სუარესი: “გავიგონე, როგორ მოუწოდებდა აკინფეევი ფეხბურთელებს, ცერებზე დამდგარიყვნენ”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდასმხმელმა ლუის სუარესმა რუსეთის ნაკრებს საჯარიმოდან გაუტანა. ამ უკანასკნელმა ჯარიმა იმ კუთხეში დაარტყა, რომლის დაცვაც მეკარეს ევალებოდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სუარესმა ჟურნალისტებთან განმარტა.

“რატომ შევასრულე ჯარიმა ასე? გავიგონე, როგორ მოუწოდებდა აკინფეევი ფეხბურთელებს, რომ ცერებზე დამდგარიყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ფეხბურთელებს თავს ზემოთ გადატარებულ დარტყმას ელოდა.

ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელები ძალიან მაღლები იყვნენ და კედელიც მასიური იყო. ამიტომაც გადავწყვიტე, მეკარის კუთხეში დამერტყა და გამომივიდა კიდეც,” – აცხადებს სუარესი.

ნეიმარის გულწრფელი ინტერვიუ: “მათ გვერდით თამაში მენატრება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი, საფრანგეთში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ აღიარებს, რომ მესისა და სუარესის მხარდამხარ თამაში ენატრება.

“მესისთან ერთად თამაშით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შემდეგ სუარესი მოვიდა და გუნდი კიდევ უფრო შეავსო. ჩვენი სამეული ყოველთვის ერთად იყო და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა.

მესი, სუარესი და მე განუყოფელ ტრიოდ ვიქეცით. როდესაც მე და მესი ვარჯიშით ვიყავით დაკავებულნი, ის მოდიოდა და სულ მაბრაზებდა.

მატჩის დროს მე და მესის ფეხბურთელების მოტყუება და კარგი გადაცემების დარიგება გვევალებოდა. ზოგჯერ სუარესიც ცდილობდა იგივეს და როდესაც არ გამოსდიოდა, ძალიან ბევრს დავცინოდით.

ერთმანეთთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ყოველ შეცდომაზე ვიცინოდით. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. რა თქმა უნდა, “ბარსელონაში” მესისა და სუარესის გვერდით გატარებული დრო ძალიან მენატრება. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ბედნიერი მეგობრები,” – აცხადებს ნეიმარი.

სუარესი: “ბარსელონას” “რეალის” დამარცხება და ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება უნდა”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა ვარსკვლავმა ლუის სუარესმა “ელ კლასიკომდე” პრესასთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მატჩში “ბლაუგრანა” მოსაგებად გავა.

“კლასიკო” განსაკუთრებული მატჩია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “კლასიკოში” მონაწილეობის მიღების სიამოვნება მეძლევა. ეს ძალიან დიდი რამ არის, ნამდვილი სპექტაკლი გულშემატკივართათვის.

ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მეტოქე დავამარცხოთ. ამისთვის ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. მთავარი მეტოქის დამარცხება ყოველთვის ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენს, გვინდა სეზონი წაუგებლად დავასრულოთ.

ყველაზე მეტად “კლასიკოში” გატანილი პირველი გოლი მახსოვს 2014/15 წლების სეზონში. მახსოვს “ბერნაბეუზე” გატანილი გოლიც. ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობა იყო,” – აცხადებს სუარესი.

სუარესი: “ფანები გაბრაზებული არიან, მაგრამ ჩვენც ძალიან განვიცდით”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ “ბარსელონამ” შინ “ვალენსია” დაამარცხა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ჩემპიონობას. მატჩის შემდეგ კომენტარი “ბლაუგრანას” ერთ-ერთმა გოლეადორმა, ლუის სუარესმა, გააკეთა.

“ვიცით, რომ ფანები გაბრაზებულები არიან, მაგრამ ჩვენც ძალიან განვიცდით და უნდა გაგვიგონ. ისე გამოდის, რომ ჩემპიონატის მოგებას ფასი ეკარგება, რაც უსამართლობაა.

დიდი დარტყმა მივიღეთ და ამის შემდეგ სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდით და ახლა მხოლოდ “სელტასთან” გასამართ მატჩზე ვფქირობთ,” – აცხადებს სუარესი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლუის სუარესმა “ვალენსიას” მეათე გოლი გაუტანა – მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ.

ვალვერდემ საფრთხეში მყოფი სუარესი დაიცვა: “მისი აგრესიულობა ჩვენთვის სასარგებლოა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესი დაიცვა, რომელსაც “ვალენსიასთან” მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება მოუწევს.

“ლუის სუარესთან მის ხასიათზე არაერთხელ მისაუბრია. მისი აგრესიულობა შეტევაში, თუ როგორ ცდილობს სივრცეების გათავისუფლებასა და გოლების გატანას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. თუნდაც ზოგჯერ ეს ყვითელ ბარათად დაუჯდეს.

წინ ნახევარფინალური ეტაპის მატჩი გველის. სუარესი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი. მოედანზე ყველაფერი უნდა დავდოთ მოსაგებათ. ფინალზე კი მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს,” – აცხადებს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “მესტალიაზე” გამარჯვებულის სტატუსით მიემგზავრება (1-0).

სუარესი: “კამპ ნოუზე” საზოგადოებამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იხილა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტრუში კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-0 დაამარცხა. დუბლები შეასრულეს ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ.

ზემოთ აღნიშნულთაგან პირველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ადამიანებმა, ვინც დღეს სტადიონზ ემოვიდნენ, შესაძებლობა ჰქონდათ, ისტორიაში საუკეთსო ფეხბურთელის თამაში ეხილათ. ის განსაკუთრებულია. ლეო ყველა თამაშში დეტალებშა იდეალური. მასთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს და იმედი მაქვს, ამის საშუალება დიდ ხანს მექნება.”

“რაც შეეხება მთლიანად შეხვედრას, დიდი სამუშაო გავწიეთ და შედეგიც მივიღეტ.კმაყოფილი ვარ გუნდის გამოსვლით. ვფიქრობ, ასი პროცენტით შევასრულეთ დასახული ამოცანა. დდანარჩენს ჩვენი გულშემატკივარი შეაფასებს,” – ამბობს ლუისი.

სუარესი: “კოუტინიოს ტრანსფერით გახარებული ვარ”

კატალონიის “ბარსელონას” თავდასმხმელმა, ლუის სუარესმა “ლევანტესთან” მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერსაც მიესალმა.

“როგორც კოუტინიოს ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი ამ ტრანსფერით ძალიან გახარებული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენს გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია კოუტინიო. ამასთანავე, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ევროპული ელიტის გარემოცვაში და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

რაც შეეხება “ლევანტესთან” მატჩს, ბრწყინვალე შედეგი მივიღეთ იმის ფონზე, რომ შესვენების შემდეგ ძალების აღდგენა ყოველთვის რთულია,” – აცხადებს ურუგვაელი თავდამსხმელი.

სუარესი: “დარწმუნებული ვარ, ნეიმარი ამას არ გააკეთებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი პრესაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მადრიდის “რეალში” აპირებს კარიერის გაგრძელებას.

“მსგავსი რამ ჩემთვის წარმოუდგენელია, მჯერა, რომ ის “რეალში” არ გადავა. ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, თუ რა კავშირი აქვს მას “ბარსელონასთან”. ის კლუბს და თავის ყოფილ თანაგუნდელებს პატივს სცემს და ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

ნეიმარი “ბარსელონადან” არ გაქცეულა, მას უბრალოდ ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეს მისთვის ძალიან რთული იყო, გადაწყვეტილების მიღებისას მან თავის გრძნობებს დაუჯერა.

ამ ფეხბურთელმა “ბარსელონასთვის” ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ამის გამო, ჩვენ მუდამ მადლიერები ვიქნებით,” – აცხადებს ურუგვაელი.

სუარესი: “კოუტინიოს დამატება “ბარსელონას” მნიშვნელოვნად გააძლიერებს”

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა პრესასთან თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კოუტინიოს დამატება “ბარსელონას” მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ფილიპე არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს საჭირო მონაცემები და ამბიციები, ის ჩვენს სტილს ბრწყინვალედ მოერგება.

მართალია, მან საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, კოუტინიოს უდიდესი პროფესიონალიზმითაც არის დაჯილდოვებული. ის მიმდინარე სეზონშიც შეძლებს იმის დამტკიცებას, თუ რამდენად ძლიერი მოთამაშეა,” – აცხადებს სუარესი.

მიმდინარე სეზონში ფილიპემ 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის წყალობით შეძლო “ლივერპულელთათვის” პრემიერ ლიგის 5 მატჩში დახმარების გაწევა.

სუარესმა შესაძლოა, სეზონის სტარტი გამოტოვოს

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში (“რეალი” 2-0 “ბარსელონა”) ტრავმა მიიღო.

სუარესმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშისას მუხლის მყესები დაიზიანა და შესაძლოა, ამის გამო სეზონის სტარტი გამოტოვოს. რაც ნეიმარის გარეშე დარჩენილი ვალვერდესთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

ურუგვაელ ვარსკვლავს გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება და დღესვე გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა ის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ თამაშს.

რა უთხრა ლუის სუარესმა სანდროს მატჩის შემდეგ?

სანდრო რამირესი “მალაგასა” და “ბარსელონას” შორის გამართულ ბოლო მატჩში (2-0) ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელი იყო. რითიც ყოფილმა “ბარსელონელმა” კატალონიურ გრანდის ჩემპიონობის შანსები კიდევ უფრო შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ სანდრომ ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი ჩვეულებრივად აღნიშნა, რამაც მეტოქეთა გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის დასრულების შემდეგ, მასთან ლუის სუარესი მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა: “ნუ დაივიწყებ ვინ გკვებავდა (გზრდიდა) შენ”.

სანდრომ მალევე უპასუხა ურუგვაელ ფეხბურთელს: “ახლა “მალაგა” მკვებავს”.

მინოლე: “ლივერპული” სუარესის გარეშე უფრო ძლიერია!”

ლუის სუარესმა მერსესაიდის “ლივერპულში” ოთხი წელი ითამაშა და მთელი ამ დროის მანძლზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველაზე წარმატებული სეზონი ბოლოს ჰქონდა, როცა პრემიერ ლიგის 33 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო.

“ლივერპულის” მეკარემ, სიმონ მინოლემ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ფეხბურთელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი სუარესის გარეშე უფრო ძლიერია.

“გასახდელში, მატჩის წინ 25 ფეხბურთელია. მათგან მხოლოდ 11 გადის მოედანზე. შესაბამისად, ყოველ შაბათ-კვირას ზოგ სპორტსმენს იმედი უცრუვდება.”

“თუმცა, ყველას ერთი მიზანი გვაქვს. ჩვენ ერთიანი, შეკრული და ძლიერი გუნდი ვართ და ასე ვცდილობთ წარმატების მიღწევას.”

“როდესაც აქ მოვედი, მაშინ მთელი გუნდი მხოლოდ სამ ფეხბურთელზე იყო აწყობილი: ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი მთავარი გოლეადორები იყვნენ. ხოლო, მათ უკან სტივენ ჯერარდი იდგა. ახლა მეტი გუნდურობა გვახასიათებს და ინდივიდუალიზმმა შედარებით უკანა პლანზე გადაიწია.”

“ჩვენ ერთად გადავდივართ პრესინგზე და, ასევე, გუნდურად ვიცავთ თავს. ახლა არ ვართ დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, რომელიც გაიქცევა და გოლს გაიტანს.”

“თუ ადრე ლუის სუარესს გააჩერებდი, მაშინ “ლივერპულის” წინააღმდეგ რეალური შანსი გიჩნდებოდა.”

 

“ახლა კი მოწინააღმდეგეს მთლიანი გუნდის პირისპირ უწევს ბრძოლა. შესაბამისად, ახლა ჩვენ უფრო დიდ ძალას წარმოვადგენთ,” – განაცხადა ბელგიელმა მეკარემ.