ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ არ აგდებენ ბურთს მინდორზე ლიონელ მესი და დანი ალვეში.
ჭდე: მესი
მესი არგენტინის ნაკრების წარმატებაზე ოცნებობს
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა.
“ბარსელონას” ლიდერმა აღნიშნა, რომ გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მასპინძელი ბრაზილია იქნება.
“არგენტინის წარმატებული თამაში ჩემი ოცნებაა. დარწმუნებული ვარ ანალოგიურად ფიქრობს ჩვენი გუნდის ყველა წევრი და გულშემატკივარიც. ფინალში ბრაზილიასთან თამაში შესანიშნავი იქნებოდა, რომელიც მუნდინალის მთავარი ფავორიტია.
ჩვენთვის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა დიდი პატივია. უკვე დიდი ხანია გამარჯვება არ მოგვიპოვებია” – განაცხადა მესიმ.
მოურინიო:”აზარს მესის და რონალდუს დონეზე შეუძლია თამაში”
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ედენ აზარის შესახებ გაესაუბრა.
“აზარს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ კრშტიანუსა და მესის დონეზე შესძლოს თამაში. რაც მთავარია ედენს აქვს დრო. იგი ჯერ 23 წლის არის, რაც ძალიან კარგი ასაკია.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესი და რონალდუ ბომბარდირები არიან, ხოლო აზარი ვინგერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელების ქმედებას მხოლოდ გოლებითა და სტატისტიკური მონაცემებით აფასებენ” – განაცხადა მოურინიომ.
პარიზელებს მესის შეძენის საშუალება არ აქვთ
“პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაფიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მის კლუბს “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესის შეძენა სურს.
“მესი შესანიშნავი ფეხბურთელია. დღეს ფრანგულ პრესაში წავიკითხე, რომ ჩვენ მესის ყიდვა გვსურს. ეს აბსურდია. ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და ალბათ არც გვექნება.
ჩემი გუნდის დღევანდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. პარიზში საუკეთესოები თამაშობენ” – განაცხადა ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა.
ლიონელ მესი: “ყველაფერში ვეძებ რაღაც დადებითს” (ინტერვიუ)
კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის 2013 წლის ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ის ახლა თავს კარგად გრძნობს და მოედანზე ძველებურად თამაშს ცდილობს.
16 იანვარს, ესპანეთის თასზე, „ხეტაფესთან“ გამართულ შეხვედრაში, 26 წლის არგენტინელმა დუბლის გაფორმება მოახერხა. მისი ერთ-ერთი გოლი გამორჩეული კი იმით იყო, რომ მესიმ გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
2013 წლის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთმა ფინალისტმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– 2013 წლის განმავლობაში, წარმატებულთან ერთად, წარუმატებელი პერიოდებიც გქონდათ. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, თუმცა ცუდი ისაა, რომ თქვენ ტრავმა გქონდათ, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში უქმობა მოგიწიათ…
– დიახ, ნამდვილად უცნაური წელი გამოდგა. ტრავმა რამდენჯერმე მივიღე, რის გამოც ხშირად უქმობა მიწევდა. შეიძლება, ითქვას, 2013 წლიდან, ყველაზე ცუდი, რაც მახსენდება ისაა, რომ ტრავმებს ვიღებდი.
– მწვრთნელები, რომებსაც თქვენთან უმუშავიათ, ყოველთვის ორ რამეს ამბობენ: თქვენ ძალიან ნიჭიერი ხართ და გძულთ ის პერიოდი, როდესაც თამაში არ გიწევთ. როგორ უძლებთ უქმობის პერიოდს?
– გულწრფელად გეტყვით, უთამაშებლად ყოფნა ძალიან რთულია. როდესაც ტრავმა მქონდა, უმეტესად არგენტინაში ვიმყოფებოდი. ჩემსა და ჩემს თანაგუნდელებს შორის მანძილი კი ძალიან დიდი იყო. თუმცა ოპტიმისტი ვარ და რა თქმა უნდა, ყველაფერში ვეძებ რაღაც დადებითს.
– თქვენ როსარიოში დაიბადეთ. ყველაზე მეტად რა გენატრებათ მშობლიური ქალაქიდან?
– ყველაფერი. ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. ტრავმის დროს, სამშობლოში გატარებული პერიოდი კარგად მახსენდება.
– ახერხებდით თუ არა მშობლიური ქალაქის ქუჩებში ისე გადაადგილებას, რომ თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი არ ყოფილიყო?
– (იღიმის) ისევე, როგორც ბარსელონაში… სიმართლე გითხრათ, ქუჩებში არ დავსეირნობდი, მხოლოდ მეგობრების და ნათესავების სახლში მივდიოდი.
– „ბარსელონას“ მატჩების ყურება ტელევიზორის საშუალებით გიხდებოდათ. ამ დროს, ჩვეულებრივზე უფრო მეტად ნერვიულობდით?
– რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მოედანზე ყოფნისას.
– ცხადია, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ თქვენ 2014 წელს ტრავმა აღარ მიიღოთ, მითუმეტეს წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს…
– ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არა მგონია, ტრავმებმა შემაწუხონ.
– მსოფლიოს ჩემპიონატი ყველასათვის განსაკუთრებული ტურნირია, ხომ ასეა?
– რასაკვირველია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ ახლა მასზე ყველა ფიქრობს.
– არგენტინის ნაკრებში ბევრი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, ამავდროულად, არგენტინელები მსოფლიოს წამყვანი კლუბების ღირსებას იცავენ. ამრიგად, თქვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.
– დიახ, მართალია. ამ დროისათვის, კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ვფიქრობ, სამართლიანიცაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებს შორის გვასახელებენ. შესაძლოა, შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც საჭირო იყო, თუმცა ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავს. ცხადია, ტურნირის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით.
– მოდით, ბრაზილიის ნაკრებზეც ვისაუბროთ. ბრაზილიელების წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშიათ. მათთან გამართულ რომელ შეხვედრას გამოარჩევდით?
– 2005 წელს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიელები ანგარიშით 2:1 დავამარცხეთ. ამ მატჩში გოლის გატანა შევძელი, საბოლოოდ კი ტურნირი ჩვენ მოვიგეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ კარიერაში ერთ-ერთი პირველი ტიტული მოვიგე.
– რა ხდის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ რიგით მატჩს განსაკუთრებულს?
– მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული ნებისმიერი მატჩი გამორჩეულია. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება. თუ ჩემპიონთა ლიგა დიდებულია, მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებულია.
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
– ბევრმა თქვა, რომ ჩვენ ძალიან იოლ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ძლიერები თამაშობენ. თუ ისინი ამ ტურნირზე მოხვდნენ, ეს დაიმსახურეს.
– ბოლოს, დაასრულეთ წინადადება: „2014 წელს, ლიონელ მესი იქნება…“
– არ ვიცი (იცინის). იმედი ვიქონიოთ, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებისათვის წარმატებული წელი იქნება. ასევე, ყველა ფეხბურთელს წარმატებას ვუსურვებ.
დიტო ჭიჭინაძე
12 საუკეთესო ფოტო ფეხბურთელების ბავშვობიდან
გთავაზობთ ფეხბურთელების ბავშვობაში გადაღებულ 12 საუკეთესო ფოტოს.
12. ფრანკ რიბერი
11. ზინედინ ზიდანი
10. პელე
9. დევიდ ბექჰემი
8. მარიო ბალოტელი
7. ანდრეს ინიესტა
6. კრიშტიანო რონალდუ
5. რონალდინიო
4. სტივენ ჯერარდი
3. გარეტ ბეილი
2. უეინ რუნი
1. ლიონელ მესი
პოპულარული ფეხბურთელები პეპსის ახალ რეკლამაში გადაიღეს
კომპანია “პეპსიმ” 19 ფეხბურთის ვარსკვლავი აირჩია, რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ სარეკლამო აქციაში სახელწოდებით “იცხოვრე აქ და ახლავე”.
რეკლამის მთავარი სახეები არიან: ლიონელ მესი, დავიდ ლუისი, ჯეკ უილშერი, კუნ აგუერო, რობინ ვან პერსი და სერხიო რამოსი.
რიბერი: “ხალხის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა ფეხბურთი”
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “ოქროს ბურთი” და აღნიშნა, რომ მის შედეგებს უსამართლოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ტიტული მადრიდის “რეალის” შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს ერგო. პორტუგალიელმა რიბერის და მესის აჯობა.
“მე პროფესიონალი ვარ და ხალხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში ძალიან ბევრი პოლიტიკა იყო. ეს ფეხბურთი აღარ არის. ყველამ მშვენივრად იცის რას ვაკეთებდი მე და რა შედეგები ჰქონდა “ბაიერნს” – განაცხადა რიბერიმ.
მესი: “ბარსელონას” ნეიმარი ჭირდება”
კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა, ლიონელმ მესიმ ესპანეთის თასზე, “ხეტაფესთან” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ბლაგაურნას” ნეიმარი ჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “ხეტაფესთან” ჩატარებულ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უქმობა მოუწევს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ნეიმარმა ტრავმა მიიღო. ხვალ გამოკვლევები ჩატარდება და იმედია, რომ მას დიდი ხნით უქმობა არ მოუწევს. “ბარსელონას” ნეიმარი ნამდვილად ჭირდება”, – ამბობს მესი.
ლიონელ მესის სუპერ-გოლი “ხეტაფეს” კარში
მესი: “რონალდუმ ოქროს ბურთი დაიმსახურა”
კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მოთამაშემ, კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, ციურიხში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინეს. რონალდუმ ოქროს ბურთისათვის ბრძოლაში რიბერისა და მესის აჯობა.
“რონალდუს ცრემლები? ეს ბუნებრივია, რადგან მან უდიდესი ჯილდო მოიპოვა. მინდა, კრიშტიანოს ოქროს ბურთის მოგება მივულოცო, მან ის ნამდვილად დაიმსახურა”, – ამბობს მესი.
აგუერო: “მესი ყოველთვის რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება”
ინგლისური “მანჩესტერ სიტი” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მისი თანამემამულე ლიონელ მესი პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ოქროს ბურთის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, ფავორიტი კი მადრიდის “რეალის” მოთამაშე, კრიშტიანო რონალდუა.
“ლეო სხვა პლანეტიდანაა. მე რომ მკითხოთ, ოქროს ბურთს ის იმსახურებს. საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელი ყოველთვის იქნება”, – ამბობს აგუერო.