გასულ სეზონში ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა. ესპანელი სპორტსმენი არსებული სიტუაციით უკმაყოფილო იყო და იგი კლუბის დატოვებაზეც ბევრს ფიქრობდა. ალვარო “მანჩესტერ უნაიტედს” დაუკავშირეს, თუმცა ტრანსფერი, ჯერჯერობით, არ შედგა. სამაგიეროდ, “წითელმა ეშმაკებმა” რომელუ ლუკაკუ გაიფორმეს. ამის შემდეგ თითქოს მინელდა საუბარი მორატას “გაეშმაკებაზე”.
მიძინებული ხმები ჟოზე მურინიოს უახლესმა განცხადებამ გააღვიძა. როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მას ისევ სურს მორატას შეძენა, თუმცა ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და ტრანსფერის განხორციელების შანსი ცოტა არის. მოურინიომ ასევე დასძინა, რომ ბოლომდე შეეცდება იმ მოთამაშის გადაბირებას, რომელთან ერთადაც მადრიდის “რეალში” მუშაობდა.
აქვე გეტყვით, რომ მორატას “მილანიც” იწვევს. ამჟამად ესპანელი “ბლანკოსთან” ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის.