“ლივერპულმა” “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

“სპორტ მედიასეტის” თანახმად, “ლივერპულმა” მილანის “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ლუკას ლეივასა და მატეო კოვაჩიჩის გაცვლაზე.

“ინტერს” შეთავაზებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია, “ნერიაძურიმ” გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო.

Lucas Leiva

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კოვაჩიჩმა 28 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ლუკას ლეივას, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

მატეო კოვაჩიჩი — ახალი ინიესტა?

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გუნდის ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “ნერიაძურის” თავკაცის თქმით, კოვაჩიჩს შეუძლია, “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებს ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას დონის ფეხბურთელი გახდეს.

“კოვაჩიჩი სწრაფად ვითარდება. ის გადაცემების კეთებისას სულ უფრო ცოტა შეცდომას უშვებს, უფრო ხშირად იხსნება, წინ მიდის. მას დიდი ნიჭი აქვს და კიდევ განვითარდება. ის შესაძლოა, ახალი ინიესტა გახდეს, თუმცა დიდი წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქცოთ”, – ციტირებს მაცარის სიტყვებს goal.com-ი.

მატეო კოვაჩიჩმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით ხუთი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.