მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა ყველასათვის ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ასეთი რამ ბევრ ფეხბურთელს ემართება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ლიონელ მესიმ ბოატენგი მოატყუა, გერმანელი მცველი წაიქცა, არგენტინელმა კი გოლი გაიტანა.
“როცა ეს ეპიზოდი თავიდან ვნახე, ჩემს თავზე ვიცინოდი. ხშირად ხდება, როცა შენი წაქცევის შემდეგ მეტოქეს გოლი გააქვს. ეს ბევრ ფეხბურთელს ემართება და მეც დამემართა. სიმართლე გითხრათ, ამ ეპიზოდს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი აზრით, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”, – ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Sportskeeda.