„შარლოტთან“ მატჩში „მაიამის“ ფორვარდმა იუდონის ჰასლემმა დუეინ უეიდის მიერ ნასროლი ბურთი მოხსნა და ორი ხელით ბურთ მეტოქის ფარში ჩატენა.
ჭდე: მაიამი ჰიტი
კრის ანდერსენის ჩატენვა „სან-ანტონიოსთან“ მატჩში
„სან-ანტონიო სპურსთან“ მატჩში „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ანდერსენმა ჩინებული დანკი შეასრულა, როდესაც მცველ ტაილერ ჯონსონის მიერ გამოუყენებელი მომენტის შემდეგ ბურთი მოხსნა და, მარკო ბელინელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მეტოქის ფარში ჩატენა.
ცნობისთვის, „მაიამიმ“ ანგარიშით 81:95 წააგო.
უესტბრუკმა ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური რეკორდი გააუმჯობესა
„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა „ფინიქს სანსთან“ მატჩში 33 ქულა და 7 პასი მიითვალა, რითაც მარტში თავისი საშუალო მაჩვენებელი 30,9 ქულამდე და 10,2 გადაცემამდე მიიყვანა. თებერვლის მიხედვით, რასელის მონაგარი 31,2 ქულასა და 10,3 პასს შეადგენდა.
ბოლო ორმოც წელიწადში ლიგის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც თვის შედეგების მიხედვით საშუალოდ 30 ქულასა და 10 გადაცემაზე მეტის დაგროვება გამოუვიდა, ლებრონ ჯეიმსი იყო. ამ შედეგს მან 2010 წლის თებერვალში მიაღწია. თუმცა, უესტბრუკთან შედარებით, ჯეიმსმა ამ შედეგს მხოლოდ ერთხელ მაიღწია.
უეიდმა მიმდინარე სეზონში 40 ქულა მეორედ დააგროვა
„დეტროიტ პისტონსთან“ შეხვედრაში „მაიამი ჰიტის“ შემტებმა უკანახაზელმა დუეინტ უეიდმა 40 ქულა დააგროვა. თამაშიდან 27 სროლიდან მან 14 გამოიყენა და 6 მოხსნა მიითვალა. შეხვედრა „ჰიტის“ გამარჯვებით 109:102 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში 40 ქულა უეიდმა მიმდიანრე სეზონში მეორედ დააგროვა. აქამდე მსგავსი შედეგი მას 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა.
უეიდმა 2010 წლის შემდეგ ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ 25 ქულა პირველად დააგროვა
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელმა დუენ უეიდმა 32 ქულა დააგროვა და გადამწყვეტი ბურთი საფინალო სირენამდე 12,2 წამით ადრე ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ უეიდისთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მატჩი გამოდგა, რომელშიც მან მინიმუმ 25 ქულა დააგროვა. მსგავსი შედეგით „ჰიტის“ ლიდერი აქამდე 2010 წლის დეკემბერში გამოირჩა.
კრის ბოში შემდეგი სეზონის დასაწყისში დაბრუნდება
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში, რომელიც სისხლში არსებული პრობლემების გამო მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ მოახერხებს, კალათბურთს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაუბრუნდება.
„ცოტა ხანი ისიც კი მეგონა, რომ კარიერის დასრულება მომიწევს, თუმცა იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ასეთ სიტუაციაში კარგზე ფიქრს ცდილობენ. სინამდვილეში, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან დავბრუნდებოდი და ვითამაშებდი. მესმოდა, რომ პრობლემა სწრაფად უნდა მომეგვარებინა“, – ციტირებს ბოშს ESPN.
შეგახსენებთ, რომ პრობლემები „მაიამის“ ერთ-ერთი ლდიერს ოლ სტარის მატჩის შესვენების შემდეგ აღმოუჩინეს.
კრის ბოშმა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს
„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ბოშმა, შესაძლოა, სეზონის დარჩენილი ნაწილი ფილტვების პრობლემების გამო გამოტოვოს, რის შესახებაც „Miami Herald“-ი იტყობინება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბოში საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით გადაიყვანეს. კალათბურთელმა თავი ცუდად ჯერ კიდევ ოლ სტარის მატჩის მიმდინარეობისას იგრძნო და ოთხშაბათამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. კრისმა თანაგუნდელებთან ვარჯიშიც ვერ შეძლო, რის შემდეგაც, ექიმის რეკომენდაციით, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
უეიდმა, შესაძლოა, ოლ სტარი გამოტოვოს
„The Score“-ს ინფორმაციით, მუხლის ტრავმის გამო დუეიტ უეიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში თამაშს ვერ ახერხებს. უკანახაზელმა „ჰიტის“ ბოლო ექვსი შეხვედრა გამოტოვა.
აქედან გამომდინარე, უეიდის მოახლოებულ ოლ სტარში მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. იმ შემთხვევაში, თუ იგი თამაშს ვერ შეძებს, მას „ატლანტა ჰოუქსის“ სნაიპერი კაილ კორვერი შეცვლის, რომელიც ასევე სამქულიანების კოინკურსში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს გაირკვა, როლ ოლ სტარს ასევე „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი ბლეიკ გრიფინიც გამოტოვებს.
სეზონის საუკეთესო ეპიზოდები კრის ბოშის მონაწილეობით (ვიდეო)
ვაგრძელებთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოლ სტარის მონაწილეთა სეზონის საუკეთესო ეპიზოდების ჩვენებას. ამჯერად წარმოგიდგენთ „მაიამის“ ლიდერის კრის ბოშის გამორჩეულ მომენტებს.
ბოში ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ასეულში შევიდა
„მაიამი ჰიტის“ ცენტრმა კრის ბოშმა „ჩიკაგო ბულზთან“ მატჩში 20 ქულა დააგროვა, რითაც მისმა კარიერულმა მაჩვენებელმა 16 014 ქულას მიაღწია. აქედან გამომდინარე, ბოშმა დერეკ ჰარპერსა და რაშიდ უოლესს გაუსწრო და ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბობმარდირთა შორის 99-ე ადგილზე ავიდა.
ამჟამად, ბოშის მსგავსად, 20 000 ქულას ტონი პარკერმა (16 502 ქულა), ელტონ ბრენდმა (16 711 ქულა), პაუ გაზოლმა (17 350 ქულა), სტივ ნეშმა(17 387 ქულა), შონ მერიონმა (17 650 ქულა), ჯეისონ ტერიმ (17 760 ქულა), ჯო ჯონსონმა (17 823) და დუეინ უეიდმა (18 193 ქულა) ვერ მიაღწიეს.
უაითსაიდი „ჩიკაგოს“ ანადგურებს (ვიდეო)
„ჩიკაგო ბულზთან“ გუშინ მოგებულ მატჩში „მაიამი ჰიტის“ ცენტრი ჰასან უაიტსაიდი ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მოთამაშე ტრიპლდაბლით გამოირჩა და თავის ანგარიშზე 14 ქულის გარდა, 13 მოხსნა და 12 ბლოკშოთი მიითვალა.
„ოკლაჰომამ“ „მაიამი“ დაამარცხა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ გასვლაზე „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და ანგარიშით 94:86 დაამარცხა.
პირველ ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო, რის შემდეგაც სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები კევინ დურანტი და რასელ უესტბრუკი აღმოჩნდნენ, რომელთა მონაგარმაც 19 ქულა შეადგინა. „მაიამის“ რიგებიდან კი დუეინ უეიდი გამოირჩა – მან 18 ქულა დააგროვა.
„მაიამი ჰიტი“ – „ოკლაჰომა-სიტი თანდერი“ – 86:94 (27:24, 23:25, 17:23, 19:22)
„მაიამი ჰიტი“: უეიდი (18 ქ. 6 ა.), ბოში (16 ქ. 7 მ.), უაიტსაიდი (10 ქ.), გრეინჯერი (9 ქ.), დენგი (8 ქ.), ანდერსენი (7 ქ. 6 მ.), ჩალმერსი (6 ქ. 3 მ.), ნეინაიარი (5 ქ. 4 მ.), კოული (4 ქ. 4 მ.), უილიამსი (3 ქ.)
„ოკლაჰომა-სიტი თანდერი“: დურანტი (19 ქ. 8 ა. 8 მ. 4 ჩ.), უესტბრუკი (19 ქ. 10 მ. 6 ა. 4 ჩ.), ჯექსონი (16 ქ.), მოროუ (12 ქ.), ადამსი (10 ქ.), იბაკა (9 ქ.), რობერსონი (5 ქ.), უეიტერსი (3 ქ.), კოლისონი (1 ქ.)