მარკუს რეშფორდმა საკმაოდ კომფორტული სხვაობით დაამარცხა მისი კონკურენტები და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთლის სტატუსიც მოიპოვა (“მანჩესტერ იუნაიტედის”).
18 წლის ფორვარდმა სექტემბრის თვეში ექვსჯერ მოირგო “წითელი” მაისური. ამ დროის მანძილზე კი მან 3 გოლის გატანა მოახერხა – ინგლისელმა ფორვარდმა “უოტფორდის”, “ნორთემპტონისა” და “ლესტერ სიტის” კარები აიღო.
Manutd.com-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ათასობით ფანმა მიიღო. რეშფორდმა ხმების 45 პროცენტი მიიღო, ანდერ ერერამ 29, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა – 26.