“ლიონმა” “ჩელსის” თავდამსხმელი 10 მილიონად დაიმატა

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, ბერტრან ტრაორე ამიერიდან კარიერას ფრანგულ “ლიონში” გააგრძელებს.

ფრანგულ კლუბს 21 წლის ბურკინა-ფასოელი თავდამსხმელის დამატება 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთანავე, ბერტრანის გაყიდვის შემთხვევაში, “ლიონი” იძულებული იქნება, მიღებული თანხის 15 პროცენტი ლონდონურ კლუბს გადაუხადოს.

ტრაორემ “ლიონთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის საფრანგეთში 2022 წლამდე უნდა დარჩეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აწ უკვე ყოფილი სეზონი ბერტრანმა “აიაქსში” გაატრა არენდის წესით და 13 გოლიც გაიტანა ჰოლანდიური კლუბის მაისურით.

“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს იხდის

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.

ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.

როგორც ცნობილი ხდება, “ლიონი” მსგავსი ტიპის შეთავაზებით კმაყოფილია და ახლა ჯერი ლაკაზეტზეა, რომელსაც მომავალ კვირას უნდა შეხვდეს “მეთოფეთა” მთავარი სკაუტი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აქამდე ლაკაზეტს მადრიდულ “ატლეტიკოსთანაც” აკავშირებდნენ.

“ლიონმა” “ბენფიკას” მცველი 4,5 მილიონად დაიმატა

პორტუგალიის ჩემპიონის, ლისაბონის “ბენფიკას” მცველი, მარსალი ამიერიდან კარიერას ფრანგულ “ლიონში” გააგრძელებს.

“ოლიმპიკმა” 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლისაბონურ კლუბს 4,5 მილიონი ევრო გადაუხადა.

მარსალი “ბენფიკამ” 2015 წელს შეიძინა, თუმცა ბოლო ორი სეზონი მან არენდის წესით ჯერ “გაზიანტეპსპორში”, შედეგ კი “გენგამში” გაატარა.

ოფიციალურად: “ბაიერნმა” ტოლისოში 37 მილიონი გადაიხადა

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ლიონის” ფრანგი ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს ტრანსფერს.

22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, “ბავარიელებს” 37 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტოლისომ გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტოლისოს “ლიონის” რიგებში 160 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ დროის მანძილზე მან 29-ჯერ აიღო მეტოქის კარი. 29-დან 14 გოლი კი გასულ სეზონზე მოდის, რაც მისი პოზიციის ცვლილებითაა გამოწვეული.

ტოლისო კარლო ანჩელოტის გუნდის რიგით მეოთხე ახალწვეულია სებასტიან რუდის, ნიკლას სულესა და სერჟ გნაბრის შემდეგ.

“ლიონის” პრეზიდენტი: “ლაკაზეტს “პარი სენ-ჟერმენში” თავისუფლად გავუშვებ”

“ლიონის” პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენსაც” ზუსტად ისევე უყურებს, როგორც სხვა ევროპულ გრანდებს და თანახმაა, თავისი გუნდის ლიდერი “პსჟ”-ში გაუშვას.

“პარი სენ-ჟერმენს” ისეთივე უფლებები აქვს ამ ტრანსფერზე, როგორიც სხვა კლუბებს. თუ ალექსს პარიზში გადასვლა მოუნდება, მე მას თავისუფლად გავუშვებ.

პირველ რიგში ბიზნესმენი ვარ, თანამედროვე კლუბის პრეზიდენტი. ტრანსფერიდან შემოსული თანხა მთლიანად ფრანგულ ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.

ხოლო, როდესაც ფული საზღვარგარეთ გადის, ეს პირიქით, ჩვენს კონკურენტებს აძლიერებს,” – აცხადებს “ლიონის” პრეზიდენტი.

ლაკაზეტი შესაძლოა, “ატლეტიკოში” გადავიდეს, მაგრამ 2018 წლამდე არ ითამაშოს

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლიონის” ფრანგი ლიდერი და თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი “ატლეტიკოში” გადასვლას არ გამორიცხავს.

როგორც იცით, მადრიდული გრანდი ესპანური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის დასჯილი და გუნდში ახალი ფეხბურთელის დამატება 2018 წლამდე არ შეუძლია.

“სრულიად შესაძლებელია, არც ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ,” – აცხადებს ფეხბურთელი.

თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, ლაკაზეტი მოედანზე 2018 წლის პირველ იანვრამდე ვერ გამოვა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება ექნება.

“ლიონის” პრეზიდენტი: “ლაკაზეტმა “ატლეტიკოსთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია”

ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფრანგული კლუბის ლიდერმა, ალექსანდრე ლაკაზეტმა “ატლეტიკოსთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

“ალექსმა კლუბთან, “ატლეტიკოსთან” სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში, “ატლეტიკოს” სატრანსფერო ბანი უნდა მოუხსნან.

მართალია, ალექსის თხოვნა მივიღეთ კლუბიდან წასვლის თაობაზე, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ტრანსფერი ჩვენი პირობებით განხორციელდება,” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლაკაზეტს, რომელმაც ლიგა 1-ის ბოლო მატჩში ორჯერ აიღო “ნიცას” კარი, ჩემპიონატის 30 მატჩში 28 გოლი დაუგროვდა.

ვისზე ინადირებს “მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი სამიზნე, ანტუან გრიზმანი მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და “ატლეტიკოს” დატოვებას არ აპირებს.

L’Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიზმანის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში “წითელი ეშმაკები” მთლიანად ალექსანდრე ლაკაზეტის საქმეზე გადაერთვებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაკაზეტი გრიზმანზე გაცილებით ნაკლები ღირს, რაც ამ სვლას კიდევ უფრო ამართლებს. ამასთანავე, ის გრიზმანზე ახალგაზრდაც არის.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 27 მატჩში ფრანგმა თავდამსხმელმა 24 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ედინსონ კავანის ჩამორჩა.

სქოულზი: “ევროპა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” შეჩერება მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ ინგლისური კლუბისთვის ევროპა ლიგის მოგება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და რომ მანჩესტერელებს მხოლოდ ერთი რეალური კონკურენტი ჰყავთ.

“ეს მათთვის დიდებული შანსი, შესაძლებლობაა.

ტურნირზე დარჩენილ გუნდებიდან “მანჩესტერ იუნაიტედი” უძლიერესია, ეს ხომ ნათელია. ისინი მთავარი ფავორიტები არიან.

თუ ისინი თავის თამაშს აჩვენებენ, ტურნირსაც მოიგებენ. ვფიქრობ, მათი ერთადერთი რეალური კონკურენტი “ლიონია”. მათ ევროპა ლიგის მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ და უნდა გამოიყენონ,” – აცხადებს სქოულზი.

“ატლეტიკომ” “ლიონთან” მოლაპარაკებები წამოიწყო

“ატლეტიკომ” “ლიონის” ხელმძღვანელობასთან ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდული გრანდის სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა უკვე შეხვდა “ოლიმპიკის” წარმომადგენლებს.

აღნიშნული ტრანსფერის ღირებულებად უცხოური გამოცემები 60 მილიონ ევროს ასახელებენ. თუმცა, შესაძლოა, ტრანსფერში “ატლეტიკოს” რომელიმე ფეხბურთელიც ჩაერთოს (ტეო ან ლუკას ერნანდესი).

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე 23 გოლია, რომელთაგან ათიც მან თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

“რომას” დირექტორი: “ეს სეზონის პირველი ჩავარდნაა ჩვენთვის”

იტალიური “რომას” დირექტორმა, რიკი მასარამ “ლიონთან” განცდილი დასანანი მარცხის (4-2) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან მტკივნეულია დამარცხება, რადგანაც მატჩის პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, ყველაფერი სულ სხვანაირად უნდა გაგრძელებულიყო.

ქამბექებზე უნდა ვიმუშავოთ. ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია რაღაც მნიშვნელოვანის შესაქმნელად. “ლიონმა” მაქსიმალურად შეძლო თავისი შანსების გამოყენება, ჩვენ კი ვერა.

რთულ მდგომარეობაში ვართ, ეს სეზონის პირველი ჩავარდნაა “რომასთვის”. ფანების მხარდამჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება, წინ რთული მისია გველის. გვინდა, რაღაც მნიშვნელოვანი შევქმნათ, ” – აცხადებს მასარი.

ლაკაზეტის მიმართ ინტერესს ოთხი ევროპული გრანდი გამოთქვამს

უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “ლიონის” ფრანგი ფორვარდის, ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების სურვილს ოთხი ევროპული გრანდი გამოთქვამს.

Telefoot-ის რედაქცია იტყობინება, რომ მისი გადაბირებით “მანჩესტერ სიტის”, “ატლეტიკოს”, “არსენალისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები ინტერესდებიან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2016/17 წლების სეზონში, ლაკაზეტმა ლიგა 1-ის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი გაიტანა (10 პენალტით).