გასულ კვირას გაირკვა, რომ მცველ დუეინ უეიდსა და „მაიამი ჰიტს“ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
როგორც „Bleacher Report“-ის ჟურნალისტ იტენ სკოლნიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით „The Score“ წერს, „ჰიტმა“ 33 წლის მოთამაშეს, ყოველწლიური ხელფასის სახით, ათ მილიონზე ნაკლებს სთავაზობდა.
უეიდი „მაიამიში“ 2003 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ფლორიდელებთან ერთად მან სამი ტიტული მოიგო. განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მისმა საშუალო მონაგარმა 21,5 ქულა, 3,5 მოხსნა და 4,8 გადაცემა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობის გაძლიერების გამო კალათბურთელი ხელფასის შემცირებას არაერთხელ დათანხმებულა.
2014/15 წლებნის სეზონი ზედიზედ მეოთხე იყო, რომელშიც ტრავმის გამო უეიდმა 70 მატჩზე ნაკლები ჩაატარა.