კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი ყოფილ სალვადორელ ფეხბურთელ ხორხე გონსალესთან ერთან “პეპსის” ახალ რეკლამაში გადაიღეს.
ჭდე: მესი
კომპანის შესანიშნავი მოქმედება მესის წინააღმდეგ
18 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების, მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:2), მანჩესტერელთა მცველმა, კომპანიმ მესის შეჩერება მშვენივრად მოახერხა.
პელეგრინი: “იმედია დღეს მესის საუკეთესო მატჩი არ იქნება”
“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ არ სურს “ბარსელონასთან” გასამართ მატჩში მესის საუკეთესო თვისებების ნახვა.
“მესის ცუდი თამაში უბრალოდ არ მახსოვს. ლეო ან კარგად, ან შესანიშნავად ასპარეზობს. იმედია, დღეს მისი საუკეთესო მატჩი არ იქნება. მისი შეჩერება საკმაოდ რთული ამოცანაა” – განაცხადა პელეგრინიმ.
ანრი: “მესი სხვა პლანეტიდანაა”
“ნიუ იორკ რედ ბულზის” ვეტერანი ფეხბურთელი, ტიერი ანრი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი სხვა პლანეტიდანაა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფრანგ თავდამსხმელს “ბლაგაურნას” შემადგენლობაში, მესისთან ერთად სამი სეზონის განმავლობაში უთამაშია.
“ვფიქრობ, მესის მხოლოდ ერთი სიტყვით ვერ დაახასიათებ. ჩემი აზრით, ლიონელი სრულიად სხვა პლანეტიდანაა. მასთან ერთად, “ბარსელონაში” რამდენიმე სეზონი გავატარე და შემიძლია, ვთქვა, რომ ის ჯადოქარია”, – ამბობს ანრი.
ჩავი: “მესის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ ჭირდება”
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ ჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა მისმა არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის მოგება ვერ მოახერხა.
“ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამის დასამტკიცებლად, მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ ჭირდება”, – ამბობს ჩავი.
მესი: მუნდიალამდე ტიტულის მოპოვება “ბარსელონასთან” ერთად მინდა
“ბარსელონას” არგენტინელმა შემთევმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბთან ერთად ტიტულების მოსაპოვებლად ძალას არ დაიშურებს. ამჟამად მარტინოს შეგირდები პრიმერას სატურნირო ცხრილში 57 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ამდენივე ქულა აქვთ მადრიდულ კლუბებს, “რეალსა” და “ატლეტიკოს”. გარდა ამისა, “ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალშიც გავიდა.
“მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მალე დაიწყება. მაგრამ, ახლა მე “ბარსელონაზე” ვარ კონცენტრირებული. სეზონის ძალიან მნიშნველოვან ეტაპზე ვართ, და ახლა მუნდიალზე ფიქრისგან თავს ვიკავებ. ასი პროცენტით ვარ კონცენტრირებული ჩემპიონთა ლიგაზე და პრიმერა დივიზიონზე” – განაცხადა მესიმ.
მესისა და დანი ალვეშის მცირე “ტიკი-ტაკა” “რეალ სოსიედადთან” მატჩში
12 თებერვალს, ესპანეთის თასზე, “რეალ სოსიედადსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (1:1), ლიონელ მესიმ და დანი ალვეშმა პატარა კომბინაცია გაითამაშეს.
ესპანეთის თასის ფინალში „ელ კლასიკო“ შედგება
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „სოსიედადსა“ და „ბარსელონას“ შორის განმეორებითი მატჩი შედგა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კატალონიურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 მოიგო.
სან-სებასტიანში გამართულ მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე „ბარსელონამ“ გახსნა: სწრაფი კონტრშეტევა ლიონელ მესიმ 18 მეტრის მანძილიდან დარტყმით დააგვირგვინა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოახერხეს. გოლი ანტონი გრიზმანის ანგარიშზეა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და „ბარსელონამ“ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 19 აპრილს შედგება.
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„სოსიედადი“ — „ბარსელონა“ 1:1 (0:1)
გოლები: გრიზმანი 87′ — მესი 27′.
გაფრთხილებები: ველა 31′, გასტანიაგა 52′, ზურუტუზა 56′ — ბუსკეტსი 26′, ფაბრეგასი 89′.
მესი: “ჩემი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი ვარ”
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარკსვლავი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის თავისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმით ძალიან კმაყოფილია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ლიონელ მესი ჩვეული შედეგიანობით ვეღარ დაიკვეხნის, ამიტომ მას ხშირად აკრიტიკებენ.
“ენერგიით და მოტივაციით სავსე ვარ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. სიმართლე გითხრათ, ჩემი ამჟამინდელი ფორმით ძალიან კმაყოფილი ვარ”, – ამბობს მესი.
მესის, ნეიმარსა და „ბარსელონას“ სხვა ვარსკვლავებს დაუგეგმავი დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს
კატალონიის „ბარსელონას“ გუშინდელი ვარჯიში დაუგეგმავმა დოპინგ-ტესტმა შეაჩერა.
diariouno.com.ar-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუგეგმავი დოპინგ-ტესტის ჩაბარება კლუბის შემდეგ ფეხბურთელებს მოუხდათ: ლიონელ მესი, ფრანჩესკ ფაბრეგასი, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ნეიმარი, ალექს სონგი, იბრაჰიმ აფელაი, ადრიანო, დანი ალვესი და ისააკ კუენკა.
აღნიშნულ პრაქტიკას რეგულარულად მიმართავენ უეფას კომისრები.
შეგახსენებთ, რომ ხერარდო მარტინოს გუნდს დამდეგი მატჩი 10 თებერვალს, „სევილიას“ წინააღმდეგ ელის.
ლიონელ მესის მშვენიერი ფინტი “რეალ სოსიედადთან” მატჩში
რაგბის წესებით შეჩერებული ლიონელ მესი
5 თებერვალს, ესპანეთის თასზე, კატალონიის “ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადს” შორის გამართულ მატჩში (2:0), “სოსიედადის” ფეხბურთელმა ლიონელ მესი რაგბის წესებით შეაჩერა.