მარიანო დიასი: “რეალში” დაბრუნება წარმოუდგენელი იქნება”

მარიანო დიასმა, რომელიც “ლიონში” გადასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი გახდა, “რეალში” დაბრუნების შანსებზე ისაუბრა. ამ დროისთვის დომენიკელი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გატანილი 18 გოლია.

როგორც იცით, მარიანო დიასს ალვარო მორატასა და კარიმ ბენზემასთვის უწევდა კონკურენციის გაწევა და შესაბამისად მცირე სათამაშო დრო ჰქონდა:”იმ დროს ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, ამიტომაც “რეალში” დაბრუნება წარმოუდგენელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი? მე მაინც “რეალს” დავასახელებდი. მართალია, “მანჩესტერ სიტი” ინგლისში ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ მათი რეალური სიძლიერე გრანდთან გამოჩნდება,” – აცხადებს მარიანო დიასი.

მსაჯი მარიანო დიასის უნიჭო სიმულიანტობას წამოეგო და პენალტი დანიშნა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” ექს-თავდამსხმელმა, მარიანო დიასმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში საკუთარ გუნდს სიმულიანტობის საშუალებით მოაპოვებინა პენალტი. “ტულუზას” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ფეკირმა გადააქცია.

ეპიზოდი მატჩის 23-ე წუთის მიმდინარეობისას განვითარდა, როდესაც ალბან ლიაფონტი (18 წლის მეკარე) საჯარიმოში შესული მარიანო დიასის შევიწროვებას ცდილობდა. “ლიონის” შემტევმა მეტოქის გამოცუდელობა გამოიყენა და მას პენალტი “აკიდა”.

საბოლოო ჯამში მატჩი “ლიონის” გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ეს შედეგი კი მეტწილად მატჩის მთავარი არბიტრის, ფრანსუა ლეტეკსეს შეცდომამ განაპირობა.

ჟან-მიშელ ოლა: “დიდი მადლობა ბენზემას ამისათვის”

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა კარიმ ბენზემასა და მარიანო დიასზე.

მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის” აღზრდილი ფეხბურთელი “ლიონში” გადაბარგდა საკმაოდ კარგად გამოიყურება და ცხრა შეხედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

რა თქმა უნდა, მარიანოს მსგავსი შედეგით ყველა აღფრთოვანებულია. ლიონის პრეზიდენტის განაცხადა: “მარიანო შესანიშნაი ფეხბურთელია, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბენზემას იმის გამო, რომ დიასის მსგავსი ფეხბურთელის დამატება გვირჩია.” -განაცხადა ჟან-მიშელ ოლამ.

ოფიციალურად: “ლიონმა” მარიანო დიასი დაიმატა

“ლიონმა” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, მარიანო დიასის ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელა, რაც ფრანგულ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

23 წლის მარიანო დიასმა “ლიონთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის რიგით მეოთხე ახალწვეული გახდა მარსალის, ბერტრანდ ტრაორესა და ფერლანდ მენდის შემდეგ.

მარიანომ თავი “რეალის” მეორე გუნდში კარგი ასპარეზობით გამოიჩინა (27 გოლი 2015/16 წლების სეზონში), რის შემდეგაც ის პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა.

“ლიონმა” კი გასული სეზონი ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზე დაასრულა, მისი ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი კი ძალიან ახლოსაა კლუბიდან წასვლასთან.

“რეალი” მარიანო დიასს 15 მილიონ ევროდ ყიდის

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა მომდევნო ტრანსფერების განსახორციელებლად საკუთარი ხაზინის გავსება დაისახეს მიზნად, რისთვისაც ისინი მზად არიან, კლუბიდან მარიანო დიასი გაუშვან.

მადრიდული გრანდი ახალგაზრდა თავდამსხმელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს. გამონაკლის შემთხვევებში, “რეალი” მზადაა, ფასი 10 მილიონამდეც დაწიოს.

რაც მთავარია, “ბლანკოსის” ხელმძღვანელები “ესპანიოლისა” და “მალაგას” სამიზნის, მარიანოს გამოსყიდვის უფლების დატოვებას აპირებენ.