ლუიშ ნანი “ფენერბაჰჩეში” გადავა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს. 28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბულში უახლოეს საათებში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ნანიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლისაბონის “სპორტინგში” გაატარა. ფეხბურთელმა პორტუგალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ნანი სანტა კლაუსად იქცა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

ქრისტესშობის დღესასწაულზე ლისაბონის “სპორტინგის” ნახევარმცველი ლუიშ ნანი სანტა კლაუსად იქცა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბავშვებს საჩუქრები დაურიგა, შემდეგ კი ყველასთან ერთად ფოტო გადაიღო.

ჟურნალისტებმა ირონიულად ისიც კი აღნიშნეს, რომ ნანის წვერის გაკეთება დაავიწყდა.

Nani

ნანი “იუნაიტედში” რჩება

ცნობილი ინგლისური გამოცემის, Sky Sports-ის თანახმად პორტუგალიელი ვინგერი ლუიშ ნანი “იუნაიტედში” კონტრაქტის ამოწურვამდე ითამაშებს.

ნანის წარუმატებელი სეზონის შემდეგ ყველა დარწმუნებულია, რომ ის კლუბს დატოვებს, თუმცა “იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ნანისადმი დადებითადაა განწყობილი და პორტუგალიელთან მუშაობას აპირებს.

ნანის აგენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი კლიენტი სათამაშო პრაქტიკის არ ქონის გამო უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით დატოვებს კიდეც კლუბს.

Sky Sports-ის ინფორმაციით ვან გაალმა უკვე დაუკავშირდა ნანის და მისი მომავლის შესახებ მოელაპარაკა.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ვან გაალს არ სურს გუნდში ეშლი იანგის გაჩერება, ამიტომ ინგლისელმა უკვე უნდა დაიწყოს ახალი კლუბის ძებნა.

ანტონიო ვალენსიას ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

აქვე მოგაწოდებთ ფოტოს, სადაც ნანი პორტუგალიელთა ვარჯიშის შემდეგ გულშემატკვიარს აუტოგრაფს ურიგებს

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

ნანის ბედი მომავალ კვირაში გადაწყდება

იტალიური პრესის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა, ლუიშ ნანის ვან გაალთან საუბარი ელის და ამის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლის შანსები უფრო შემცირდება.

წყაროების თანახმად “იუვენტუსის” შეთავაზება ისევ ძალაშია, თუმცა შანსი ნანის იტალიურ გრანდში გადასვლისა ძალიან მცირეა.

მიზერული შანსის მიუხედავად “იუვე” იმედოვნებს, რომ მაინც შეძლებს პორტუგალიელი ვინგერის შეძენას.

თუ საჭირო იქნება “იუვენტუსი” ნანისთვის 20 მილიონ ფუნტს გადაიხდის, თუმცა ლუი ვან გაალი უარზეა.

შეიძლება გადაიდოს “იუნაიტედის” კიდევ ერთი ფეხბურთელის წასვლაც, ეს პატრის ევრაა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს თავის მომავალზე.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფანკლუბი – http://redarmy.ge/

„იუვენტუსი“ ნანის არ ეშვება

ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის არ ეშვება.

ბრიტანული „თოქსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინული კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცდილობდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ამის მიუხედავად, იტალიური კლუბი დანებებას არ აპირებს და ნანის ტრანსფერის გაჩარხვას ზაფხულში შეეცდება. 27 წლის ნახევარმცველის დამატებით თავად ანტონიო კონტე არის დაინტერესებული. ნანის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანიც“ იჩენენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების წინააღმდეგი არც თავად პორტუგალიელი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ნანიმ პრემიერლიგის მიმადინარე გათამაშების 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

ლუიშ ნანი „იუვენტუსს“ უახლოვდება

იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის გადმობირებას შეეცდება. „ბიანკონერიში“ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმირებული სიმონე პეპეს შემცვლელად მოიაზრებენ.

არ არის გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ნანი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანოს, შემდეგში სრულად გამოსყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსში“ გადასვლაზე 27 წლის ფეხბურთელიც თანახმაა. ნანის სურს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი