დოუსონს 3-5 კვირა გაუცდება

“ჰალ სიტის” მცველი, მაიკლ დოუსონო, ტრავმის გამო საკუთარ გუნდს 3-დან 5 კვირამდე ვერ დაეხმარება.

31 წლის მოთამაშემ დაზიანება პრემიერლიგის მე-16 ტუში, “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. “ჰალ სიტიმ” ხსენებული მატჩი 0:2 დათმო, დოუსონმა კი მოედანი მე-10 წუთზე დატოვა.

მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში დოუსონმა 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა. “ჰალ სიტი” ამჟმად სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციაზეა.

დოუსონმა „ტოტენჰემთან“ გაახანგრძლივა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალურმა მცველმა მაიკლ დოუსონმა ლონდონურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
29 წლის ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელებთან 3-წლიანი შეთანხმება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბი დოუსონი 2005 წელს გადაბარგდა. ჯამში გუნდის მაისურით მან 293 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება ათჯერ მოახერხა.
ალექსანდრე მატევოსოვი