გრიფინი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრება

გასულ კვირას გაირკვა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი ბლეიკ გრიფინი ესპანეთში ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს ნაკრებს ვერ დაეხმარება. როგორც „ESPN Los Angeles“-ი იუწყება, გრიფინი პლანეტის პირველობას ხერხემლის დაზიანების გამო გამოტოვებს.

ტრავმა ბლეიკმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის პლეიოფის დროს მიიღო. ექიმებმა კალათბურთელს ტრავმის გაუარესების თავიდან ასაცილებლად სამშობლოში დარჩენა ურჩეს.

სავარაუდოდ, გრიფინი ახალი სეზონისთვის სრულიად მზად იქნება და მიღებულ დროს აღდგენაზე დახარჯავს.

კრის პოლი ბოიკოტს აპირებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი კრის პოლი კლუბის მფლობელის დონალდ სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში, მოედანზე გამოსვლაზე უარს იტყვის.

იგივე აზრზე, შეგახსენებთ, კლუბის მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი დოკ რივერსიცაა, რომელიც სტერლინგის არწასვლის შედეგად, თავისი პოსტების დატოვებას გეგმავს.

„დოკ რივერსთან ეს ვარიანტი განვიხილე. რაღაც უნდა მოხდეს, თანაც, უახლოეს დროში.

ამ თემას კიდევ განვიხილავთ. დოკი, ბლეიკი, დეანდრე – ამ ხალხისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია“, – ციტირებს პოლს „ESPN Los Angeles“-ი.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადების შემდეგ ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 80 წლის მილაირდერს სამუდამო დისკვალიფიკაცია დააკისრა, რაც ამ უკანასკვნელმა სასამართლოში გაასაჩივრა. ამჟამად ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.

დოკ რივერსმა, შესაძლოა, „ლეიკერსს“ უთავკაცოს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებული პაუზა, შესაძლოა, „კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო იყოს გამოწვეული. ამის შესახებ „LA Daily News“-ის მიმომხილველი მარკ მედინა წერს, თუმცა კლუბის წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

თავად რივერსმა განაცხადა, რომ „კლიპერსის“ დამრიგებლის პოსტს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ კლუბის მფლობელად დონალდ სტერლინგი დარჩება. ამჟამად 80 წლის მილიარდერის საქმეს სასამართლო იძიებს.

აქამდე „ლეიკერსის“ თავკაცის მთავარ კანდიდატად ბაირონ სკოტი ითვლებოდა. კლუბის ყოფილი მოთამაშე ერთადერთი სპეციალისტია, რომელთან კალიფორნიელთა ხელმღვანელობამ მოლაპარაკება დაიწყო.

სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში, დოკ რივერსი „კლიპერსს“ დატოვებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი თავისი პოსტების დატოვებას აპირებს, თუ კალიფორნიული კლუბის მფლობელად დონალდ სტერლინგი დარჩება, რის შესახებაც „ESPN Los Angeles“-ი წერს.

„კლიპერსის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დიკ პარსონსის თქმით, იგი რრამდენიმე მოთამაშესა და სპონსორებს ესაუბრა – ყველა რივერსის აზრს იზიარებს და დონალდ სტერლინგის წასვლის მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ლიგამ მილიარდერს რასისტული გამონათქვამის შემდეგ კლუბის გაყიდვა დაავალა. თვითონ 80 წლის სტერლინგი კლუბის გაყიდვის თავიდან აცილებას ცდილობს. ამჟამად მას სტივ ბალმერთან 2-მილიარდ დოლარიანი შეთანხმება აკავშირებს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება.

სტერლინგმა „კლიპერსის“ გაყიდვა იუარა და სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა თავისი გადაწყვიტილება შეცვალა. „ESPN Los Angeles“-ის ცნობით, 80 წლის მილიარდერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და კომისიის ხელმძღვანელ ადამ სილვერს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, სტერლინგი ლიგას ერთ მილიარდ დოლარსა და სტივ ბალმერისთვის კლუბის ორ მილიონად გაყიდვის დოკუმენტის უარყოფას მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ლიგამ „კლიპერსის“ გაყიდვაზე ზრუნვა სტერლინგის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის შემდეგ დაიწყო. გასულ კვირას კი, ლიგამ დაადასტურა, რომ სტერლინგის მეუღლე შილიმ ორ მილიარდ დოლარად კლუბი „მაიკროსოფტის“ დირექტორს სტივ ბალმერის მიჰყიდა.

„გადავიწყვიტე, რომ ჩემი უფლებისთვის ვიბრძოლო. მჯერა, რომ პირადი ცხოვრებისა და ჩემს მფლობელობაში მყოფი კლუბის დამოუკიდებლად მართვის უფლება მაქვს.

„კლიპერსის“ გაყიდვა თავიდანვე არ მსურდა. ვფიქრობ, ადამ სილვერი კანონს არღვევდა, როდესაც კლუბის გაყიდვას მაიძულებდა და ამავდროულად დამაჯარიმა და დისკვალიფიკაცია გამომიწერა. ეს ყველაფერი სწრაფად, ყოველგვარი გამოძიების გარეშე მოხდა. სილვერისა და ლიგის მხრიდან მსგავსი მოქმედება ჩემი ულებების დარღვევად მიმაჩნია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

იაო მინი ჩინელ ინვესტორებთან ერთად „კლიპერსის“ ყიდვას აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ყოფილი ცენტრი იაო მინი ჩინელ ინვესტორებს ეძებს, რათა „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ შეიძინოს. ამის შესახებაც ტვიტერზე ცნობილმა ჟურნალისტმა ბილ სიმონსმა დაწერა.

ცნობისთვის, დღეს „კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა, რომელსაც ლიგამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თავის მეუღლეს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა.

ალექსანდზრე მატევოსოვი

რასელ უესტბრუკი: „კლიპერსის“ თამაშში ბევრი სიმულაციაა“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესბრუკმა „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ მეტოქეები სიმულაციაში დაადანაშაულა.

„დღეს ძალიან ბევრი სიმულაცია იყო. ეს ყველაფერი იაფ ტრიუკებს ჰგავდა“, – განუცხადა უესტბრუკმა CBSSports.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბლეიკ გრიფინი: „ჩვენ არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა „ოკლაჰომა-სიტი თანდერთად“ სერიის მეხუთე მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 101:99 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებოდით: „თუ ბრძოლას გავაგრძელებთ, ნელ-ნელა მეტოქეს მივუახლოვდებით“. თამაშის გადამწყვეტ ნაწილში ეს ჩვენი მთავარი ძალა აღმოჩნდა. „კლიპერსი“ უბრალოდ ბოლომდე იბრძოდა“, – განუცხადა ბლეიკმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბაკასთან შეჯახების შემდეგ გრიფინს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს კლიპერსისა“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მატჩის მესამე მეოთხედში კალიფორნიელთა თავდამსხმელი ბლეიკ გრიფინი სერჟ იბაკას შეეჯახა, რის შედეგადაც ცხვირიდან სისლი წამოუვიდა.

მიუხედავად ამისა, მსაჯებს იბაკა „პერსონალურით“ არ გაუფრთხილებიათ, რის გამოც გრიფინი უკმაყოფილო დარჩა.

აქვე წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

„კლიპერსის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რიჩარდ პარსონსი დაინიშნა

NBA.com-ის მიმომხილველის დევიდ ოლდრიჯის თქმით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ახალ გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია. მის გუნქციებს დღეიდან რიჩარდ პარსონსი შეასრულებს.

ცნობისთვის, პარსონსი ადრე „Citigroup“-ში მუშაობდა და „Time Warne“-ს აღმასრულებელი დირექტორიც იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

დოკ რივერსი: „დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, რის გამოც თავდასხმაში ვერაფერი გამოგვივიდა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „ოკლაჰომა-სიტი თანდერთან“ წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

„თანდერს“ პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა. ისინი სამქულიანებს, ალეი აპებს და სხვა შანსებს იყენებდნენ. ბოლოს ჩვენმა მეტოქემ ყველა ეპიზოდი გამოიყენა. ამ ყველაფრის გაკეთებას ჩვენც ვცდილობდით, თუმცა ვერაფერი გამოგვივიდა. ჩვენი თავდასხმა სათანადოდ ვერ თამაშობდა, რადგან დაცვაში პრობლემები შგვექმნა“, – განაცხადა კალიფორნიელთა თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინდიანა პეისერსი“ და „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ თავის სერიებში დაწინაურდნენ (ვიდეო)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის ორი სერიის მესამე მატჩი ჩატარდა.

ვაშინგტონში „უიზარდსმა“ „ინდიანა პეისერსი“ მიიღო და 22 ქულით დამარცხდა. საუკეთესო დედაქალაქელთა რიგებში ბილი აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა დააგროვა. სტუმართა შემადგენლობიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა – მისმა მონაგარმა 23 ქულა 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა შეადგინა.

„ვაშინგტონ უიზარდსი“ – „ინდიანა პეისერსი“ 63:85 (17:17, 16:17, 12:26, 18:25)

„უიზარდსი“: ბილი (16 ქ.), უოლი (15 ქ. 6 პ. 7 დ.), არიზა (12 ქ. 15 მ. 3 ჩ.), გორტატი (4 ქ. 10 მ.)
„ინდიანა პეისერსი“: ჯორჯი (23 ქ. 8 მ. 3 ჩ.), ჰიბერtი (14 ქ. 5 მ. 3 ბ.), უესტი (12 ქ.), სკოლა (11 ქ.), სტივენსონი (9 ქ. 7 მ. 5 პ.), ჰილი (9 ქ. 5 მ. 5 პ. 3 ჩ.)

ანგარიში სერიაში: 2:1 „პეისერსის“ სასარგებლოდ

ლოს-ანჯელესში „კლიპერსმა“ „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ მიიღო და 6 ქულით წააგო. საუკეთესო დოკ რივერსის გუნდის რიგებიდან ბლეიკ გრიფინი იყო – მან 34 ქულა დააგროვა, 8 მოხსნა და 3 ბლოკშოთი გააკეთა. „თანდერის“ მხრიდან დურანტი და უესტბრუკი გამოირჩნენ – კევინის მონაგარმა 36 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი შეადგინა, ხოლო უესტბრუკმა 23 ქულა დააგროვა, 13 პასი და 8 მოხსნა გააკეთა.

„ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ 112:118 (33:29, 30:32, 27:25, 22:32)

„კლიპერსი“: გრიფინი (34 ქ. 8 მ. 3 ბ.), პოლი (21 ქ. 16 პ. 3 ჩ. 0 დ.), კროუფორდი (20 ქ.), ბარნსი (14 ქ. 5 მ.), ჯორდანი (10 ქ. 11 მ. 3 ბ.)
„თანდერი“: დურანტი (36 ქ. 8 მ. 6 პ.), უესტბრუკი (23 ქ. 13 პ. 8 მ.), იბაკა (20 ქ. 6 მ.), ბატლერი (14 ქ.), ჯექსონი (14 ქ.)

ანგარიში სერიაში: 2:1 „თანდერის“ სასარგებლოდ