2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯი ხსნის, რატომ უჩვენა ზიდანს წითელი ბარათი

2006 წლის მსოფლიიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები უპირისპირდებოდბნენ ერთამენთს, ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის გულ-მკერდის არეში თავი ჩაარტყა და იტალიელიც ძირს დაეცა. მთავარმა არბიტრმა, ჰორასიო ელისონდომ ფრანგთა კაპიტანს წითელი ბარათი უჩვენა.

12 წლის შემდეგ ნახსენები არბიტრი ფინალში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

“დავინახე, რომ ჩემიდან 30-40 მეტრის მანძილზე მატერაცი ძირს იწვა. ამიტომ, მე გავაჩერე თამაში. ჩემს თავს ვკითხე, “ოუ, რა შეიძლება, მომხდარიყო?” სწრაფადვე, გადამცემით ვკითხე ასისტენეტებს, “რა მოხდა?” გასაკვირად, მათ მითხრეს, რომ არაფერი დაუნახავთ. გავიფიქრე, რომ პრობლემა მქონდა. მაგრამ ჩემი დამცველი ანგელოზი გამოჩნდა: მეოთხე მსაჯი, ლუის მედინა კანტალეხო. მან მითხრა: “ჰორასიო, ჰორასიო, ზიდანმა მატერაცის ძლიერად თავი ჩაარტყა. როცა ვიდეოს ნახავ, ამას ვერ დაიჯერებ. როდესაც დანაშაულის ადგილზე დავბრუნდი, გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, რომ ზიდანი მოედნიდან გამეგდო,” – ამბობს ელისონდო.

ზიდანი: “არ ვამაყობ იმით, რაც მატერაცის გავუკეთე”

ზინედინ ზიდანმა Telefoot-თან ინეტრვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცისთან მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, მაშინ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა იტალიელს თავი გულ-მკერდის არეში ჩაარტყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

“ნამდვილად არ ვამაყობ იმით, რაც იმ მომენტში გავაკეთე. თუმცა, ეს ჩემი კარიერის ნაწილია. მატერაცისთან მომხდარი ინციდენტი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მომენტია, ეს არის ისეთი რამ, რასთან შეგუება მომიწევს,” – აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ ნახსენები მუნდიალის ფინალი ზინედინ ზიდანისთვის ბოლო შეხვედრა იყო. მან კარიერა წითელი ბარათით დაასრულა.

მარკო მატერაცი: “ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”

მილანის “ინტერისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

“ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ამაზე დავა არ ღირს. რატომ? ის ბრწყინვალე ტაქტიკოსია, შესწავლილი ჰყავს ყველა მეტოქე. მოურინიო პირდაპირი ადამიანია და არასოდეს იტყუება. რაც მთავარია, მას შეუძლია, რომ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნას, რისი გაკეთებაც 25-30 ფეხბურთელში რთულია.

როდესაც ის მადრიდის “რეალის” წვრთნიდა და მილანში, “მილანთან” სათამაშოდ ჩამოვიდა, ტრიბუნებიდან უსტვენდნენ, თუმცა მან მათ სამი თითი დაანახა, რათა ეჩვენებინა, რომ ერთ სეზონში სამი ტიტული ერთად მოიგო”, – ამბობს მატერაცი.

მარკო მატერაცის შესანიშნავი გოლი ვარჯიშზე (ვიდეო)

ინდური “ჩენაინის” ფეხბურთელმა, იტალიელმა მარკო მატერაციმ გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მარკო მატერაცი მოედნიდან ისევ გააძევეს (ვიდეო)

16 დეკემბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “ჩენაინსა” და “კერალა ბლასტერსს” შორის გამართულ შეხვედრაში მსაჯმა მოედნიდან “ჩენაინის” ვეტერანი ფეხბურთელი მარკო მატერაცი გააძევა.

მატერაცი: “მოურინიო საუკეთესოა”

მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო რამდენიმე სეზონის განმავლობაში “ინტერსაც” თავკაცობდა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

“ცხადია, მაშინ დიდებული სეზონი ჩავატარეთ, რაც ლოგიკურად, ჩემპიონთა ლიგის მოგებით დასრულდა. შესაძლოა, მოურინიო ხშირად არ მათამაშებდა, მაგრამ გუნდი ძალიან შეკრული იყო. ჩემი აზრით, ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია”, – ამბობს მატერაცი.

ზიდანი და მატერაცი ყატარში

ცოტა ხნის წინათ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყატარში, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სტადიონის მშენებლობაზე ათასობით მუშა დაიღუპა.
აზიის ეს ქვეყანა მუნდიალის სამასპინძლოდ მზადებას უკვე შეუდგა. ყატარში არა მსოლოდ სტადიონებს აშენებენ, არამედ ძეგლებსაც დგამენ. ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინათ ზინედინ ზიდანის მონუმენტი დადგეს, რომელიც მარკო მატერაცის მკერდში თავს ურტყამს.

ხელოვნების ეს ნიმუში, რომელიც ფრანგმა აბდელ აბდესემელმა შექმნა, ყატარის ხელისუფლებამ შეიძინა.

„ეს ქანდაკება, რომელთანაც ბევრს სურს ფოტოს გადაღება, გვახსენებს ადამიანურ სისუსტეებს. გვიჩვენებს, რომ ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მუზეუმის კომისიის წარმომადგენელმა „დოჰა ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა სარკასტულად თქვეს, უკეთესი იქნებოდა, ყატარში არ დაევიწყათ, რომ მშენებლობაზე დაღუპული მიგრანტებიც ადამიანები არიანო.

ბექა დოგრაშვილი