ოფიციალურად: “ვოლფსბურგმა” მარიო გომესი დაიმატა

გერმანულმა “ვოლფსბურგმა” მარიო გომესის ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი გვატყობინებს.

გერმანელი თავდამსხმელი, რომლის გადაბირებაც “ვოლფსბურგს” დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდება, 2013 წელს გადაბარგდა “ფიორენტინაში”, თუმცა გასული სეზონი მან “ბეშიქთაშის” რიგებში გაატარა.

გომესმა სუპერ ლიგის 33 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მან თურქული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მარიო გომესით დაინტერესდა – „Sky Sports“

„Sky Sports“-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „ფიორენტინას“ თავდამსხმელით მარიო გომესით დაინტერესდა, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარით „ბეშიქთაშში“ თამაშობს.

„იები“ 30 წლის ფორვარდის გაყიდვისგან 14 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ, მაგრამ ტრანსფერი 2016 წლის ზაფხულამდე ვერ შედგება, რამეთუ თურქულ კლუბთან გერმანიის ნაკრების ფორვარდს შეთანხმება სწორედ ამ პერიოდამდე აკავშირებს.

სათქმელია, რომ აქამდე ევროპული პრესა გომესის „გალათასარაიში“ შესაძლო გადასვლის შესახებაც წერდა.

მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს

“ფიორენტინას” თავდამსხმელი მარიო გომესი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის გერმანელი ფეხბურთელი სტამბულში ხუთშაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 8 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კი წელიწადში ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მარიო გომესმა 20 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

 

გომესი „ბეშიქთაშში“ გადავა

„ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი უახლოეს დროში სამუშაო ადგილს შეცვლის. 30 წლის ფორვარდი სტამბულის „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ცნობილი იტალიური სპორტული სააგენტო „ტუტომერკატოვები“ წერს.

როგორც წყარო იტყობინება, თურქულმა კლუბმა გომესთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ახალ კლუბში მისი ყოველწლიური ხელფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ტრანსფერის საფასურს, „ფიორენტინა“, კომპენსაციის სახით, 7 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გომესი ფლორენციაში 2013 წელს, მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა.

აქამდე მარიოს „მონაკოში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებაც იწერებოდა.

 

„მონაკო“ მარიო გომესით დაინტერესდა

„ფიორენტინას“ თავდამსმხელმა მარიო გომესმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, რის შესახებაც „სქაი სპორტსი“ საუბრობს. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის გერმანელი „მონაკოს“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ კლუბს, სავარაუდოდ, თავდამსმხელი დიმიტარ ბერბატოვი დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გომესით ასევე „შახტარი“, „გალათასარაი“, „ბორუსია“, „სუონსი“, „ნიუ-იორკ რედ ბულსი“ და „ნიუ-იორკ სიტი“ ინტერესდებიან

განვლილ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის სერია ა-ში 20 მატჩი ჩაატარა, რომლეშიც 4 გოლი გაიტანა.

“ფიორენტინას” გომესის გაყიდვას აპირებს

იტალიური ფიორენინა ზაფხულში მარიო გომესის გაყიდვას აპირებს.

ფიორეს სამწვრთნელო შტაბში საბოლოოდ გაუცრუვდათ იმედები 29 წლის გერმანელთან დაკაშირებით და ამიტომ მის ნაცვლად სხვა მოთამაშის მოწვევას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში გომესმა, რომელიც ფლორენციულ კლუბში 2013 წლიდან თამაშობს, სერია ა-ში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

გომესი: “ფიორენტინას ბარსელონაზეც კი არ გავცვლი”

“ფიორენტინას” ფორვარდმა, მარიო გომესმა განაცხადა, რომ ფლორენციულ კლუბში თამაშის გულისთვის უარს “ბარსელონასაც” კი ეტყოდა.

“ბარსელონსა ინტერესის შესახებ ჭორები არ მაინტერესებს. ფლორენციაში მსურს დარჩენა, სადაც მოსაგებად და მიზნების მისაღწევად ჩამოვედი. ნათელია, რომ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონტს ვერ მოვიგებთ. ამიტომ, ჩვენი მიზანი დარჩენილი შეხვედრების მოგებაა. განსაკუთრებით ეს იტალიის თასსა და ევროპა ლიგას ეხება. ტიტულის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ” – განაცხადა გომესმა.

ვინჩენცო მონტელა: “როგორც ჩანს, “ფიორენტინას” ფორვარდები დაწყევლილები არიან”

“ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ იმედგაცრუება იმედგაცრუება გამოსთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეებს ჯუზეპე როსისა და მარიო გომესს ტრამვა აწუხებთ.

“ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გუშინ გომესი მშვენიერ ფორმაში იყო და ვარჯიშობდა. იმედგაცრუებულები ვართ.”

“როგორც ჩანს, ჩვენი ფორვარდები დაწყევლილები არიან”

“იმედი მაქვს, გომესი და  ძალიან მალე დაბრუნდება ლაზარეთიდან” – განაცხადა მონტელამ.

იოახიმ ლიოვი: „არამგონია, მარიო გომესი მუნდიალისთვის მზად იყოს“

დღეს გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც „ფიორენტინას“ თავდამსხმელი მარიო გომესი ვერ მოხვდა.

„მსურს, რომ მარიო კარგ ფორმაში იყოს, თუმცა სექტემბრიდან მოედანზე მან დაახლოებით 280 წუთი გაატარა, ამიტომაც, არამგონია, იგი ტურნირისთვის მზად იყოს.

ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა მეკარეები გვყავს, თუმცა, გადავწყვიტე, ორი გამოცდილი და ერთი პერსპექტიული გოლკიპერი წამეყვანა.

რატომ არ არის კრუზე? ფოლანდმა ბოლო წლებში მოუმატა და კრუზეს პოლონეთთან მატჩისთვის აღარ გამოვიძახეთ.

მოგვიანებით სამი ხედირაც შემოგვიერთდება. დურმი? მან ნაკრებში ადგილი დაიმსახურა.

მიროსლავ კლოზე დიდ ტურნირებზე ყოველთვის წარმატებულად თამაშობდა. ასე რომ, იგი ძალიან გამოგვადგება“, – განაცხადა „ბუნდესტიმის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარიო გომესი “ფიორენტინას” გულშემატკივრებს მეტ გოლს პირდება

იტალიური “ფიორენტინას” თავდამსხმელი, მარიო გომესი კლუბის გულშემატკივრებს პირდება, რომ უფრო მეტ გოლს გაიტანს.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” შორის გამართულ მატჩში (1:1), გერმანელმა თავდამსხმელმა მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა.

“დღევანდელმა გოლმა ნამდვილად ძალიან გამახარა. ვიცი, რომ გუნდისათვის ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მომავალში უფრო მეტ გოლს გავიტან”, – ამბობს გომესი.

მარიო გომესმა ტრავმა მოირჩინა

იტალიური “ფიორენტინას” თავდამსხმელი, მარიო გომესი სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა დაზიანება ჯერ კიდევ 15 სექტემბერს მიიღო. ამ დროის მანძილზე, იგი საავადმყოფოში იმყოფება.

ახლა კი, სამედიცინო გამოკვლევებმა გამოამჟღავნა, რომ მარიო გომესმა ტრავმა სრულად მოირჩინა. უახლოეს მომავალში, 28 წლის გერმანელი მოთამაშე ტრენინგს დაუბრუნდება.

სანდრო საპანაძე