ლიონელ მესიმ ბარსელონაში რესტორანი გახსნა. ამის შესახებ ესპანური პრესა იტყობინება და ფოტოებსაც ავრცელებს. კვების ობიექტს Bellavista del Jardin del Norte ჰქვია.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული რესტორნის პროექტს არგენტინელი ფეხბურთელის უმცროსი ძმა, როდრიგო ხელმძღვანელობდა. ასევე, აქ მუშაობდნენ რესტავრატორი ძმები, ხუან კარლოსი, ბორხა და პედრო იგელსიასები. რესტორანი ენრიკ გარანადოსის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ყოველ დღე, 11 საათიდან 00:00 საათამდე ემსახურება სტუმრებს.