ჟულიო სეზარიდან ალფონსო ალავესამდე: პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველაზე ცუდი ბრაზილიელები

როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში გადადის, მოლოდინი ყველას ძალიან მაღალი აქვს, თუმცა მათ მიერ გაცემული ავანსები ყოველთვის არ მართლდება. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა თერთმეტეულს, რომლებმაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხეს …

მარველი

ჟულიო სეზარი – “ქუინს პარკ რეინჯერსი”

პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება არც თუ ისე ბევრ ბრაზილიელ მეკარეს აქვს. მათ რიგს არ მიეკუთვნება ჟულიო სეზარი, რომელიც პრემიერ ლიგაში მართლაც რომ “ჩაფლავდა”. ბრაზილიელმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მხოლოდ 24 მატჩის ჩატარება შესძლო – მისი გუნდი ჩემფიონშიპში ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც ის ამერიკაში გაანათხოვრეს.

მარველი

მაიკონი – “მანჩესტერ სიტი”

კიდევ ერთი დიდი სახელი და კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება. მაიკონის “ინტერში” გატარებული დრო მართლაც რომ ბრწყინვალე პერიოდი იყო მის კარიერაში. მისგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო, თუმცა მისი მომავალი არც ისეთი ბრწყინვალე აღმოჩნდა – მან მხოლოდ 9 მატჩში შეძლო “სიტის” მაისურის მორგება, რის შემდეგაც “ქალაქელების” ბანაკი მიატოვა.

მარველი

როკე ჟუნიორსი – “ლიდს იუნაიტედი”

ბევრსითვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების მონაწილემ, როკე ჟუნიორმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც ჰქონდა “მილანთან” ერთად მოგებული, ინგლისში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება შესძლო. მიუხედავად იმისა, რომ მან ორჯერ შესძლო გოლის გატანა, თანაც ორივეჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში, “ლიდსმა” მისი შენარჩუნება მაინც არ ისურვა.

მარველი

კასაპა – “ნიუკასლ იუნაიტედი”

კასაპამ “ნიუკასლ იუნაიტედში” ორი წელი დაჰყო, მას შემდეგ, რაც “ლიონის” შემადგენლობაში ჩატარებული ბრწყინვალე სეზონით ყველა მოხიბლა. თუმცა ტრავმებმა მის ინგლისურ კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, “ნიუკასლი” კი პრემიერ ლიგიდან გავარდა. ასე გაიყარა ბრაზილიელისა და ინგლისელების გზები.

მარველი

ანდრე სანტოსი – “არსენალი”

არც “ფენერბახჩედან” “არსენალში” გადასული ანდრე სანტოსის ინგლისური მომავალი აღმოჩნდა წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ მან რობინ ვან პერსისთან მოახერხა მაისურის გაცვლა. ტრავმებმა მისი მომავალიც გაანადგურეს. საბოლოო ჯამში ის სანტოსი კვლავ ბრაზილიაში დაბრუნდა.

Football - Manchester United v Sparta Prague - UEFA Champions League Group D - Old Trafford - 04/05 , 3/11/04 Cristiano Ronaldo goes off for Kleberson - Manchester United  Mandatory Credit: Action Images / Darren Walshქლებერსონი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“წითელმა ეშმაკებმა” დიდი სიხარულით აღნიშნეს ქლებერსონის გადაბირება, რომელიც ხუან სებასტიან ვერონის ჩამნაცვლებელი უნდა გამხდარიყო. ქლებერსონმა ყურადღება ბრაზილიის ნაკრებში კარგი თამაშით მიიქცია, თუმცა “მანჩესტერელები” მოტყუვდნენ. “ბეშიქთაშში” გადასვლამდე ქლებერსონმა მხოლოდ 20-ჯერ შესძლო “წითელი” მაისურის ჩაცმა.

მარველი

მინეირო – “ჩელსი”

მინეირო “სტემფორდ ბრიჯზე” ლუის ფელიპე სკოლარის რეკომენდაციით მოიყვანეს, თუმცა მან “არისტოკრატთა” რიგებში თამაში მხოლოდ 2-ჯერ შესძლო – ერთხელ პრემიერ ლიგაში – რის შემდეგაც ყველამ აღიარა, რომ ის რიგით მესამე არჩევანი იყო (ნახევარმცველთა შორის) მწვრთნელისათვის.

მარველი

პაულინიო – “ტოტენჰემი”

ფეხბურთელის ინგლისური კარიერა ამ ფოტოზე ყველაზე კარგად არის ასახული. პაულინიო “უაით ჰართ ლეინზე” უდიდესი პოტენციალით მოვიდა, მას რობერტო სოლდადოს გვერდით უწევდა თამაში. თუმცა მან იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ბოლოს თავს ჩინეთში გაქცევით უშველა.

მარველი

ნენე – “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

ნენე, რომელიც საჯარიმოების სპეციალისტი უნდა გამხდარიყო “ვესტ ჰემის” მაისურში, მორიგი იმედგაცრუების მომტანი ფეხბურთელი გამოჩნდა. მას და დიმიტრი პაიეს საერთო არაფერი გააჩნდათ. მართალია ნენე “მონაკოსა” და “პარის სენ-ჟერმენის” რიგებში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მას ინგლისში თამაში ძალიან გაუჭირდა. ის ახლა ბრაზილიაში, “ვასკო და გამას” რიგებში თამაშობს.

მარველი

მარიო ჟარდელი – “ბოლტონ ვანდერერსი”

ერთ დროს მას მკვლელი ინსტიქტები გააჩნდა, მისი ეს უნარი ინგლისში მოსვლის დღიდან გაუფერულდა. “პორტოს” ყოფილმა ვარსკვლავმა მხოლოდ ლიგის თასზე შესძლო გოლის გატანა. მან კარიერის დასრულებამდე 11 კლუბში ითამაშა, რის შემდეგაც მშვიდ ცხოვრებას შეუდგა.

მარველი

ალფონსო ალავესი – “მიდლსბრო”

შემტევი ფეხბურთელი, რომელიც ჟუნინიოს სტილში თამაშობდა საინტერესო ვარიანტი უნდა ყოფილიყო “მიდლსბროსთვის”, თუმცა ინგლისელთა ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მან 42 მატჩში შესძლო მონაწილეობა, რის შემდეგაც საკმაო თანხის სანაცვლოდ “ალ-სადში” გადაბარგდა.

მაიკონი ორ მატჩს გამოტოვებს

“რომას” მცველი დუგლას მაიკონი საკუთარ თანაგუნდელებს ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

მუხლის დაზიანების გამო ბრაზილიელმა “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშა და როგორც ირკვევა მომდევნო ორ შეხვედრასაც გამოტოვებს.

რომაელთა სამედიცინო შტაბის ცნობით მაიკონი “სამპდორიას” და “ჩეზენას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის უკანახაზელმა სერია ა-ს ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რომა მაიკონს და ფლორენცის გაუხანგრძლივებს

იტალიური პრესის ცნობით რამდენიმე დღეში “რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მაიკონის აგენტს, რობერტო კალენდას შეხვდება. მხარეები ბრაზილიელი მოთამაშის ახალ კონტრაქტზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ დუგლასის ამჯამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება.

გარდა ამისა, რომაელები ახალი კონტრაქტის თაობაზე კიდევ ერთ მოთამაშეს, ალესანდრო ფლორენცის ესაუბრებიან.

მოსალოდნელია, რომ 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჯამად ხელფასის სახით 650 ათას ევროს იღებს, ანაზღაურება გაუორმაგდება.

მაიკონი მუნდიალის მოგებას გეგმავს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “რომას” ფეხბურთელი მაიკონი აცხადებს, რომ ის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისა და იტალიის სერია A-ს მოგებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელები 8 ივლისს მუნდიალის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

“ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის, შემდეგ კი სკუდეტოს მოგებას ვგეგმავ. “რომას” ხელმძღვანებლობასა და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან”, – ამბობს მაიკონი.

დონეცკის შახტარის ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

დონეცკის “შახტარის” ფორვარდი მაიკონ პერეირა დე ოლივეირა, რომელიც ბოლო დროს იჯარის წესით “ილიჩივეცის” ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილთან და დავით თარგამაძესთან ერთად იცავდა, ავტოავარიაში დაიღუპა.

სამწუხარო ფაქტი დღეს დილის 4 საათზე მოხდა ქალაქ დონეცკში. ოლივეირა მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა, რომლის მძღოლიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფეხბურთელის გადარჩენა კი სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

მაიკონი: “ტოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებს”

იტალიური “რომას” მარჯვენა მცველი, მაიკონი აცხადებს, რომ ფრანჩესკო ტოტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ტოტის, რომელიც ახლა 37 წლისაა, იტალიის ეროვნულ გუნდში 2006 წლის შემდეგ არ უთამაშია.

“მე რომ მკითხოთ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, როგორ თამაშობ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ ფრანჩესკო იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრას იმსახურებს”, – ამბობს მაიკონი.

მაიკონი: “დროა, ჩვენი ძალა ყველას დავანახოთ”

იტალიური “რომას” მარჯვენა მცველი, მაიკონი აცხადებს, რომ დროა, “ჯალოროსიმ” თავისი ნამდვილი ძალა აჩვენოს.

შეგახსენებთ, რომ რომაელები იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ცამეტი ტურის შემდეგ, 33 ქულით, ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და ლიდერ “იუვენტუსს” ერთი ქულით ჩამორჩებიან.

“ზედიზედ ათი მოგებული მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, რომ გუნდი ცოტათი გადაიღალა. ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს. დროა, ჩვენი სიძლიერე ყველას დავანახოთ”, – ამბობს მაიკონი.