დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევმა ნახევარმცველმა გუშინდელი შეხვედრა შეაჯამა.
“პირველი მატჩი ცუდად ჩავატარეთ, ამიტომ მეორეში მოგვიწია მადრიდში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. პირველივე წუთებიდან თამამად შევუტიეთ.
ჩვენ უბრალოდ არ გაგვიმართლა, ძალიან ახლოს ვიყავით მესამე ბურთის გატანასთან. გოლის გატანის კარგი შანსები მადრიდშიც გვქონდა, თუმცა ვერც იქ გამოვიყენეთ შესაძლებლობები. შარშანდელი ფინალის შემდეგ, წელს 1/4-ფინალში გასვლა დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის” – განაცხადა “ბორუსიას” ლიდერმა.