“ლიონის” პრეზიდენტი: “ნეიმარს ფეკირი მირჩევნია”

“ლიონსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჟან-მიშელ ოლამ პრესასთან ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

“პარი სენ-ჟერმენის” თამაშებს ნეიმარის მისვლამდეც ვადევნებდი თვალს და ვხედავ, რომ ამ ფეხბურთელმა გუნდში ბევრი კარგი რამ მიიტანა.

ყველაფრის მიუხედავად, მე ნეიმარს ნაბილ ფეკირი მირჩევნია. ოღონდ, არ მინდა ეს სიტყვები ჟურნალის ყდაზე გამოჩნდეს, რადგანაც კვირას ის საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება.

ნაბილი ჩვენი პატარა ნეიმარია. რაც შეეხება ბერტრანდს, ისიც ძალიან გავს ნეიმარს, მისი დრიბლინგი შესანიშნავია და აჩქარებაც კარგად გამოსდის. “ლიონში” არაფერს ვაჭარბებთ,” – აცხადებს ფრანგული კლუბის პრეზიდენტი.

ჟან-მიშელ ოლა: “დიდი მადლობა ბენზემას ამისათვის”

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა კარიმ ბენზემასა და მარიანო დიასზე.

მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის” აღზრდილი ფეხბურთელი “ლიონში” გადაბარგდა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ცხრა შეხედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

რა თქმა უნდა, მარიანოს მსგავსი შედეგით ყველა აღფრთოვანებულია. ლიონის პრეზიდენტის განაცხადა: “მარიანო შესანიშნაი ფეხბურთელია, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბენზემას იმის გამო, რომ დიასის მსგავსი ფეხბურთელის დამატება გვირჩია.” -განაცხადა ჟან-მიშელ ოლამ.

“ლიონის” პრეზიდენტი: “ლაკაზეტმა “ატლეტიკოსთან” შეთანხმებას უკვე მიაღწია”

ფრანგული “ლიონის” პრეზიდენტი, ჟან-მიშელ ოლა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფრანგული კლუბის ლიდერმა, ალექსანდრე ლაკაზეტმა “ატლეტიკოსთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

“ალექსმა კლუბთან, “ატლეტიკოსთან” სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში, “ატლეტიკოს” სატრანსფერო ბანი უნდა მოუხსნან.

მართალია, ალექსის თხოვნა მივიღეთ კლუბიდან წასვლის თაობაზე, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ტრანსფერი ჩვენი პირობებით განხორციელდება,” – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ლაკაზეტს, რომელმაც ლიგა 1-ის ბოლო მატჩში ორჯერ აიღო “ნიცას” კარი, ჩემპიონატის 30 მატჩში 28 გოლი დაუგროვდა.

„ლიონის“ პრეზიდენტი: „ზიდანის მოწვევა გვსურდა“

„ლიონის“ რერზიდენტმა ჟან-მიშეილ ოლამ გაიხსენა, რომ დეკემბერში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცის ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა.

„ჩვენ ზიდანთან კონტრაქტის გაფორმება გვსურდა. ეს 24 დეკემბერს იყო. მასთან დაახლოებულ წრესთან მოლაპარაკება დავიწყე, მაგრამ ფინანსური მიზეზით, ეს შეუძლებელი გახდა.

სულ ცოტა ხანში კი ზიდანი „რეალის“ თავკაცად დაინიშნა“, – ციტირებს ოლას Goal.com-ი.