მარკოს როხომ პრემიერ ლიგის კუმირი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, მარკოს როხომ მისი თანამემამულე, ხუან სებასტიან ვერონი პრემიერ ლიგის იმ ფეხბურთელად დაასახელა, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მოსწონდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ არგენტინელები ერთმანეთის მხარდამხარ სამი წლის მანძილზე, “ესტუდიანტესის” რიგებში თამაშობდნენ, სანამ როხო მოსკოვის “სპარტაკში” (2011 წელს), შემდეგ კი “მანჩესტერში” არ გადავიდოდა 16 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ (2014-ში).

კითხვაზე, თუ ვინ იყო ბავშვობაში მისი პრემიერ ლიგის კუმირი, როხომ განაცხადა: “მე ყოველთვის ვაკვირდებოდი და ვბაძავდი ვერონს. ჩვენ საერთო საკმაოდ ბევრი გვაქვს, “ესტუდიანტესშიც” ვთამაშობდით და შემდეგ ორივემ “იუნაიტედში” ამოვყავით თავი.

ის ერთ-ერთია დიდებულ ფეხბურთელთა შორის. როდესაც არგენტინაში ვცხოვრობდი, მის თამაშებს რეგულარულად ვადევნებდი თავს.” – განაცხადა 26 წლის მარკოს როხომ.

“ევერტონის” ფანებს დეპაი უკვე თავისიანად მიაჩნიათ

მერსესაიდული “ევერტონის” ოფიციალური გვერდის (Twitter) საკმაოდ უცნაური განცხადება “კამფეტების” გულშემატკივრებმა იმის მანიშნებლად მიიღეს, რომ მემფის დეპაის “გუდისონზე” გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

სხვა კლუბების მსგავსად, “ევერტონმაც” გამოაქვეყნა იმ ქვეყნის ნაკრების ანგარიში, რომლის მოთამაშეც მის გუნდშია (იანიკ ბოლასი), რაც სავსებით ბუნებრივია. მაგრამ რა შუაში იყო მემფის დეპაი?

ამას ემატება ისიც, რომ დღეს “ევერტონის” თავკაცმა დეპაისადმი ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა.

გულშემატკივართა რეაქცია კი ამდაგვარი იყო:

“ევერტონმა” დეპაიზე დაპოსტა, ღმერთო ჩემო, ის გადმოვიდა!”


“ევერტონი” დეპაიზე წერს… როგორც ჩანს, შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.”


“როგორც ჩანს, ამ ჭორებშიც იყო სიმართლის მარცვალი.”

მერსესაიდელთა თავკაცი დეპაის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

მერსესაიდული “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ადასტურებს ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაისადმი, რომელსაც ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვეს” სკაუტები აკვირდებიან.

“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩემს გუნდში, “ევერტონში.” – განუცხადა “საუთჰემპტონის” ექს-თავკაცმა Fox Sports-ის ჟურნალისტებს.

“ჩემი გადმოსახედიდან, ის ძალზედ საინტერესო ფეხბურთელია. მემფისი ინდივიდუალურადაც საკმაოდ ძლიერია, ბურთთან ერთად ის ყოველთვის საშიშია.

ერთადერთი, რაც მას სჭირდება საკმარისი რაოდენობის სათამაშო დროა.

მის გადაბირებას “საუთჰემპტონში” ყოფნის პერიოდშიც ვცდილობდი, 2015 წელს, მაგრამ ჰოლანდიელები “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადებამ უფრო მოხიბლა, რაც ლოგიკური იყო.”

Calciomercato: “იუვენტუსის” სკაუტები მემფის დეპაის აკვირდებიან

იტალიურ Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი შემტევის, მემფის დეპაის თამაშისთვის თვალის სადევნებლად სკაუტები გაგზავნა.

წყაროს ცნობით, ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირებით “ბებერი ქალბატონის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩია დაინტერესებული, რომლის დავალებითაც სკაუტები ჰოლანდიასა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მემფისი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

როგორც იცით, მანჩესტერელთა თავკაცი, ჟოზე მოურინიო 22 წლის მემფისს დიდად არ წყალობს, ამიტომაც საკმაოდ დიდია შანსი, რომ ჰოლანდიელმა კლუბი იანვარშივედატოვოს.

ლინგარდი: “მანჩესტერს” პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელ ფეხბურთელს, ჯესი ლინგარდს სჯერა, რომ მიუხედავად გასაჭირში ყოფნისა, “წითელ ეშმაკთა” ამ შემადგენლობას პრემიერ ლიგის მოგების შანსი მაინც აქვს.

“ახლადმოსული ფეხბურთელები გუნდს ძალიან დაეხმარნენ. ერთმანეთს ჯერ კიდევ ვეცნობით, ერთმანეთისგან ვსწავლობთ და დღითი დღე ვძლიერდებით.

განხორციელებული ოთხი ტრანსფერის შემდეგ იმდენად ძლიერი გუნდი შეიქმნა, რომ მჯერა, ლიგის მოგების შანსი ჯერაც არსებობს.” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდს 18 ქულა აქვს, რითიც ისინი მე-6 ადგილს იკავებენ სატურნირო ცხრილში.

OK Diario: პერესმა მარკუს რეშფორდის გადაბირება განიზრახა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა, ნიჭიერი ფორვარდის, მარკუს რეშფორდის გულის მოგებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას OK Diario ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში ამა წლის იანვარში მოხდა, სანამ ის ინგლისის ნაკრებშიც ჩაატარებდა თავის პირველ მატჩს.

მიუხედავად გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერისა, “ბლანკოსის” ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ რეშფორდის “შვილად აყვანას” მაინც შეძლებენ, რაც მადრიდელებმა უკვე დაავალეს საუკეთესო სკაუტებს.

თუმცა, არსებობს ტრანსფერის შემაფერხებელი ერთი ფაქტორი: “რეალმა” იანვარშიც რომ მოახერხოს მისი გადაბირება, რეშფორდის დებიუტი 2018 წლის იანვრამდე მაინც ვერ შედგება მადრიდულ კლუბში.

პაპარაცებმა უგო ლორისი ფორმაში გამოწყობილი რუნის შვილი გამოიჭირეს (ფოტო)

უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედში” მე-13 სეზონს ატარებს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მის შვილს ამ კლუბის ფორმა სცმოდა.

რუნის ექვსი წლის ვაჟი, კაი “იუნაიტედის” აკადემიაში ვარჯიშობს, მაგრამ პაპარაცებმა ის “ტოტენჰემის” ფორმაში, კერძოდ კი უგო ლორისის უნიფორმაში გამოწყობილი გამოიჭირეს, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.

Mirror: “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს დაადგა თვალი

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ ამბიციური ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, რომელიც მორგან შნაიდერლინინის “არწივთა ბუდეში” გადაყვანას გულისხმობს.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერის” 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება, რაც თავის დროზე ლუი ვან გაალს 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა, პირადად ალან პარდიუს სურვილს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრაფორდის” ახალი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო მისდამი გულგრილად არის განწყობილი – პრემიერ ლიგის ახალ სეზონში მას მხოლოდ 5 წუთი აქვს ნათამაშები.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაფხულში ექს-“საუთჰემპტონელის” ტრანსფერით მაურისიო პოჩეტინოც ინტერესდებოდა.

“მანჩესტერის” ფანი: “გააგდეთ მოურინიო, თორემ ჩემს ძაღლს მოვკლავ!” (ფოტო)

ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” საქმე კარგად არ მისდის. წითელი ეშაკები პრემიერ ლიგაში გამარჯვებას უკვე რამდენიმე ხანია ვერ ახერხებენ. ამას გასულ ხუთშაბათს დაემატა ისიც, რომ მანჩეტსერულმა კლუბმა ევროპის ლიგაზე “ფენერბახჩესთან” ანგარიშით, 1-2 წააგო.

ძალიან ბევრ გულშემატკივარს ყელში ამოუვიდა გუნდის ასეთი წარუმატებელი სერია. “მანჩესტერის” ფანებმა ნახსენები წაგების შემდეგ Twitter-ი აიკლეს მოურინიოს გუნდიდან გაშვების მოთხოვნით.

ერთ-ერთი ფანი ასეთ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: “გააგდეთ მოურინიო, თორემ ჩემს ძაღლს მოვკლავ!”

cats

პოლ პოგბამ ტრავმა “ფენერბახჩესთან” მატჩში ტრავმა მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, პოლ პოგბამ “ფენერბახჩესთან” გამართული ევროპალიგური დაპირისპირების პირველ ტაიმში საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო მარჯვენა მუხლზე.

ბრიტანელთა რეკორდული შენაძენი, რომელმაც ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატჩის დაწყებიდან 28 წუთში შეცვალა. ზლატანის გამოსვლისთანავე, რუნიმ ნახევარდაცვაში გადაინაცვლა.

დიდი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერელების დახმარებას “სუონსისთან” გასამართ მატჩში ვერ შეძლებს, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში “წითელ ეშმაკებს” დისკვალიფიცირებული ანდერ ერერაც დააკლდებათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მანჩესტერელთა მხრიდან ლაზარეთში ანტონიო ვალენსია და ერიკ ბაილიც იმყოფებიან მაშინ, როდესაც მოურინიო ფილ ჯონსსა და ჰენრიკ მხითარიანს მოედანზე გასვლის საშუალებასაც არ აძლევს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ჯეიმს უილსონი ნახევარ სეზონს გამოტოვებს ( ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, ჯეიმს უილსონმა სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც საკმაოდ სერიოზული ოპერაციის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ უილსონი სეზონის დასაწყისში ინგლისის რიგით მეორე დივიზიონში მოთამაშე “დერბის” შეუერთდა, თუმცა ამ კლუბის მაისურით მან მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოახერხა. ერთ-ერთი ვარჯიშისას, მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც უკან, მანჩესტერში მოუწია დაბრუნება.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას სეზონის დიდი ნაწილის გატარება ლაზარეთში მოუწევს, თუმცა ის მომავალს იმედიანად შეჰყურებს, რაც ამ ფოტოზეც ნათლად ჩანს:

ჟოზე მოურინიო 50 000 ფუნტითა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დააჯარიმეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 50 000-ფუნტიანი ჯარიმით დასაჯეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული “დანაშაულის” გამო.

ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა სადისციპლინო ჯგუფმა ჩათვალა, რომ პორტუგალიელის მატჩის შემდგომი კომენტარები, რომელიც “ლივერპულთან” გამართული მატჩის არბიტრს, ანტონი ტეილორს ეხებოდა, შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომაც მას 50 000 ფუნტის გადახდა მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდასთან ერთად.

რაც შეეხება ერთმატჩიან დისკვალფიიკაციას, ამით ის “ბარნლისთან” მატჩში მსაჯის მიმართ ნასროლი შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის დაისჯება. დისკვალიფიკაციასთან ერთად მას 8 000 ფუნტის გადახდაც მოუწევს.