კრიშტიანუ რონალდუმ “აღიარა”, რომ ის დედამიწიდანაა. ომარ მომანიმ კი წარმოგვიდგინა სიტუაცია, როცა პორტუგალიელი “უცხოპლანეტელ” მესის მის სამფლობელოში ესტუმრა.
კრიშტიანუ რონალდუმ “აღიარა”, რომ ის დედამიწიდანაა. ომარ მომანიმ კი წარმოგვიდგინა სიტუაცია, როცა პორტუგალიელი “უცხოპლანეტელ” მესის მის სამფლობელოში ესტუმრა.
დღეს პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “ბარსელონამ” “ოსასუნა” მიიღო და ანგარიშით, 7-1 გაანადგურა.
შეხვედრაში ერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა: როცა ლიონელ მესიმ ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა, “კამპ ნოუზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა ეს ფაქტი ისე აღნიშნეს, როგორც ლეო წინა ტურში “რეალთან” გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მოიქცა.
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რომარიომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს, მესისა და მარადონაზე წინ აყენებს.
“მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. დიახ, ჩემი გადმოსახედიდან მარადონა მასზე უკეთესია,” – აცხადებს ბრაზილიელი FOX Sports-თან საუბრისას.
“ყველა ვარიანტში, მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი. ასე ვფიქრობ და ამას არც ვმალავ, ეს არაერთხელ მითქვამს.
დღესდღეობით, კლუბსა და ნაკრებში ნაჩვენები თამაშების გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ნეიმარს მივცემდი,” – განაცხადა რომარიომ.
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი ანგარიშით, 0-0 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში 3-0 “იუვეს” სასარგებლოდ და შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს გუნდი გავიდა.
საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” შემტევმა ტრიომ, “მსნ”-მა ორი მატჩის მანძილზე, ფაქტობრივად, ვერაფერი გააკეთა. ეს უმეტესად დაცვის ბურჯების, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის დამსახურებაა. ასევე, არ უნდაადაგვავიწყდეს, ჯანლუიჯი ბუფონიც.
ამასთან დაკავშრებით ომარ მომანიმ კარიკატურა შემოგვთავაზა.
ფრანგული, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა France Football იმ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს.
ტოპ-5 ფეხბურთელი:
1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 87,5 მილიონი ევრო
2. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 76,5 მილიონი ევრო
3. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 55,5 მილიონი ევრო
4. გარეტ ბეილი (“რეალი”) – 41 მილიონი ევრო
5. ესეკილ ლავესი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”) – 28,5 მილიონი ევრო
ტოპ-5 მწვრთნელი:
1. ჟოზე მოურინიო (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 28 მილიონი ევრო
2. მარსელო ლიპი (ჩინეთის ნაკრები) – 23 მილიონი ევრო
3. ლორან ბლანი (ამჟამად უმუშევარი, აქამდე “პსჟ”-ში მუშაობდა) – 20 მილიონი ევრო
4. კარლო ანჩელოტი (“ბაიერნი”) – 15,8 მილიონი ევრო
5. ხოსეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი”) – 14,5 მილიონი ევრო
პერუს პოლიციის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის ცნობით, სამხრეთ ამერიკელებმა 1 417 კილოგრამის ოდენობის კოკაინი ამოიღეს, რომელიც მესის პლაკატებით იყო შეფუთული.
როგორც ცნობილი ხდება, პაკეტებზე არა მარტო მესის, არამედ “ბარსელონას” ლოგოს პლაკატებიც იყო დატანილი, რასაც თან ესპანეთის მეფის ბეჭედიც ერთვოდა.
ამოღებული საქონელი დაახლოებით 85 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.
წყაროს ცნობით, დამნაშავეებს კოკაინი პერუდან ბელგიაში გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
Se incauto una tonelada y media de cocaína en el puerto del Callao.https://t.co/Iou5PZPHQi pic.twitter.com/vGxQauEyx9
— Policía Peruana (@PoliciaPeru) March 21, 2017
ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხუან რომან რიკელმე აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ლიონელ მესის გარეშე ჩვეულებრივად ითამაშებდა.
“არგენტინის ნაკრები მესის გარეშეც მშვენივრად ითამაშებდა. ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში კარგი ფეხბურთელები გამოდიან. შესაბამისად, ის ლეოს გარეშეც ნორმალური კოლექტივი შეიკვრებოდა.”
“ეს დაახლოებით იგივეა, “რეალს” რონადლუ რომ არ ჰყავდეს და ისე უწევდეს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა. “ბლანკოსს” სხვა ბევრი კარგი სპორტსმენიც ჰყავს,” – განაცხადა რიკელმემ.
კატალონიური “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა თავისი თანაგუნდელები, ლეო მესი და ნეიმარი შეაქო და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ისინი იმსახურებენ ოქროს ბურთის მოგებას.
“ოქროს ბურთი ის ჯილდოა, რომლის მიღებაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.
მაგრამ, დღეს სხვაგვარი სიტუაციაა მსოფლიოში – არის ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოთი ყოველწლიურად უნდა ჯილდოვდებოდეს და ეს ფეხბურთელი ლიონელ მესია. ის ამას იმსახურებს.
მესის შემდეგ კი, ამ ჯილდოს ყველაზე მეტად ნეიმარი იგულისხმებს. მას ყველაფერი აქვს ამისათვის, ” – აცხადებს ურუგვაელი ფორვარდი.
15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. პარიზელებთან შეხვედრაში საერთოდ არ ჩანდა “ბლაგურნას” ლიდერი, ლიონელ მესი. არგენტინელს მეტოქის საჯარიმოში 90 წუთის მანძილზე ბურთი არც კი მიუღია.
ომარ მომანის აზრით, აი,რა სჭირდა ლეოს აღნიშნულ თამაშში.
ივან რაკიტიჩმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ გამოცემა, Marca-სთან. განსაკუთრებით აღსანიშნავი მონაკვეთი ისაა, როდესაც ხორვატი საკუთარი ოჯახის კატალონიურ ცხოვრებაზე ყვება. რაკიტიჩმა აღიარა, რომ იგი ბარსელონას ისეთ უბნებში, სადაც ტურისტების სიმრავლეა, არასდროს ყოფილა. მაგალითად, ასეთია საყოველთაოდ ცნობილი ლას რამბლასი.
“ბლაგურნას” ფეხბურთელი კასტელდეფელსში ცხოვრობს. ესაა უბანი, რომელშიც ბევრი ვარსკვლავის სახლია განლაგებული. მათ შორის – ლიონელ მესის.
გთავაზობთ ივანის საინტერესო კომენტარს.
“როცა ტიტულები მოვიგეთ, მაშინ ბარსელონას გამორჩეული ადგილები ავტობუსის მეორე სართულიდან ვნახე. სხვა დროს ტურისტულ ნაწილებში არასდროს ვყოფილვარ. მაგალითად, ოჯახთან ერთად არასდროს წავსულვარ ლას რამბლასში და მონტიუკში.”
“საბედნიეროდ, არ მქონია პრობლემები ჩემს მზეობლებთან, განსხვავებით, მესისგან. ლეომ საკუთარი მეზობლის სახლი იმიტომ იყიდა, რომ მისი გვერდითა ბინადარი ძალიან ხმაურიანი იყო,” – გაუმხილა საზოგადოებას აღნიშნული ფაქტი რაკიტიჩმა.
დღეს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კატალონიელები ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე არიან, 45 ქულა აქვთ და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ბილბაოს კლუბს, ბასკები 32 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.
Daily Mail-ის რედაქცია გვარწმუნებს, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “რეალ ბეტისის” მცველს, რიზა დურმისს საუკეთესო სკაუტები მიუჩინა.
წყაროს ცნობით, “წითლებს” სჯერათ, რომ მათ დაცვაში არსებულ პრობლემებს 17 მილიონ ფუნტად შეფასებული დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უმალვე მოაგვარებს.
Independent-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევის, მარკო როისის მიმართ ინტერესი განაახლეს.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეთა” ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი გერმანელ ფეხბურთელს ალექსის სანჩესის პოტენციურ შემცვლელა მოისაზრებს. აქვე გეტყვით, რომ ლონდონელებს როისის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” სერბი დამცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის გადაბირებისათვის მიმდინარე ბრძოლას ინგლისური “ვესტ ბრომიც” შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ჭორი გავრცელდა სერბი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით. დიდია შანსი, რომ “ზენიტის” სამიზნემ “სტემფორდ ბრიჯი” ზამთარშივე დატოვოს.
ჩილური გამოცემის, El Mercurio-ს ცნობების მიხედვით, არტურო ვიდალმა უკვე დაიწყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული, რაც მის ბავარიულ მომავალს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
როგორც იცით, ჩილელ შემტევს ლონდონის “ჩელსის” თავკაცთან, ანტონიო კონტესთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ვიდალი “სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგდეს.
ჟოზე მოურინიო დარმიანს დიდ სათამაშო დროს არ აძლევს და მას, მით უმეტეს, ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. ამ სიტუაცის შესახებ უკმაყოფილება 27 წლის სპორტსმენმა რამდნიმეჯერმე გამოთქვა.
The Sun-ი იტყობინება, რომ მატეოს შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მილანის “ინტერი”. ფეხბურთელსა და აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი საუბარი უკვე იყო. ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის პირობები.
მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები ზაფხულში სენსაციური ტრანსფერების განხორციელებას აპირებენ. Premium Sport-ის ცნობით, “ნერაძური” მზადაა, მესის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გეტყვით იმასაც, რომ მესი მილანური კლუბის ერთადერთი სამიზნე არ არის – ისინი ანტუან გრიზმანსაც უმიზნებენ, რომელიც ამჟამად მადრიდული “ატლეტიკოს” ღირსებას იცავს.