ადგილს იკავებენ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, მერსესაიდელები – მე-7 ადგილს.
იურგენ კლოპის “ლივერპულში” მოსვლიდან ერთი წელიც არ გასულა, თუმცა მისი მეთაურობით გუნდმა უკვე მოახერხა 101 გოლის გატანა. 101-ე გოლი ადამ ლალანამ გაიტანა ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან გამართულ საშინაო მატჩში (4-1).
101 გოლის გასატანად გერმანელი სპეციალისტის გუნდს 57 მატჩის ჩატარება დასჭირდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2016 წელს “წითლებზე” მეტი გოლი არცერთ სხვა პრემიერ ლიგურ გუნდს არ გაუტანია. იურგენის მეთაურობით, თავის გამოჩენა 22-მა განსხვავებულმა ფეხბურთელმა მოახერხა.
იურგენის ხანაში ყველაზე მეტი გოლის გატანა ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ მოახერხა, რომლის ანგარიშზეც 14 გოლია. მას სულ რაღაც 1-1 გოლით ფილიპე კოუტინიო და დანიელ სტარიჯი ჩამორჩებიან. დივოკ ორიჯის ანგარიშზე კი 11 გოლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიაში შემავალმა 8 ფეხბურთელმა – კრისტიან ბენტეკე, ჯორდონ აიბი, ჯო ალენი, ბრედ სმიტი, ჟერომ სინქლეარი, ჟოაო ტეიშეირა, კოლო ტურე, მარტინ შკრტელი – “ენფილდი” ამ ზაფხულში დატოვა.
გუნდის ახალწვეულმა, სადიო მანემ კი 4 მატჩში ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
მარიო ბალოტელიმ ფრანგულ “ნიცაში” დებიუტისა და სადებიუტო გოლის (პენალტით) გატანის შემდეგ, პრესასთან “ლივერპულში” გადასვლის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა.
“ლივერპულში” გადასვლის გადაწყვეტილება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობ ფანტასტიკურ გულშემატკივრებსა და იმ ფეხბურთელებს, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ ის კლუბი ძალიან არ მომწონს.
“ლივერპულში” ორი მწვრთნელი მყავდა, როჯერსი და კლოპი, თუმცა ცოტა ხნით. მათი არც მეთოდები მომწონდა და არც ხასიათი. იქ თავი კარგად არასდროს მიგრძვნია.
მე ზლატანს არაფრით არ ვგავარ. ზლატანი ლომებთან ერთადაც რომ ამყოფო, ის მაინც შეინარჩუნებს სიმშვიდეს. მე კი სხვანაირი მყავს. გარშემო ისეთი ხალხი მჭირდება, რომლებთან ერთადაც მუშაობას შევძლებ.”
“ლივერპულის” ყოფილმა და “ლონ ანჯელეს გალაქსის” ამჟამინდელმა მოტამაშემ, სტივენ ჟერარდმა მონაწიელობა მიიღო სატელევიზიო გადაცემაში – ride-along – რომელშიც “გალაქსის” ღბლიანმა პატარაა ფანმა მას საინტერესო კითხვები დაუსვა.
ერთ-ერთი კითხვის დროს, მოზარდმა ფეხბურთელმა მას გაუმხილა, რომ “ლესტერ სიტიში” სურს თამაში. ჯერარდმა კი მას შემდეგი რამ უპასუხა: “ლესტერი”? რატომ? რას ფიქრობ “ლივერპულზე”? ან თუნდაც “რეალი” და “ბარსელონა”? არ აირჩიო “ლესტერი”, ისინი ცუდები არიან!” – უთხრა მის პატარა ფანს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.
დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, კრისტიან პულიშიჩმა, რომლის გადაბირებასაც საკმაოდ აქტიურად ცდილობს ინგლისური “ლივერპული”, აღიარა, რომ ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარი იყო.
“ბავშვობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი ფანი ვიყავი. მიყვარდა “მანჩესტერისა” და რუნის თამაშისთვის თვალის დევნება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ადრე იყო.
რუნის განსაკუთრებული კავშირი აქვს ფეხბურთთან, რაც ძალზედ იშვიათია. სწორედ ეს მიყვარდა მასში.” – განაცხადა 17 წლის ფეხბურთელმა.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულში პულიშიჩის კონკურენტთა სიას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დაემატნენ მარიო გიოტცეს, ანდრე შურლეს, ემრე მორისა და უსმან დემბელეს სახით.
“ნიცას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, მარიო ბალოტელი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. კლუბებმა აღნიშნულ შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე საათით ადრე მიაღწიეს.
“ძალიან ბედნიერები ვართ მარიოს მოსვლით. იმედი გვაქვს, რომ “ნიცაში” არსებული ოჯახური ატმოსფერო ბალოტელის ძველი დიდების დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.
ჩვენ ვიცით მისი და ჩვენი შესაძლებლობები და ისიც, რომ ეს ადვილი არ იქნება. გვჯერა, რომ ფანების მხარდაჭერის მეშვეობით, ბალოტელი საკუთარი ნიჭის გუნდის სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებს.” – აცხადებს ფრანგული კლუბის პრეზიდენტი, ჟან-პიერ რივერი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბალოტელის პრეზენტაცია პარასკევს არის დაგეგმილი.
Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ლონდონურ “არსენალს” დანიელ სტარიჯის არენდით აყვანა შესთავაზეს.
26 წლის ფორვარდი, რომელიც ბავშვობაში “არსენალის” რიგებში თამაშზე ოცნებობდა, იურგენ კლოპის გეგმებში აღარ შედის. ამასთანავე, მის გარშემო არსებული სიტუაციით თავად ფეხბურთელიც არაა კმაყოფილი.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როგორ უპასუხა ვენგერმა მერსესაიდელებს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი დახარჯა ისეთი ფეხბურთელების ტრანსფერებში, როგორებიც არიან: შკოდრან მუსტაფი, ლუკას პერესი და გრანიტ ჯაკა.
დანიელ სტარიჯმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მედიის ყურადღება მიიპყრო. ინგლისელი ფორვარდის მიერ გაზიარებულ ფოტოზე აღბეჭდილია მისი რეაქცია, როდესაც კლოპმა მის ნაცვლად თამაშში დივოკ ორიჯი შეიყვანა.
სტარიჯის ასეთ პოსტს კი თავად “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა უპასუხა: “როდესაც შენი გადაბირებას “ევერტონი” ცდილობს”
ფრანგული “ნიცას” პრეზიდენტს ჟან-პიერ რივერს “ლივერპულის” იტალიელი ფორვარდის, მარიო ბალოტელის საფრანგეთის ჩემპიონატში გადმოყვანა სურს.
“ლილთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1-1) შემდეგ (3 მატჩში მე-7 ქულა), რივერმა განაცხადა: “ბალოტელის ნომერი ხომ არ გაქვთ?
დაურეკეთ მას და შეახსენეთ, რომ ფორვარდს ჯერ კიდევ ვეძებთ.”
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მარიომ გასული სეზონი “მილანში” გაატარა. “როსონერის” მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში, მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.
ზაგრების “დინამოს” ხორვატი ნახევარმცველი, ანტე ჩორიჩი აღიარებს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპულის” ბანაკში გადაბარგება შეეძლო, თუმცა, მან ამას ხორვატიაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არჩია.
“ძალიან მიხარია, რომ ჩემი გადაბირება ასეთ დიდ კლუბებს სურს. მაგრამ, ჩემი სურვილი საყვარელ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.
ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტი იყო. მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გამეარა იმისათვის, რომ “ლივერპულში” ჩავრიცხულიყავი. მაგრამ, “დინამოში” დარჩენა გადავწყვიტე, სადაც გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია.”
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზაგრებული კლუბი H ჯგუფში, “იუვენტუსთან”, “სევილიასა” და “ლიონთან” გაარკვევს ურთიერთობებს.
პრემიერ ლიგის მესამე ტურის ცენტრალური მატჩი “უაით ჰართ ლეინზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სპურსი” მერსესაიდულ “ლივერპულს” მიიღებს, რომელიც კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სეზონი ისე ვერ დაიწყო, როგორც “მამლების” მესვეურებს სურდათ – “გუდისონ პარკზე” ნაჩვენები კარგი თამაშის მიუხედავად, პოჩეტინომ ლონდონში მხოლოდ 1 ქულა წამოიღო, რასაც შინ, “არწივებთან” მოპოვებული სამი ქულა მოჰყვა.
“ლივერპულმა” კი სეზონი შესანიშნავად დაიწყო – “ემირეიტსზე” შესრულებული ქამბექი მათთვის საწყისი წერტილი უნდა ყოფილიყო, რომლიდანაც მათი აღზევება უნდა დაწყებულიყო თუმცა, ნაცვლად ამისა, კლოპის გუნდმა მეორე მატჩში, “ბარნლისთან” დასანანი მარცხი განიცადა.
“ტოტენჰემი”: ვორმი; ვერტონგენი, როუზი, უოლკერი, ალდერვაირელდი; დაიერი, ვანიამა; ერიკსენი, ლამელა, ალი; კეინი.
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ლალანა, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; მანე, ფირმინო, კოუტინიო.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: დენი როუზი 72′ – ჯეიმს მილნერი 44′ (პ)