ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ ხელმძღვანელები ფორვარდ ლამარ ოდომის პროგრესს ადევნებენ თვალყურს და გამორიცხული არ არის, ცნობილ მოთამაშეს კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი დარწმუნებიან იმაში, რომ ამ უკანასკვნელს ნარკოტიკების პრობლემები აღარ აქვს.
ცნობისთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ოდომმა ვარჯიში განაახლა. თავისუფალი აგენტი კარიერის გაგრძელებას აპირებს და უახლოეს მომავალში მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი კლუბის რიგებში გადასვლა სურს.
გასულ სეზონში „კლიპერსის“ მაისურით 34 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 4 ქულა და 5,9 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი