ლუკა ტონიმ კარიერის ბოლო მატჩში ტურინის “იუვენტუსს” გაუტანა (ვიდეო)

8 მაისს, იტალიელმა თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. 38 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს 37-ე ტურში, “ვერონასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, 43-ე წუთზე ტურინელთა კარი დალაშქრა.

ტონი: „კარიერა 5 წლის წინ უნდა დამესრულებინა“

„ვერონას“ თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, რომელმაც აქამდე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, პრესას გაესაუბრა. „იუვენტუსთან“ ხვალინდელი მატჩი 38 წლის ფეხბურთელისთვის ბოლო იქნება.

„როდესაც უკვე იცით, რომ ხვალ ბოლო მატჩი გელით, როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი გრძნობები გეუფლებათ.

კარიერა უკვე ხუთ წლის წინ უნდა დამესრულებინა, თუმცა გატანას ვაგრძელებდი… ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე? რა იქნება მომავალში? მეუღლეც ამას მეკითხება. უნდა გადავწყვიტო, რითი დავკავდე.

ტოტი „რომას“ ისტორიაში შევიდა და თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის გაჩერდეს. ეს რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ სათადარიგოთა სკამიდენ შემოსვლის შემდეგ ის თითქმის ყოველთვის იტანს“, – ციტირებს ტონის „Football-Italia“.

ლუკა ტონი: “ბუფონი 2018 წლის მუნდიალამდე ითამაშებს? ამას მე ვერ შევძლებდი”

“ვერონას” თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონისგან განსხვავებით 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე თამაშს ვერ შეძლებს. 38 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, აღნიშნა, რომ ბუცები ლურსმანზე შესაძლოა, ამ ზაფხულშივე დაკიდოს.

“ბუფონი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე აპირებს თამაშს? მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ადრე თუ გვიან, გაჩერება მოგიწევს. ვნახოთ, თავს როგორ ვიგრძნობ ივნისში. დღეს მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ”, – ციტირებს ტონის სიტყვებს Sky Italia.

 

ლუკა ტონი: „ვან გაალს ლათინოამერიკელები არ უყვარს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ თავდამსხმელ ლუკა ტონის კომენტარი გამოაქყენა, რომელიც მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ მწვრთნელს ლუი ვან გაალს მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ სპეციალისტთან ერთად გამოცდილ ფორვარდს მიუნხენის „ბაიერნში“ უმუშავია.

„ვან გაალს ლათინოამერიკელი ფეხბურთელები არ უყვარს. „ბაიერნში“ ის შანსს ეძებდა, რათა ჩემთან, რიბერისთან და ლუსიოსთან კონფლიქტი ჰქონოდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ფანებს ვუყვარდით“, – ციტირებს ტონის პალმერი.

ტონიმ ოპერაცია გაიკეთა

„ვერონას“ 38 წლის თავდამსხმელს ლუკა ტონის მუხლის ოპერაცია ჩაუატრდა. აქამდე გამოთქმული ვარაუდით, გამოცდილ ფორვარდს დაახლოეით ორი თვე უნდა გამოეტოვებინა.

„პროცედურამ წარმატენბით ჩაიარა. გამოჯანმრთელების პერიოდი ფეხბურთელის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც რეგუალრულად შევამოწმებთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

38 წლის ტონი კიდევ ერთი წლით რჩება

„ვერონას“ თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთ წლით გაახანგრძლივა.

ვერონულ გუნდთან ახალი შეთანხმება 38 წლის ფორვარდს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში იტალიის სერია ა-ს 38 მატჩში ტონიმ 22 გოლი გაიტანა, რითაც მაურო იკარდისთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

37 წლის ლუკა ტონიმ “სასუოლოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა მასპინძელთა 37 წლის თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ტონის შესაძლოა, 1,7 მლნ ევროს ღირებულების საეკლესიო გადასახადი დაეკისროს

Football Italia-ს ცნობით, “ვერონას” თავდამსხმელ ლუკა ტონის გერმანული კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ შესაძლოა, 1,7 მილიონი ევროს გადახდა დაეკისროს.

საუბარია 2007-დან 2010 წლამდე პერიოდზე, როდესაც იტალიელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ტონის ბუღალტერმა თავდამსხმელი თავდაპირველად ათეისტად დაარეგისტრირა, თუმცა ბოლო წლებში კათოლიკედ შეცვალა. ტონი ვალდებული იყო, თითოეულ წელიწადს 500 ათასი ევრო გადაეხადა. ამ თანხას ემატება ჯარიმა 200 ათასი ევროს ოდენობით. საქმე სასამართლოს გადაეცა.

 

ლუკა ტონიმ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს XV ტურში “უდინეზესა” და “ვერონას” შორის გამართულ მატჩში სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ტონიმ კარიერა 90-იან წლებში “მოდენაში” დაიწყო, თუმცა უფრო ცნობილი “პალერმოში”, “ფიორენტინასა” და მიუნხენის “ბაიერნში” თამაშით გახდა.

“უდინეზესა” და “ვერონას” შორის გამართული მატჩი  ანგარიშით 1:2 დასრულდა. შეხვედრაში გატანილი გოლით კიდევ ერთმა ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გამოიჩინა თავი. 37 წლის ფეხბურთელმა მასპინძლები 31-ე წუთზე დააწინაურა.

ტონი: “ჩემი გულის ნაწილი ფლორენციაში დარჩა”

“ვერონას” თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, “ფიორენტინასთამ” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ყოველთვის სასიამოვნოა იქ დაბრუნება, სადაც შენი ცხოვრების და საფეხბუთო კარიერის საუკეთესო წლები გაქვს გატარებული. ფლორენციაში ჩემი ქალიშვილი დაიბანა. ჩემი გულის ნაწილი ყოველთვის აქ ინქება.

რაც შეეხება შეხვედრას. კარგად ვითამაშეთ, თუმცა დასანანია რომ დავმარცხდით. მეტს ვიმსახურებდით” – განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ გასული ტურის შეხვედრაში “ფიორენტინამ” “ვერონა” 4:3 დაამარცხა.