დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 აგვისტო)

კონტე ტრანსფერებზე 140 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს

ინგლისურ პრესაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯად 140 მილიონი ფუნტი გამოუყო. Sunday Express-ის ცნობით, კონტე 50 მილიონის კალიდუ კულიბალის ტრანსფერში დახარჯვას აპირებს, 75 მილიონის – ლუკაკუსაში.

ჯო ჰარტს კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გუნდიდან ჯო ჰარტის მოკვეთას აპირებს. კატალონიური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს თავის გუნდში ჩილელი კლაუდიო ბრავოს მიყვანა სურს.

“ალკასერის გაყიდვას არ ვაპირებთ”

კატალონიურმა “ბარსელონამ” ესპანური “ვალენსიას” კაპიტანის, პაკო ალკასერის ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღო. “მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში უკეთესები ვიქნებით. პაკოს გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განაცხადა “ღამურების” პრეზიდენტმა.

Untitled-3-Recovered

“მილანი” მანგალას უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” მცველის, ელიკიმ მანგალასთვის ბრძოლაში ესპანურ “ვალენსიას” იტალიური “მილანიც” შეუერთდა. The Daily Star-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები მზად არიან 25 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კუმანის ყურადღება სერია ა-ს ვარსკვლავმა მიიპყრო

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” 25 მილიონიანი წინადადება გაუგზავნეს ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერის თაობაზე. თუმცა, “იები” ცდილობენ, რომ კალინიჩის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა მიიღონ – საქმე 35 მილიონ ევროს ეხება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (7 აგვისტო)

ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი ლუკაკუს სანაცვლოდ

The Sun-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ “კამფეტებს” ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი შესთავაზონ.

ბოსნიელი მეკარით ლივერპულელები ტიმ ჰოვარდს ჩაანაცვლებენ, ლოიკ რემი კი რომელუ ლუკაკუს მაგივრობას გასწევს.

გვარდიოლა ჰარტის ჩანაცვლება ტერ-შტეგენის მეშვეობით აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” გერმანელი მეკარის, მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გადაბირებას აპირებენ. ასე რომ, ჯო ჰარტს შესაძლოა, “ეტიჰადის” დატოვება მოუწიოს. მაგრამ, აღნიშნულ ტრანსფერს შტეგენის გამოსასყიდი თანხა – 67 მილიონი ფუნტი აფერხებს.

“არსენალმა” შესაძლოა, ჩიჩარიტოსთვის გაიბრძოლოს

Gazzette Dello Sport-ის ჟურნალისტი, ემანუელე ჯულიანელი აცხადებს, რომ არსენ ვენგერი მექსიკელი ხავიერ ერნანდესის გადაბირებას აპირებს, რომელიც გასულ სეზონში “ბაიერ ლევერკუზენს” შეუერთდა “იუნაიტედიდან”. “მეთოფეები” “რეალის” ყოფილ ფორვარდზე მას შემდეგ გადაერთნენ, რაც ლაკაზეტის საქმეში ხელი მოეცარათ.

Coqc7eiVMAEAGkg

“ბაიერნი” შვაინშტაიგერისათვის დახმარების ხელის გაწოდებას არ აპირებს

როგორც ჩანს, ბასტიან შვაინშტაიგერს კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედის” სათადარიგო გუნდში მოუწევს ასპარეზობა – მის დაბრუნებაზე უარი განაცხადა “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

“ერთი წლის წინ, თავად ბასტიანმა მთხოვა, რომ “იუნაიტედში” გამეშვა, რათა გამოცდილება შეეძინა. ვწუხვარ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ მას, მაგრამ ჩვენ მის დაბრუნებას არ ვაპირებთ.”

ზინადინი ისკოს წასვლის წინააღმდეგი არ არის

ზინადინ ზიდანი მთელი ზაფხულის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდული გრანდიდან არ წავიდოდა, თუმცა, განსხვავებულია სიტუაცია მისი კოლეგის, ისკოს შემთხვევაში. AS-ის ცნობით, მადრიდელები მზად არიან გაუშვან ესპანელი ნახევარმცველი სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში.

პოგბა ინგლისშია !

ინგლისში აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომლის თანახმადაც, ფრანგი პოლ პოგბა უკვე მანჩესტერშია. Sky Sports-ის ცნობით, “იუვეს” ნახევარმცველმა ფარულად გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს მომავალში კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

მარტინესი: “ლუკაკუ ჩვეულ დონეს მალე დაუბრუნდება”

“ევერტონის” მწვრთნელი რობერტო მარტინესი დარწმუნებულია, რომ ლუკაკუ უახლოეს მომავალში ჩვეულ დონეზე ათამაშდება.

შეგახსენებთ, “ევერტონმა” ლუკაკუს კონტრაქტი სარეკორდო 28 მილიონ გირვანქად გამოისყიდა. თუმცა, მიმიდნარე სეზონში ბელგიელი ფოვარდი შედეგიანობით არ გამოირჩევა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ორი გოლია.

“რომელუს ესმის, რომ მისი პოტენციალიდან გამომდინარე გულშემატკივრები და ჩვენც ყოველთვის მეტს ვითხოვთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მუნდიალის გამო ლუკაკუ სეზონისთვის კარგად ვერ მოემზადა და ფორმის აღდგენა ოფიციალურ მატჩებში უწევს.

თუმცა, დარწმუნებული ვარ ლუკაკუ ჩვეულ დონეს მალე დაუბრუნდება და ფეხბრთისგანაც მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს” – განაცხადა მარტინესმა.

ლუკაკუს შესანიშნავი გოლი “ვესტ ბრომვიჩის” კარში

13 სექტემბერს “ვესტ ბრომვიჩსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში (0:2), რომელუ ლუკაკუმ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

10 საუკეთესო თავდამსხმელი ინგლისის პრემიერ ლიგაში

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ათი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა.

10. რომელუ ლუკაკუ, “ევერტონი”

10

9. ედინ ჯეკო, “მანჩესტერ სიტი”

9

8. მარიო ბალოტელი, “ლივერპული”

8

7. უეინ რუნი, “მანჩესტერ იუნაიტედი”

7

6. რობინ ვან პერსი, “მანჩესტერ იუნაიტედი”

6

5. ალექსის სანჩესი, “არსენალი”

5

4. დანიელ სტარიჯი, “ლივერპული”

4

3. რადამელ ფალკაო, “მანჩესტერ იუნაიტედი”

3

2. სერხიო აგუერო, “მანჩესტერ სიტი”

2

1. დიეგო კოშტა, “ჩელსი”

1

ლუკაკუ: “ბელგიის ნაკრები მუნდიალისთვის მზად არის”

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ აცხადებს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის მზადაა.

“უკვე თორმეტი წელია, რაც დიდ ტურნირზე არ გვიასპარეზია, ამიტომ ახლა ძალიან მოტივირებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.

სიმართლე გითხრათ, გულშემატკივრების მხრიდან წნეხს ვერ ვგრძნობთ, რაც კარგია. მუნდიალისთვის მზად ვართ”, – ამბობს ლუკაკუ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ლუკაკუ “ჩელსიდან” წასვლას განიხილავს

“ევერტონში” იჯარით მყოფი ბელგიელი ფეხბურთელი, რომელუ ლუკაკუ აცახდებს, რომ ის ლონდონის “ჩელსის” დატოვებას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის თავდამსხმელი “ჩელსიში” 2011 წელს, ბელგიური “ანდერლეხტიდან” გადავიდა. ლუკაკუ 2012-13 წლების სეზონში “ვესტ ბრომვიჩში” გაანათოხვრეს, ხოლო ახლა ის “ევერტონში” იმყოფება.

“ვფიქრობ, თუ “ევერტონი” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას მოახერხებს, “ჩელსის” დატოვების იდეა ცუდი არ იქნება. “ჩელსი” კარგი გუნდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სხვა კლუბში უფრო მეტად გავიზრდები”, – ამბობს ლუკაკუ.

ლუკაკუმ ლორისს თავში მუხლი მოარტყა

3 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ევერტონის” ფეხბურთელმა, რომელუ ლუკაკუმ “ტოტენჰემის” მეკარეს, უგო ლორისს თავში მუხლი მოარტყა.

საინტერესო ფოტო: როგორ გამოიყურებოდა რომელუ ლუკაკუ 10 წლის ასაკში

ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო ფოტო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდა რომელუ ლუკაკუ 10 წლის ასაკში. მაშინ, ბელგიელი თავდამსხმელი “ლიერსის” ღირსებას იცავდა.

BWho6rxCYAAfVCI

ლუკაკუს ველოსიპედზე ავტოგრაფის დატოვება თხოვეს

უცნაური რამ მოხდა ბელგიაში. ბელგიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშის შემდეგ, რომელუ ლუკაკუ გულშემატკივრებს შეხვდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი, მას ავტოგრაფის დატოვება ველოსიპედზე თხოვა.