ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ კოლუმბიასთან მატჩი შემდეგ საკუთარი გუნდის გასახდელში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
“მატჩის შემდეგ, გასახდელში ნეიმარმა მითხრა, რომ ფეხებს ვერ გრძნობდა. მარსელოს შეეშინდა და ექიმს დაუძახა, მაგრამ ის ხალხმრავლობის გამო დროულად ვერ მოვიდა.
როდესაც ნეიმარი ვერტმფრენისკენ მიყავდათ ის ცრემლებს ვერ იკავებდა… საშინელი სანახაობა იყო” – განაცხადა ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა.