მასკერანო: “ბარსაში” საუკეთესო წლები უკვე მქონდა, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის”

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ ესპანურ გრანდში მისი დრო, ფაქტობრივად, ამოიწურა.

“ვფიქრობ, ჩემი დრო აქ ამოიწურა. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამდენი დროის შემდეგ, კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება აღარ შემიძლია. შესაბამისად, ჩემი დრო ნელ-ნელა მიდის. ამას დამძიმებული გულით არ ვამბობ. აქ ჩემი კარიერის საუკეთესო წლები მქონდა, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.”

“ვფიქრობ იმ ერთ-ერთი ადამიანთაგანი ვარ, რომლებმაც იციან, როდის გამოვდიდნენ სცენიდან. ვხვდები, როდის აღარ შევეფერები კოლექტივს. მინდა, სცენიდნა სწორ დროს გამოვიდე. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ პერიოდს, რა თქმა უნდა “ლივერპულისას” ვერ შევადარებ. მაშინ იქ არსებული მდგომარეობა არ მომწონდა და სწორედ ამიტომ დავტოვე იქაური გუნდი. აქ კი სულ სხვა გრძნობა მაქვს,” – აცხადებს არგენტინელი.

მასკერანო “ბარსელონას” ტოვებს?

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მან კლუბთან კონტრაქტი აღარ გაახანგძლივსო.

მასკერანომ TyC Sports-თან ინტერვიუ ჩაწერა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“კლუბთან კონტრატქი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს, მაგრამ შესაძლებელია, ის აღარ გახანგრძლივდეს, ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ-ჯერობით არავისთან მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, ამჟამად “ბარსელონაში” ჩემი ყოფნით ყველა მოხარულია. ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო მეძლევა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ გუნდში ჩემზე უკეთესი ორი ცენტრალურიმცველია. ვაპირებ, ვიბრძოლო ჩემი ადგილის მოსაპოვებლად და როდესაც შანსი მომეცემა, ბოლომდე გამოვიყენო ის. რაც შეეხება ჩემს სანაკრებო კარიერას, 2018 წლის მუნდიალზე ბოლოჯერ მოვირგებ არგენტინის ფორმას. მე მსურს, ბრაზილიაში ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ,” -განაცხადა ხავიერ მასკერანომ.

ხავიერ მასკერანომ “ბარსელონას” მაისურით მეტოქის კარში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ოსასუნა” მიიღო.

მატჩის 67-ე წუთზე, სტუმართა კარი ხავიერ მასკერანომ დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიელთა მაისურით გოლის გატანა პირველად მოახერხა.

გაახანგრძლივებს თუ არა მასკერანო “ბარსასთან”? არგენტინელის მომავალი გარკვეულია!

სულ ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო დათანხმდა კონტრაქტის გახანგრძლივებას.

როგორც ირკვევა, 32 წლის სპორტსმენი 2019 წლამდე დარჩება “ბარსელონაში”. შეგახსენებთ, რომ ხავიერი 2010 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა ესპანურ გუნდში და მის შემადგენლობაში 300-მდე მატჩი ჩაატარა; მას გოლი არ გაუტანია.

TOP 5: მოქმედი ფეხბურთელები, რომლებიც სავარაუდოდ, კარგი მწვრთნელები იქნებიან

იყო დიდი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კარგი მწვრთნელი იქნები. ამის კარგი მაგალითი დიეგო მარადონაა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწია.

თუმცა, დღესდღეობით, მოქმედ ფეხბურთელებში ისეთი თვისებების დანახვაა შესაძლებელი, რომლებიც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ შეიძლება, ისინი კარგი მწვრთნელები გამოვიდნენ. ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ ასეთი ფეხბურთელებისაგან ხუთეული შეადგინა.

ჩაბი ალონსო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 34 წლის

5

ჩაბი ალონსოს ისეთ დიდ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორები პეპ გვარდიოლა, რაფა ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე არიან. როცა ალონსო მოედანზეა, ის მთელ თამაშს აკონტროლებს. ბევრს უთქვამს, რომ ჩაბი უკვე მწვრთნელივით აზროვნებს.

ფილიპ ლამი
პოზიცია: ფლანგის მცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 32 წლის

4475108

ფილიპ ლამი რომ მწვრთნელი გახდება, ეს ყველამ იცის. ზოგადად, რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც მწვრთნელის როლს ისე ითვისებს, როგორც ლამი. ვეტერანი გერმანელი მწვრთნელების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. გვარდიოლამ “ბაიერნში” წარმატებას მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ლამს მიუძღვის.

ჯანლუიჯი ბუფონი
პოზიცია: მეკარე
ასაკი: 37 წლის

cats

მეკარეები მწვრთნელები იშვიათად ხდებიან, თუმცა მოქმედი კარის დარაჯებიდან თუ რომელიმეზე იფიქრებ, რომ ის მწვრთნელი გახდება, უპირველესად ჯიჯი ბუფონი უნდა გაგახსენდეს. ბუფონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის იქნება, რომ მას ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია. გავიხსენოთ დინო ძოფი – მეკარე, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად იმუშავა, 2000 წელს კი იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

ხავიერ მასკერანო
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი
ასაკი: 31 წლის

cats

ხავიერ მასკერანოს ლიდერის თვისებები გააჩნია. ხშირად, როცა “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კაპიტნის სამკლავურს არ ატარებს, ის თანაგუნდელებს რჩევებს აძლევს და ცდილობს, ისინი დამუხტოს. თუ მასკერანო მწვრთნელი გახდება, უნდა იცოდეთ, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

ჯორჯო კიელინი
პოზიცია: ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი
ასაკი: 31 წლის

cats

დღესდღეობით, ფეხბურთში აღარაა ბევრი ისეთი მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკაშიც ძალიან კარგია და ფეხბურთელების მოტივირებაც უმაღლეს დონეზე შეუძლია. ჯორჯო კიელინი კი სწორედ ასეთია. ის ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და მოედანზე სულსა და გულს დებს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯოს ძლიერ იტალიელ სპეციალისტთან უმუშავია, რომელთაგანაც ის ბევრ ტაქტიკურ დეტალს ისწავლიდა.

მასკერანო: “ჩემი თავი მესის ადგილას ვერ წარმომიდგენია”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო ლიონელ მესის კრიტკას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის განსაკუთრებულია.

შეგახსნებთ, რომ ბოლო დროს მესის სამშობლოში ნაკრებში თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

“მესის ადგილას ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. მის ადგილას ყოფნა მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ. სხვებზე საუბარი ადვილია, მაგრამ ფაქტია, რომ ლეო არგენტინის ნაკრებში ჩამოდის და ბოლომდე იხარჯება”, – უთხრა მასკერანომ ჟურნალისტებს.

მასკერანომ ნეიმარი დაიცვა

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაკლუბელი ნეიმარი დაიცვა, რომელმაც კოლუმბიის ნაკრებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში წითელი ბარათის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიაკცია მიიღო.

„ნეიმარს ფეხებში ოცჯერ ჩაარტყეს, ერთი ყვითელი ბარათი კი მან ხელით თამაშისთვის მიიღო. ასეთი ტიპის ნიჭიერ ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას არ აძლევენ. მათ დასაცავად მეტის გაკეთებაა საჭირო. მის წინააღმდეგ უხეშობამ მოთამაშის მორალურ მდგომარეობაზე იმოქმედა. ნეიმარი – ნეიმარია, ის მხოლოდ 23 წლისაა. ბრაზილიამ ამით ბევრი დაკარგა“, – განაცხადა არგენტინელმა.

ნეიმარს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მასკერანო: “სუარესი ეტოოს ჰგავს”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელ ლუის სუარესზე ისაუბრა და თქვა, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი სამუელ ეტოოს ძალიან ჰგავს.

“სუარესი ეტოოს ძალიან ჰგავს, მათ მსგავის ხასიათები აქვთ. მაგალითარ, ორივე მებრძოლია და როცა მეტოქე გვიტევს, ლუისიც ყოველთვის გვეხმარება.

სუარესი თავმდაბალი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ბევრს შრომობს. ვფიქრობ, მან ჩვენი გუნდი გააძლიერა”, – განაცხადა მასკერანომ.

მასკერანო: “მინდა, ჩავი და დანი ალვეში “ბარსელონაში” დარჩნენ”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ მას ჩავისა და დანი ალვეშის გუნდში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი მოთამაშე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ გრანდს დატოვებს.

“დანი ალვეში “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის დადებითი პიროვნებაა და მინდა, რომ ჩვენს გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩეს. რაც შეეხება ჩავის, ის კლუბის ისტორიის ნაწილია. კარგი იქნება, თუ ისიც “ბარსელონაში” დარჩება”, – ამბობს არგენტინელი.

კრიშტიანო რონალდუ ხავიერ მასკერანოს წინააღმდეგ (ვიდეო)

22 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

ჩავიმ წლის საუკეთესო სამ ფეხბურთელში მასკერანო შეიყვანა, რონალდუ – არა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა წლის საუკეთესო სამი ფეხბურთელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კატალონიური გრანდის კაპიტანმა საუკეთესო სამეულში ორი თანაგუნდელი შეიყვანა.

Sport-ის ჟურნალისტმა ჩავის ჰკითხა, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი რომ ყოფილიყო, ვის მისცემდა ხმას “ოქროს ბურთის” გამოკითვაში.

“პირველი ლიონელ მესი, მეორე ფილიპ ლამი, მესამე კი ხავიერ მასკერანო”, – თქვა ჩავიმ.

ბევრისათვის მოულოდნელად, ესპანელმა ფეხბურთელმა სამეულს მიღმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ დატოვა.

“ჩემი აზრით, 2014 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად თამაში ბევრს ნიშნავდა, ეს კი რონალდუს არ გამოუვიდა”, – აღნიშნა 34 წლის მოთამაშემ.

მასკერანო განაცხადში ვერ მოხვდა

დღეს, კატალონიის ”ბარსელონა” ”კამპ ნოუზე” მე-12 ტურის შეხვედრას გამართავს. ”ლურჯ-ბროწეულისფერები” საკუთარ კედლებში ”სევილიას” მიიღებენ. მატჩამდე ლუის ენრიკემ გამოქვეყნა განაცხადი.

ყურადღება მისაქცევია ერთი ფაქტი. ლუის ენრიკემ განაცხადის მიღმა დატოვა ხავიერ მასკერანო.  ამ თემაზე პრესისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია.

გუნდს ასევე დღევანდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიამ: მასიპი, მონტოია, დუგლასი, ვერმაელენი და ინიესტა.

სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, ბარტრა, ალბა, ალვეში, ადრიანო, მატიე, რაფინია, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, სერხი რობერტო, პედრო, მუნირი, სუარესი, მესი და ნეიმარი.