“მანჩესტერ სიტი” მზადაა, ისკოს ტრანსფერში 80 მილიონი გადაიხადოს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. პირველ რიგში, კატალონიელ სპეციალისტს გუნდში ისკოს მიყვანა სურს.

გვარდიოლა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს, თვლის, რომ ისკო “სიტისთვის” ზედგამოჭრილი ფიგურაა. “ქალაქელები” მზად არიან “რეალს” ამ ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაუხადონ.

მართალია, ისკოს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევროა მითითებული, მაგრამ სასტარტოში თამაში თავად ესპანელი ფეხბურთელის სურვილს წარმოადგენს.

გეტყვით იმასაც, რომ “რეალი” ისკოს წელიწადში 6 მილიონ ევროს უხდის ხელფასის სახით, მანჩესტერში კი მას 10 მილიონს პირდებიან.

გვარდიოლა: “მირჩევნია, მომავალ წელს პრემიერ ლიგა მოვიგოთ და არა – ჩემპიონთა ლიგა”

პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონი “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით დასრულდა. “ქალაქელთა” ტრიუმფის ხელმძღვანელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“უდიდესი შეცდომა იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ რადგანაც პრემიერ ლიგა მოვიგეთ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. უპატიებელი შეცდომა იქნება.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და პრემიერ ლიგის კიდევ ერთხელ მოგება? ამ პირობას ახლავე მოვაწერდი ხელს, თანაც დიდი სიამოვნებით. პრემიერ ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მირჩევნია, მომავალ წელსაც ეს ტიტული მოვიგოთ და არა ჩემპიონთა ლიგა.

პრემიერ ლიგა საუკეთესო საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, იქ ბევრი კარგი კლუბი ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პრიორიტეტი მაინც საშინაო ჩემპიონატი იქნება,” – აცხადებს გვარდიოლა.

“მანჩესტერ სიტი” კვლავ რიად მარეზს მიუბრუნდა

“ლესტერის” ალჟირელმა ნახევარმცველმა, რიად მარეზმა, შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოიცვალოს. ამ ინფორმაცაის Liecester Mercury ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ სიტი” მზადაა, ოფიციალური წინადადებით მიმართოს “მელიების” ხელმძღვანელობას. “ქალაქელები” უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონი ზამთარშიც სცდილობდა მარეზის გადაბირებას, მაგრამ უშედეგოდ.

პეპ გვარდიოლა ტრანსფერში პატრიკ რობერტსის ჩართვას გეგმავს, რომელსაც კლუბი 15 მილიონ ფუნტად აფასებს. პატრიკთან ერთად “ქალაქელებს” 50 მილიონი ფუნტის გადახდაც მოუწევთ.

გვარდიოლა: “სიტი” ბევრ ფეხბურთელს არ შეიძენს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისი გუნდი მოახლოვებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიური არ იქნება.

“ჩვენ ბევრ ტრანსფერს არ განვახორციელებთ. შესაძლოა, ერთი ან ორი დეტალი შევცვალოთ. წინა სეზონში გუნდში დიდი და სასარგებლო ინვესტიცია ჩაიდო. ეს იმიტომ, რომ, შარშან ათი-თერთმეტი ფეხბურთელი 30 წელზე მეტის იყო და გაახალგაზრდავება გვჭირდებოდა. შესაბამისად, ახლა მხოლოდ, მცირე ცვლილებებზე ვკონცენტრირდებით.”

თუ “ქალაქელები” პრემიერ ლიგის ბოლო მატჩს “საუთჰემპტონს” მოუგებენ, მაშინ ისინი ას ქულას დააგროვებენ. ამას აქამდე ძალიან კონკურენტულ ჩემპიონატზე მონაწილე ნებისმიერ გუნდზე ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა.

“რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვეცდებით. სწორედ ასე ვითამაშეთ აქამდეც და ახლა ახალი რეკორდის დამყარება გვსურს. სწორედ რეკორდები გვმატებდნენ მოტივაციას, რომ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. გვსურს, პრემიერ ლიგა მოგებით დავასრულოთ,” – ამბობს გვარდიოლა.

კარიკატურა: “ჩელსი”, თითქმის, “ჩემპიონთა ლიგის” გარეშეა

ლონდონის “ჩელსის” შანსი იმისა, რომ გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ძალიან მცირეა. ის მეხუთე პოზიციაზეა 70 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ მეოთხეადგილოსან “ლივერპულს” 72 ქულა აქვს. ბოლო ტურის შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე თუ მერსესაიდელებმა მინიმუმ ფრე ითამაშეს “ბრაიტონთან”, “ჩელსის” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გასასვლელად სტუმრად “ნიუ კასლთან” მოგებაც არ შველის. შესაბამისად, მომავალ სეზონში ინგლისის ოთხი გუნდი იქნებიან: “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და, უდიდესი ალბათობით, “ლივერპული”.

ამ საკითხზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

გვარდიოლა: “იაია ტურე კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ გუნდის ნახევარმცველი, იაია ტურე სეზონის ბოლოს “ქალაქელი” აღარ იქნება.

“იაია ტურე მომავალ სეზონში გუნდში დარჩენას აღარ აპირებს. ხოლო, ამ სეზონში, ბოლო საშინაო მატჩი “ბრაიტონთან” გვექნება. შესაბამისად, ჩვენ და იაია ვეცდებით, გამარჯვებას მივაღწიოთ. გვსურს, სწორედ ტურესთვის მოვიგოთ – მას მივუძღვნათ გამარჯვება. იაია აქ თავგადასავლის დასაწყისში მოვიდა და რასაც ახლა ჩვენ წარმოვადგენთ, მისი დამსახურებაა. ის წლების განმავლობაში გუნდის საკვანძო ფიგურა იყო,” – ამბობს გვარდიოლა.

“მანჩესტერ სიტის” რეკორდი პრემიერ ლიგაში

“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერ ლიგის 35-ე მატჩში ჩემპიონატიდან გავარდნას გადარჩენილი “ვესტ ჰემი” გაანადგურა და კიდევ ერთი რეკორდიც დაამყარა ბრიტანულ ლიგაში.

როგორც იცით, ინგლისის პრემიერ ლიგა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატად ითვლება, სადაც კლუბის მიერ ერთ სეზონში მოგებული მატჩების მაქსიმალური რაოდენობა 29 გახლდათ. “სიტისთვის” კი ეს გამარჯვება რიგით 30-ე იყო (აქამდე რეკორდი “ჩელსის” ეკუთვნოდა (2016/17).

აღსანიშნავია, რომ “ქალაქელებს” კიდევ 3 მატჩი აქვთ ჩასატარებელი – “ჰადერსფილდთან”, “ბრაიტონთან” და “საუთჰემპტონთან”. ასე რომ, სავარაუდოდ, რეკორდი კიდევ უფრო ღირსეული გახდება.

ედერსონი: “მინდა, სეზონის დასრულებამდე ერთი გოლი მაინც გავიტანო”

“მანჩესტერ სიტის” მეკარეს, ედერსონს, საკმაოდ საინტერესო მიზნები ამოძრავებს, რომელთა შორის ერთ-ერთიც, მიმდინარე სეზონში მეტოქის კარის აღება გახლავთ.თუ, რა თქმა უნდა, ამის შანსი მიეცემა.

“მესმოდა, როგორ სკანდირებდნენ ფანები ჩემს სახელს, მაგრამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გაბრიელი მივიდა (ჟეზუსი). სამწუხაროდ, მან ააცდინა. მწვრთნელს რომ ეთხოვა, პენალტს აუცილებლად გავიტანდი.

ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გამომივა საჯარიმოების შესრულება, მაგრამ პენალტებში ძალიან კარგი ვარ. ჩემტვის ტექნიკური და ძლიერი დარტყმების განხორციელება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

მართალია, “სიტის” ჰყავს არჩეული პენალტის შემსრულებელი, მაგრამ თუ პეპი უფლებას მომცემს, მე აუცილებლად გავიტან. იმედია, ამას სეზონის დასრულებამდე შევძლებ,”-აცხადებს “ბენფიკას” ყოფილი მეკარე.

“მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული” ჟორჟინიოს ტრანსფერზე იწყებენ მუშაობას

“მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები ერთმანეთს ამჯერად “ნაპოლის” ვარსკვლავის, ჟორჟინიოს ტრანსფერისთვის ეცილებიან, რომელსაც იტალიაში 50 მილიონ ფუნტად აფასებენ.

როგორც ცნობილი ხდება, დაწინაურებულ პოზიციაში “ქალაქელები” იმყოფებიან. “სიტის” წარმომადგენლებმა უკვე მოასწრეს ორი შეხვედრის გამართვა ფეხბურთელის აგენტთან და ყველაფერს აკეთებენ მისი გულის მოსაგებად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრწყინვალე სეზონის ჩატარების ფონზე, “ნაპოლი” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს 26 წლის ჟორჟინიოსთან, რომელიც იტალიაში 17 წლის ასაკში გამოჩნდა.

სტერლინგმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა

“მანჩესტერ სიტის” გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი, “ქალაქელების” მიერ “სუონსის” კარში გატანილი ხუთი გოლიდან ერთ-ერთის ავტორი გახდა, რითიც პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

35-ე ტურში გატანილი გოლი მისთვის რიგით მე-18 გოლია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის გოლი მან პრემიერ ლიგის ერთ სეზონში პირველად გაიტანა, წინ კი სამი მატჩი აქვს შედეგის გასაუმჯობესებლად.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ორჯერ უფრო მეტი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ვიდრე თავის საუკეთესო სეზონში – 2013/14 წლების სეზონში “ლივერპულის” მაისურით მან 9-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

სტერლინგის გაჩემპიონების გამო, “ლივერპული” “მანჩესტერ სიტისგან” ბონუსს მიიღებს

როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში “მანჩესტერ სიტის” მდევრებმა თეორიული შანსიც კი დაკარგეს პირველ ადგილზე გასვლისა და პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა.

“მანჩესტერ სიტის” გაჩემპიონებით რაჰიმ სტერლინგის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტი გააქტიურდა, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ რაჰიმი “ქალაქელებს” გააჩემპიონებდა, მათ დამატებით 1 მილიონი ევრო უნდა გადაერიცხათ “ლივერპულის” საბანკო ანგარიშზე.

შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგი “ეტიჰად სტედიუმზე” 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა, ტრანსფერის ღირებულება 44 მილიონ ფუნტს შეადგენდა, დარჩენილი 5 მილიონი კი ბონუსის სახით იყო გაწერილი.

მოურინიოს და გვარდიოლას “შახტარის” ნახევარმცველი მოუნდათ

“მანჩესტერ იუნაიტედი” და “მანჩესტერ სიტი” შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველით, ფრედით არიან დაინტერესებულნი. ამის შესახებ ინგლისური გამოცემები წერენ. გეტყვით, რომ, ჯერჯერობით, ორივე მათგანი 60 მილიონ ევროს ჩამოდის 25 წლის ფეხბურთელში.

“წითელი ეშმაკების” კაპიტანი, მაიკლ კერიკი სეზონის ბოლოს გუნდიდან მიდის. შესაბამისად, მას შემცვლელი სჭირდება. ამის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად სწორედ ფრედი სახელდება.

რაც შეეხებათ “ქალაქელებს”, პეპ გვარდიოლას ძირითად შემადგენლობაში ორი ასაკში შესული ფეხბურთელი ჰყავს: დავიდ სილვა და ფერნანდინიო. ორივე მათგანი 32 წლისაა. სწორედ ამ საქმისთვის, კატალონიელ სპეციალისტს ფრედი იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.

ბრაზილიელი “ინტერნასიონალის” აღზრდილია. იგი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინულ გუნდში და ამ პერიოდის მანძილზე პრემიერ ლიგაში ათი გოლიც გაიტანა.