შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა თურქეთში გააგრძელოს.
ესპანური “ასი” იუწყება, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის წარმომადგენლები “ფენერბაჰჩესთან” და “ბეშიქთაშთან” აწარმოებენ მოლაპარაკებას. 35 წლის თავდამსხმელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ლუის სუარესმა ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.