ვალბუენა სამშობლოში ბრუნდება

ფრანგი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა სამშობლოში ბრუნდება.

L`Equipe-ის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი მოსკოვის “დინამოდან” “ლიონში” გადავა.

ვალბუენამ “ლიონთან” სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიაროს. წყაროს თანახმად, იგი ფრანგულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერის ღირებულება კი 5-6 მილიონ ევროდ ფასდება.

 

ოფიციალურად: რაფაელი „ლიონში“ გადავიდა

ლიონის „ოლიმპიკის“ ოფიციალურმა საიტმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის რაფაელის დამატება დაადასტურა.

როგორც ცნობილია, მხარეებმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2019 წლის ივნისამდე იმოქმედებს. ამჟამად ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

1

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „წითელ ეშაკებში“ 2008 წლიდან თამაშობდა.

როგორი პასი გააკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლიონთან” მატჩში (ვიდეო)

1 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლიონს” შორის გამართულ მატჩში (2:0), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესანიშნავი პასი გააკეთა.

პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგო

მონრეალში საფრანგეთის სუპერთასის მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მე-11 წუთზე პარიზელები სერჟ ორიემ დააწინაურა. ექვს წუთში პსჟ-ს უპირატესობა ედინსონ კავანიმ გაზარდა. მეორე ტაიმის შუა ნახილში „ლიონი“ 10 კაცით დარჩა – უხეშობისთვის მსაჯმა მაქსიმ გონალონს პირდაპირ წითელი აბრათი უჩვენა.

აქედან გამომდინარე, პსჟ-მ თავის სიტორიაში ქვეყნის სუპერთასი მეხუთედ მოიგო. სათქმელია, რომ ამ ტიტულის მფლობელები პარიზელები ზედიზედ მესამედ გახდნენ.

პსჟ – „ლიონი“ – 2:0
გოლები: ორიე 11′, კავანი 17′

გაფრთხილებები: ვერატი 60, დავიდ ლუისი 81

გაძევება: გონალონი 64′

გურკუფი „გენგამში“?

„გენგამის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ იოან გურკუფით დაინტერესდა.

„L’Equipe“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბი მზადაა. აქამდე გავრცელებული ცნობით, გურკუფს „ბორდოს“ შემადგენლობაში დაბრუნება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს იოანს „ლიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად ის თავისუფალი აგენტია.

დარჩება თუ არა ლაკაზეტი „ლიონში“?

თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი „ლიონის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი სეზონის ჩასატარებლად მზადაა. ფრანგულ კლუბს თავისი გამორჩეული მოთამაშის თაობაზე კონკრეტული წინადადებები ჯერ არ მიუღია.

„მოლაპარაკება მუშაობაში ხელს არ მიშლის. „ლიონში“ თამაშზე ვარ ორიენტირებული, სხვაზე არც ვფიქრობ. მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს უკვე ვუთხარი, რომ აქ სეზონის ჩასატარებლად მზად ვარ“, – განაცხადა ლაკაზეტმა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ლიონმა“ ლაკაზეტის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება გადაწყვიტა.

ლაკაზეტს “ლიონიდან” წასვლა არ სურს

“ლიონის” თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბის დატოვება არ სურს. 24 წლის ფრანგი ფეხბურთელით ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.

“უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ კარიერის გაგრძელება “ლიონში” მინდა. ეს კლუბი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს”, – ფრანგი ფორვარდის სიტყვებს Tmw აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლაკაზეტმა გასულ სეზონში “ლიონის” ფორმით 40 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

 

„ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ბომბარდირი დაიმატა

„ლიონმა“ „გენგამის“ ნახევარმცველის კლაუდიო ბოვეს დამატება დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ბოვე „გენგამის“ ფერებს 2013 წლიდან იცავდა. საფრანგეთის ლიგა 1-ს განვლილ სეზონში მან 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე გავიდა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი შედეგიანი გადაცემაა.

ლაკაზეტი „მანჩესტერ იუნაიტედში“?

„ლიონის“ თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი, შესაძლოა, ინგლისში გადაბარგდეს.

როგორცდ „სქაი სპროტსი“ წერს, ფეხბურთელისადმი ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას აქვს. აღსანიშნავია, რომ აქამდე „ლიონის“ პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას თქმით, თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, როპმ საფრანგეთის ლიგა 1-ის განვლილ სეზონში ლაკაზეტი 27 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი გახდა.

“ლიონი” ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდება

“ლიონი” მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება, ამიტომ ფრანგული გუნდის მესვეურები შემადგნელობის გაძლიერებაზე ზრუნავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის განმავლობაში “ლიონს” 3-4 ახალი ფეხბურთელი მიაშურებს, პრიორიტეტი კი “მარსელიდან” ნიკოლა ნკულუს ტრანსფერია.

თუმცა, ლიონელები დიდი ალბათობით მთავარ მეგოლეს, ალექსანდრ ლაკაზეტს შეელევიან, რომლის მიმართ ინტერესს წამყვანი ევროპული კლუბები იჩენენ.

ამავდროულად, კლუბის მენეჯმენტი ანტონი ლოპეშის და კლემან გრენიეს კონტრაქტების გახანგრძივებაზეც მუშაობს.

“ლიონი”: 50 მილიონი ლაკაზეტის გასაფორმებლად საკმარისი არ არის

ფრანგული კლუბი მთავარ თავდამსხმელს ძალიან ძვირად აფასებს.

“ლიონი” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, ამიტომაც მათ ალექსანდრ ლაკაზეტის შენარჩუნება მინიმუმ ერთი წლით სურთ.

“არაფერი შეიძლება ითქვას მის შესახებ, ის ბრწყინვალეა. ალექსანდრის გასაფორმებლად 50 მილიონი არაა საკმარისი”.

“პსჟ? – მათ ხელმძღვანელობას ლაკაზეტის ტრანსფერი არასდროს განუხილავთ. ბლანთან ხშირი კონტაქტი მაქვს და ვიცი, რომ ისინი სხვა შემტევს უმიზნებენ,”-განაცხადა ჟან-მიშელ ოლამ.

23 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 27 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა.

„ლიონი“ ლაკაზეტის სანაცვლოდ მინიმუმ ორმოცაად მილიონ ევროს ითხოვს

„ლიონის“ პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას თქმით, მისი გუნდის თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროზე ნაკლებს არ შეადგენს.

„ლაკაზეტის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 50 მილიონ ევროს შეადგენს. ჩვენი გუნდისთვის ის შეუფასებელი მოთამაშეა“, – განაცხადა ოლამ.

ალექსანდრ ლაკაზეტი – საფრანგეთის წლის საუკეთესო