„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.
„რიო-დე-ჟანეიროში ვითამაშებდი. ჩემთვის აშშ-ს ნაკრებში გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან თამაში და ოლიმპიური ატმოსფეროს გრძნობა კარგი იქნებოდა.
მგონია, გუნდს ჩემი ლიდერის თვისებები და დაცვაში თამაშის უნარი გამოადგება. თავს კვლავ ჩინებულად ვიცავ“, – ციტირებს ბრაიანტს АР-ი.
ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშების ფინალური მატჩის შემდეგ ორ დღეში კობის 38 წელი შეუსრულდება.