“ლივერპულის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა.
“ვულვერჰემპტონის” წინააღმდეგ დახურულ მოედანზე გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0) იტალიელი მოთამაშე მთავარ მსაჯ კრის ფოის დაუპირისპირდა.
ბალოტელი არბიტრთან მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელის უხეშ თამაშს აპროტესტებდა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “ლივერპულის” ახალწვეულმა მოწინააღმდეგეს თავშიც წამოარტყა. სერიოზული კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით იტალიელი ფორვარდი პირველივე ტაიმში შეცვალეს.